From : Anzor tchavtchavadze <atchavtchavadze@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : RE: ანტიგენის სწარფი ტესტების შეძენის თაობაზე
Received On : 30.03.2020 13:58

ქალბატონო მაია მოვიძიე ინფორმაცია კორეულ და ჩინურ კომპანიებზე

1)      SD biosensor- ის pcr ტესტებს  - გავლილი აქვს კორეის ჯანდაცვის სამინისტროს საკვებისა და უსაფრთხოების სამსახურისა და კორეის ინფექციის კონტროლის და პრევენციის სამსახურის ტესტირებები და დაშვებულია გამოსაყენებლად. რაც შეეხება ანტიგენის ტესტს, არ ავქს მსგავსი რეგულაციები გავლილი და შესაბამისად კორეაში ის არ იყიდება, ტესტის დოკუმენტაციას თან ახლავს მცირე კლინიკური კვლევა (მხოლოდ შვიდი ნიმუშის ანალიზზე დაყრდნობილი)  რომელიც ასკვნის რომ ტესტის სენსოტიურობა არის 80 პროცენტი და სპეციფიურობა 100%. 7 ნიმუშიან კვლევაზე დაფუძნბებული რეზულტატები ნაკლებად სანდოა, იმის მიუხედავად რომ კომპანიის სხვა პროდუქტებმა წარმატებულად გაიარეს სხვადასხვა ტესტირება.

2)      რაც შეეხება ჩინურ კომპანიას Beijing Savant Biotechnology Co.,Ltd  ამ კომპანიის ტესტებსაც არ აქვთ გავილი ჩინეთის შიგნიტ გაყიდვის უფლება, თუმცა თუ უფასო სემპლებს გამოაგზავნიან შეგვიძლია ჩვენთვითონ შევამოწმოთ სიზუსტე.

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: 29 March, 2020 17:34
To: A.Gamkrelidze@ncdc.ge; m.alkhazashvili@ncdc.ge
Cc: Tamar Gabunia ; 'tikhardziani@gmail.com'; Anzor tchavtchavadze
Subject: ანტიგენის სწარფი ტესტების შეძენის თაობაზე
Importance: High

 

ბატონო ამირან და მაია,

 

თქვენთან არ იგზავნება ორი დანართი ერთად და ცალ-ცალკე გიგზავნით.

 

From: Maia Nikoleishvili
Sent: 29 March, 2020 17:26
To: 'A.Gamkrelidze@ncdc.ge'; 'm.alkhazashvili@ncdc.ge'
Cc: Tamar Gabunia; 'tikhardziani@gmail.com'; Anzor tchavtchavadze
Subject:
ანტიგენის სწარფი ტესტების შეძენის თაობაზე
Importance: High

 

 

ბატონო ამირან, მოგესალმებით,

 

კორეაში საქართველოს ელჩისგან ბატონი ოთარ ბერძენიშვილსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გაცნობებთ, რომ ქვემოთ მოცემული PCR ტესტების (ჯამში 20 000 ტესტი) შესყიდვა მოხდა (თანხა გადაირიცხა პარასკევს) საქართველოს ბანკის დახმარებით. როგორც კი თანხა კომპანიის ანგარიშზე აისახება, 7 სამუშაო დღეში მოხდება პროდუქციის ტრანსპორტირება.

 

კომპანია SolGent-ის მიერ წარმოებული ტესტი

DiaPlexTM; Novel Coronavirus (2019-nCOV) Detection Kit

2 საათის განმავლობაᲨი ადგენს ვირუსს რიბონუკლეინის მᲟავის (დნმ) კვლევის მეთოდით.

 

კომპანია OSANG Healthcare-ის მიერ წარმოებული ტესტები:

GeneFinder COVID-19 Plus RealAmp Kit

რომელიც აკეთებს მოლეკულურ დიაგნოსტიკას რიბონუკლეინის მჟავის კვლევის მეთოდით.

 

ამასთან, კორეიდან შესაძლებელია კომპანია  SD Biosensor-ის მიერ წარმოებული სწრაფი ტესტების შესყიდვა (მინიმალური შეკვეთა 50 000 ცალი).

ერთეულის ფასი - 12 აშშ დოლარი (ტრანსპორტირების გარეშე).

კორეული ტესტების შეკვეთის შემთხვევაში თანხა უნდა ჩაირიცხო დაუყოვნებლივ და ტესტები გამოიგზავნება სავარაუდოდ აპრილის მე-3, მე-4 კვირაში.

 

ასევე,  მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩინურ კომპანიასთან Beijing Savant Biotechnology Co.,Ltd. აღნიშნული კომპანია დაგვპირდა, რომ პირველ ეტაპზე, 30-31 მარტს გამოაგზავნის 2000 ცალ ტესტს (Free samples) ნიმუშად, რომელიც  აპრილის პირველი კვირის ბოლოსთვის იქნება თბილისში. თუ მისაღები აღმოჩნდა, შემდეგ დიდ რაოდენობასაც მოგვაწვდიან მოკლე ვადაში. ერთულის ფასი 6 აშშ დოლარი.

 

გთხოვთ, ორშაბათს, დღის პირველ ნახევარში გვაცნობოთ თქვენი პოზიცია სწრაფი ტესტების შეძენასთან დაკავშირებით - კორეული თუ ჩინური, თუ ორივე და რა რაოდენობით. კორეული ტესტის შესყიდვის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ტესტის კონკრეტული დასახელება, რაოდენობა აქ მინიმუმ 50 000 უნდა იყოს.

 

პატივისცემით,

 

მაიკო

 

 

 

 

From: Otar Berdzenishvili [mailto:oberdzenishvili@mfa.gov.ge]
Sent: 29 March, 2020 15:01
To: Maia Nikoleishvili
Subject:

 

მოგესალმებით,

 

გუშინდელი დავალების შესაბამისად, რომელიც ეხებოდა სწრაფი ტესტების კორეის მთავრობისგან შესყიდვას, გაცნობებთ შემდგეს:

 

ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის მხოლოდ ერთი ავტორიზებული კომპანია  SD Biosensorრომელიც აწარმოებს ხსენებულ ტეტებს, ღეში მხოლოდ 100 000 ერთეული. ჩვენთან ერთად 54 ქვეყანა ატარებს მოლაპარაკებას აღნიშნულ კომპანიასთან.

  

 

 

 

 

პატივისცემით,

 

ოთარ ბერძენიშვილი

 

Otar Berdzenishvili

Ambassador of Georgia to the Republic of Korea

오타르 베르제니쉬빌리

주한 조지아 대사

 

Phone/전화  +82 02 792-7118

Web:korea.mfa.gov.ge

Twitter:@otarib

https://www.facebook.com/geoembseoul/