| From : | Davit Pheikrishvili <DPheikrishvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | KfW-ს წერილზე პასუხი |
| Cc : | g.manjavidze@idp.gov.ge |
| Received On : | 10.04.2020 10:36 |
| Attachments : |
გამარჯობათ მაია,
გიგზავნით KfW-სთან გასაგზავნი პასუხის სამუშაო ვერსიას მიმაგრებული ფაილის სახით. როდესაც გაგზავნას დააპირებთ, იქნებ ხელმოწერილი ელექტრონული ვერსია მომაწოდოთ, რაც საკმარისი იქნება (გვთხოვეს ელ. ფოსტაზე გადავუგზავნოთ), რადგან მათი ოფისი დახურულია და კურიერს
უკან მოტანა მოუწევს.
გუშინ წინ რომ დაგირეკეთ, მინდოდა მეცნობებინა, რომ შვეიცარიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან და სხვა დონორებთან გვქონდა კომუნკაცია ვირუსით გამოწვეულ შედეგებთან გამკლავების მიზნით დევნილთათვის დახმარების მისაღებად. ზოგიერთმა მათგანმა მზადყოფნა გამოთქვა,
ასევე სამედიცინო მიმართულებით. გნებავთ პირდაპირ მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის საბჭოში გადავამისამართებთ, სადაც დაპირებიან, რომ ყველა უწყება საჭიროებების დოკუმენტს მიაწვდიდა მათ.
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი