From : Ekaterine Lortkipanidze <e.lortkipanidze@mfa.gov.ge>
To : lakiashvili@gov.ge; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; abuchukuri@gov.ge; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; kkhandolishvili@mes.gov.ge; alukava@mes.gov.ge
Subject : Joint Town Hall Meeting of the Executive Boards of UNDP/UNFPA/UNOPS, UNICEF, UN-Women and WFP
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Tamar Grigolaia <tgrigolaia@mfa.gov.ge>; Ana Kotrikadze <akotrikadze@mfa.gov.ge>; Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>; Shota Mchedlishvili <shmchedlishvili@mfa.gov.ge>; Sandro Inashvili <sinashvili@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Shalva Tsiskarashvili <sh.tsiskarashvili@mfa.gov.ge>
Received On : 23.04.2020 08:27
Attachments :

ოგესალმებით და ინფორმაციისთვის გიზიარებთ ქ. ნიუ-იოკრში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ მომზადებულ ინფორმაციას,  COVID-19-ის პანდემიაზე გაეროს სისტემის რეაგირების საკითხზე მ/წლის 21 აპრილს​ გამართული UNDP/UNFPA/UNOPS-ის, UNICEF-ის, UN-Women-ის და WFP-ის აღმსარულებელი საბჭოების და WHO-ს და OCHA-ს ერთობლივი შეხვედრის შესახებ.


აღნიშნული ერთობლივი შეხვედრის ფარგლებში, გაერო-ს აღნიშნული საგაანტოების ხელმძღვანელებმა დიპლომატიურ მისიებს მიაწოდეს ინფორმაცია მიმდინარე ქმედებებზე COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით. 


გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, ამინა მოჰამედმა ხაზი გაუსვა ზემოაღნიშნული სააგენტოების მნიშვნელობას და როლს COVID-19-ის პანდემიაზე გაეროს სისტემის რეაგირების თვალსაზრისით. იგი გამოეხმაურა ბოლო კვირების განმავლობაში სხვადასხვა ბრიფინგებზე ქვეყნების მიერ დასმულ შეკითხვებს და პოზიციებს: 

  • აღნიშნა, რომ წევრმა-სახელმწიფოებმა გაეროს თხოვეს დახმარება გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში და მომარაგების ქსელების შეფერხების თავიდან აცილებაში. რაზეც ამინა მოჰამედმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების სისტემა (UNDS) ეხმარება ქვეყნებს გადაუდებელი სამედიცინო აღჭურვილობის შეძენაში და ჯანმრთელობის ძირითადი აუცილებელი სერვისების დისტრიბუციაში. 
  • ხაზი გაუსვა  განვითარებადი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების ეკონომიკის COVID-19– ის გავლენის აღიარების აუცილებლობას. ამ კონტექსტში ყურადღება გაამახვილა გენერალური მდივნის ამბიციურ ინიციატივაზე სესხის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და გაეროს მდგრადი განვითარების ჯგუფის (UNSDG) მიერ შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკურ სამოქმედო ჩარჩოზე.
  • ხაზი გაუსვა COVID19–ზე რეაგირების პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხის გათვალისწინების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ UN-WOMEN and UNFPA მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალებზე პანდემიის არაპროპორციულ გავლენაზე საპასუხო ქმედებების განხორციელების კუთხით.
  • დაეთანხმა ზოგიერთი დელეგაციის მოსაზრებას, რომ COVID19–ზე რეაგირება უნდა აისახოს 2030 წლის სოციალური განვითარების დღის წესრიგსა და კლიმატზე აღებულ ვალდებულებებში.
  • ყურადღება გაამახვილა გენერალური მდივნის გაეროს რეაგირებისა და აღდგენის ფონდზე;
  • ხაზი გაუსვა გაეროს რეფორმის გაგრძელების აუცილებლობას და რეზიდენტ კოორდინატორების ხელმძღვანელობით ქვეყნების დონეზე ძლიერი კოორდინაციის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა აღნიშნა, რომ WHO-ს მოთხოვნით, გაეროს გენერალურმა მდივანმა თებერვლის დასაწყისში გააქტიურა გაეროს კრიზისების მენეჯმენტის გუნდი, დოქტორ მაიკ რიანის ხელმძღვანელობით, რომელიც კოორდინაციას უწევს გაეროს მთლიან სისტემას, რათა გაერო რაც შეიძლება უფრო ეფექტურად დაეხმაროს ქვეყნებს.WHO-მ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია ორგანიზაციის სტრატეგიაზე, რაც წარმოადგენს ქვეყნებისთვის რეაგირების თითოეულ ეტაპზე სახელმძღვანელოს და განსაზღვრავს პრიორიტეტებს საერთაშორისო საზოგადოებისთვის (https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/strategies-plans-and-operations). დოკუმენტი ეფუძნება ხუთ სტრატეგიულ მიზანს: 

