From : Salome Odisharia <salome.odisharia@undp.org>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : MoU for Signature and follow-up steps
Cc : Tea Levidze <tea.levidze@undp.org>; Maya Giorbelidze <maya.giorbelidze@undp.org>; Nino Chanturia <nino.chanturia@undp.org>
Received On : 03.06.2020 09:39
Attachments :

 

მაია მოგესალმებით,

 

ჩვენი გუშინდელი საუბრის შესაბამისად, გიზიარებთ სამინისტროსა და UNDP-ს შორის დასადები მემორანდუმის პროექტს, რათა თქვენმა იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილოს, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები შეიტანოს და შეითანხმოს. აქვე მინდა გთხოვოთ, რომ მემორანდუმის ძალაში შესვლის თარიღთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება გაგვიზიაროთ, ჯერ ჯერობით მხოლოდ დაახლოებითი თარიღია დოკუმენტში მითითებული. შესაძლოა თქვენმა  იურიდიულმა დეპარტამენტმა პრაქტიკიდან გამომდინარე, სხვანაირი ფორმულირება შემოგვთავაზოს. მემორანდუმის ხასიათიდან გამომდინარე, დოკუმენტი ზოგადია და პროექტის დოკუმენტის მიხედვით არის მომზადებული.

 

გამომდინარე იქედან, რომ განმახორციელებელი არის არასამთვარობო ორგანიზაცია ფონდი „კურაციო“, გაეროსთვის მნიშვნელოვანია უშუალოდ სახელმწიფო უწყებასთან, როგორც პარტნიორთან, მსგავსი თანამშრომლობის გაფორმება. მივესალმებით, რომ სამინისტრო იზიარებს ჩვენს მოსაზრებას და თანახმაა მემორანდუმის გაფორმებაზე. ამასთან დაკავშირებით თუ არ შეწუხდებით, რომ გაგვირკვიოთ, ვინ იქნება ხელმომწერი პირი თქვენი მხრიდან. თუ ქალბატონ თამართან ამ თემაზე დამატებითი კონსულტაცია არის ჩვენის მხრივ საჭირო, მზად ვართ მასაც  უშუალოდ მივმართოთ.

 

რაც შეეხება მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიების გაშუქებას, ველოდებით ოფიციალური პროცედურების დასრულებას. თუმცა, პარალელურად უკვე გვაქვს შიდა კონსულტაციები გაეროს კომუნიკაციების გუნდთან. რასაკვირველია დაგვჭირდება სამინისტროს პიარის სამსახურის ჩართვა ამ პროცესებში. ამიტომ, გთხოვთ, დაგვისახელოთ საკონტაქტო პირი, ვისთანაც ჩვენს კოლეგებს ექნებათ კომუნიკაცია ღონისძიების დასაგეგმად.

 

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის.

 

საუკეთესო სურვილებით,

სალომე      

 

 

 

Salome Odisharia

 

Project Manager

 

UNDP/Governance Reform Fund

 

Project office: 15 Paliashvili Street Tbilisi 0179 Georgia

salome.odisharia@undp.org

Office: +995 32 2 48 15 18

Cell:    (+995 77) 79 87 07

www.ge.undp.org

Follow UNDP in Georgia on: