| From : | Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: [Non-DoD Source] FW: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარება |
| Received On : | 21.05.2020 14:29 |
თამუნა,
ასევე, გიგზავნით სამედიცინო აპარატურის მომწოდებელი კომპანიების საკონტაქტო ინფორმაციას
1. შპს ,,მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი”.ტელ: 599 57 75 87 გიორგი;
2. შპს ,,პი.ემ.ჯი".ტელ: 557 04 05 06 ზურა;
3. შპს ,,თბილისი მედიკ".ტელ: 593 31 78 78 ლევანი;
4. შპს ,,ივერმედი“.ტელ: 599 11 35 53 ლევანი.
5. შპს. „ემტეკი“ ტელ.: 598102711 მარიამი (მაინდრეის აპარატურის მომწოდებელი)
სს,
მაიკო
From: Maia Nikoleishvili
Sent: Thursday, May 21, 2020 6:04 PM
To: 'Rurua, Tamar LN (GEO)'
Cc: Tinatin Khardziani
Subject: RE: აშშ-სთავდაცვის
დეპარტამენტის
ჰუმანიტარულიდახმარება
თამარ, მოგესალმებით,
პირველ რიგში მადლობას გიხდით სამინისტროს სახელით პირადად თქვენ და აშშ თავდაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
მოხარულები ვართ, რომ აშშ მთავრობის მიერ დამატებითი გრანტის ფარგლებში შესაძლებელია სამინისტროს საჭიროებების გათვალისწინება.
მინისტრის პირველ მოადგილესთან ქალბატონ თამარ გაბუნიასთან შეთანხმებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საგრანტო დახმარება მიემართოს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ ქვემოთ წარმოდგენილი საჭიროებებიდან რომელიმეს შესყიდვაზე:
1. მულტიფუნქციური სისტემა აფერეზისათვის (პლაზმაფერეზი, თრომბოციტოფერეზი, ლეიკოციტოფერეზი, ერითროციტოფერეზი, ღეროვანი უჯრედები და სხვ.) A multifunctional system for all treatment modes in therapeutic apheresis
2. უნივერსალური ულტრაბგერითი სადიაგნოსტიკო სისტემა Convex, ხაზოვანი და გულის ტრანსდიუსერებით (გადამწოდებით) და ღვიძლის ელასტოგრაფიით (Universal Ultrusound diagnoistic system Convex, linear and cardiac transducers and with liver elastograph).
3. დნმ/რნმ ექსტრაქციის სისტემა, აპარატი (DNA and RNA Extraction system/instrument)
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისა და დახმარებისთვის.
პატივისცემით,
მაია ნიკოლეიშვილი
ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსის მ.შ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის: წერეთლის გამზ. 144 თბილისი 0159 საქართველო
ტელ.: +995 32 2510034 (0802)
მობ.: +995 577 272713
ელ. ფოსტა:mnikoleishvili@moh.gov.ge < Caution-mailto:mnikoleishvili@moh.gov.ge >
From: Rurua, Tamar LN (GEO)
Sent: Wednesday, May 20, 2020 1:09 PM
To: Maia Nikoleishvili
Subject: აშშ-სთავდაცვის
დეპარტამენტის
ჰუმანიტარულიდახმარება
მაიკო გამარჯობა,
როგორც გუშინ სატელეფონო საუბრისას მოგახსენეთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გვაქვს საჭიროების შემთხვევაში, პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის მიზნით, შევიძინოთ დამცავი აღჭურვილობა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ინფრაწითელი თერმომეტრები, ექოსკოპიის აპარატი დაCOVID-19 ის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა ისეთი სამედიცინო აპარატურა, რომლის ღირებულებაც არ გადააჭარბებს 40,000 აშშ დოლარს.
მოწოდების ვადებს რაც შეეხება, საქართველოში წარმოებული დამცავი აღჭურვილობა (ხალათები, კომბინიზონები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები, ა.შ.) შეგვიძლია დაახლოებით 10 დღის ვადაში მოგაწოდოთ. რაც შეეხება ინფრაწითელ თერმომეტრებს, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზეა მსგავსი თერმომეტრები, დაახლოებით იგივე დრო (დაახლოებით 10 დღე) დაგვჭირდება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცესების დასასრულებლად. თუ მომწოდებელს თერმომეტრები ადგილზე არ აქვს, რამდენიმე კომპანიამ დაახლოებით 2 კვირიანი ვადა დაგვისახელა პროდუქტის მოწოდებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ისეთ მომწოდებლებზე, ვინც უფრო მცირე დროში შეძლებს მოთხოვნილი აღჭურვილობის მოწოდებას, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ შესყიდვის პროცესში.
გაცილებით დიდი დრო გვჭირდება ექოსკოპიის და სხვა სამედიცინო აპარატურის მოსაწოდებლად. ამ შემთხვევაში, ვადები 1-დან 2 თვემდე მერყეობს. მხოლოდ შესყიდვის პროცესი შესაძლოა ერთ თვემდეც გაიწელოს და ამას დაემატოს ადგილზე ჩამოტანის დრო.
საჭიროებების გათვალისწინებით, სასურველია მოთხოვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა რომელიმე კლინიკამ (რუხის რესპუბლიკური ჰოსპიტალის გარდა) წარადგინოს, რადგან ჩვენი პროგრამის ფარგლებში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მოთხოვნა უკვე წარდგენილია სამინისტროსა და რუხის რესპუბლიკური ჰოსპიტალის სახელით. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით კიდევ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის გათვალისწინებით, თუ რა საჭიროებები დგას ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემის წინაშე.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და დაველოდებით თქვენგან დამატებით ინფორმაციას.
პატივისცემით,
თამარი
Tamar Rurua
Humanitarian Assistance Program Manager
Office of Defense Cooperation, Bilateral Affairs Office
US Embassy Tbilisi, Georgia
Office: +995 322 91 14 73 (ext. 100)
Cell: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05