  1. ველა სექტორისა და საზოგადოების მობილიზება პანდემიის საპასუხოდ;
  2. ერთეული (sporadic) შემთხვევების და კლასტერების კონტროლი და საზოგადოებაში ვირუსის გადაცემის პრევენცია; 
  3. ვირუსის გადაცემის შეჩერება საზოგადოებაში, სადაც ის წარმოიშობა;  
  4. სათანადო მოვლით სიკვდილიანობის შემცირება; და  
  5. უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინებისა და თერაპიების შემუშავება. 

აღნიშნული სტრატეგიული მიზნები მხრდაჭერილი უნდა იქნას ადაპტირებული ეროვნული სტრატეგიებით, რათა მოხდეს თითოეული შემთხვევის გამოვლენა, ტესტირება, იზოლირება, ზრუნვა და თითოეული კონტაქტის მოძიება.


თავის მხრივ, ეროვნული სტრატეგიები მხარდაჭერილ უნდა იქნას საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, WHO ფოკუსირებულია შემდეგ 5 საკვანძო სფეროზე: 1. ქვეყნების მხარდაჭერა პოტენციალის გაზრდის კუთხით, რათა მოემზადონ შესაბამისი რეაგირებისთვის; 2. ეპიდემიოლოგიური კვლევის წარმოდგენა და რისკების შესახებ ინფორმირება; 3. გლობალური მიწოდების ქსელის კოორდინაცია (ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გაეროს მიწოდების ქსელის სამუშაო ჯგუფს (United Nations Supply Chain Task Force), რომელიც წინა კვირაში შეიქმნა); 4. WHO უზრუნველყოფს ტექნიკურ ექსპერტიზას (OpenWHO.org) და სამედიცინო პერსონალის მობილიზებას; 5. WHO მუშაობს კვლევის, ინოვაციისა და ცოდნის გაზიარების გაძლიერების მიმართულებით. დაწყებულია სამედიცინო ცდები (Solidarity Trial) COVID-19–ის წინააღმდეგ ოთხი თერაპიის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შეფასების მიზნით. ჯერჯერობით, 100 ქვეყანა შეუერთდა აღნიშნულ პროცესს და ამ კვირაში, ელოდებიან, რომ 600-ზე მეტი საავადმყოფო იქნება მზად ამ კვლევებში პაციენტების ჩართვისთვის.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN-Women) აღმსარულებელმა დირექტორმა, პუმზილე მლამბო ნგუკამყურადღება გაამახვილა ანგარიშზე: Impact of COVID-19 on Women (https://www.unwomen.org/-/media/headquarters/attachments/sections/library/publications/2020/policy-brief-the-impact-of-covid-19-on-women-en.pdf?la=en&vs=1406), რომელის ეხება COVID-19–ის გავლენას ქალებსა და გოგონებზე, განსაკუთრებით სიღარიბეში მცხოვრებ ქალებსა და გოგონებზე. მან აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში ძალიან მოიმატა ოჯახური ძალადობის ფაქტებმა და მოუწოდა წევრ-სახელმწიფოებს უზრუნველყონ ოჯახში ძალადობის თავშესაფრებზე, ცხელ ხაზებსა და შესაბამის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, UN-Women-ი მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროს სააგენტოებთან გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნების დონეზე, COVID-19– ის გავლენაზე რეაგირების თვალსაზრისით. მათ თავიანთი წვლილი შეაქვთ სოციალური დაცვის პოლიტიკაში. რეგიონალური და ქვეყნის დონეზე, უზრუნველყოფენ HIV პოზიტიური პირების საკვებსა და ტესტირებაზე ხელმისაწვდომობას. რეაგირებას ახდენენ ქალთა მიმართ ძალადობაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ UN-Women-ი არის გაეროს კრიზისების მართვის გუნდის წევრი, რომელსაც WHO ხელმძღვანელობს. აღმასრულებელმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ILO–სთან და UNICEF–თან ერთად შემუშავებულ ძირითად რეკომენდაციებზე დამსაქმებლებისთვის, რაც ითვალისწინებს მათი მხრიდან შესაბამისი-მიმზიდველი პირობების შექმნას ოჯახის მქონე პირებისთვის (https://www.unwomen.org/en/digital-library/publications/2020/03/family-friendly-policies-and-other-good-workplace-practices-in-the-context-of-covid-19). პუმზილე მლამბო ნგუკა მიესალმა გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, და გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს კოლეგებს გაეროს მთელ სისტემაში, მათ შორის DPPA-ს, რათა უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების დროს ქალების გათვალისწინება.


გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰენრიეტა ფორმააღნიშნა, რომ UNICEF-ი უზრუნველყოფს სკოლების, კლინიკების, თავშესაფრებშის და ბანაკების მომარაგებას საპნებით, ჰიგიენისა და სამედიცინო კომპლექტებით. ბაზრის მძიმე პირობების მიუხედავად, UNICEF-ის მომარაგების განყოფილება ინარჩუნებს მზარდ ტენდენციას სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო მოწყობილობებით, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, ხელთათმანები და ჟანგბადის კონცენტრატორებით მომარაგებას. უკვე შეიძინეს 192 მილიონი აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პირადი დამცავი მოწყობილობები, რომლებსაც მიაწოდებენ 54 ქვეყანას. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს WHO–ს ხელმძღვანელობით მოქმედ მიწოდების ქსელის უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფს (WHO-led Supply Chain Interagency Coordination Cell), რაც უზრუნვეყოფს სააგენტოების მიერ შეთანხმებულად შესყიდვების განხორციელებას. WFP–ს დახმარებით UNICEF-ი აფართოებს სასკოლო კვების და არასწორი კვების (malnutrition) პროგრამებს, სკოლის კვების გარეშე დარჩენილი ბავშვების კვების უზრუნველყოფის მიზნით. UNICEF-ი ასევე პარტნიორებთან ერთად მუშაობს გრძელვადიან პერსპექტივაში სასიცოცხლო სამედიცინო, განათლებისა და სოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით, რაც ითვალისწინებს ბავშვების დისტანცური სწავლებისა და ფსიქოლოგიური კონსულტაციის უზრუნველყოფას. ჰენრიეტა ფორმა მიმართა წევრ-სახელმწიფოებს თხოვნით გადასცენ შემდეგი მესიჯები დედაქალაქებს:

  • მომარაგების საკითხზე, ჩვენ კვლავაც ვდგავართ საყოველთაო ტრანსპორტირებისა და ლოჯისტიკური გამოწვევების წინაშე, მათ შორისაა სატვირთო ხარჯების ზრდა და პირადი დამცავი მოწყობილობების დასამზადებლად საჭირო ნედლეულის მაღალი ფასები. ზოგიერთი ქვეყნის მთავრობები უკვე თანამშრომლობენ კერძო სექტორთან, რათა უფასო სატვირთო მომსახურება უზრუნველყონ, იქ სადაც ყველაზე მეტად არის საჭირო დღეს. საჭიროა მეტი თანამშრომლობა მთავრობებსა და ბიზნესებს შორის ფასების შესამცირებლად.
  • მთავრობებმა ითანამშროლონ გაეროს რეზიდენტ-კოორდინატორებთან ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფის კუთხით (humanitarian access);
  • ჩვენ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ვთხოვთ, რომ ხელები ხშირად დაიბანონ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ ქვეყნებში არის წყლის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა. გთხოვთ, დაგვეხმაროთ არამარტო საზოგადოებრივი სისტემების გაძლიერების ადვოკატირებაში - არამედ  ინფრასტრუქტურული სისტემების ინვესტიციის განხორციელებაში გრძელვადიან პერიოდში;
  • ჩვენ გვჭირდება გაზრდილი და მოქნილი დაფინანსება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნატალია კანემმა აღნიშნა, რომ UNFPA მისი მანდატისა და სტრატეგიულ გეგმის შესაბამისად მუშაობს 3 პრიორიტეტული მიმართულებით:

  • ჯანმრთელობისსისტემის შესაძლებლობების გაძლიერება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისა და ინტერვენციების უზრუნველყოფის მიზნით;
  • გენდერული ნიშნით ძალადობაზე რეაგირება; 
  • თანამედროვე კონტრაცეპტივების და სხვა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა.

მისი თქმით UNFPA-ს საქმიანობა ქალთა და გოგონების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დასაცავად სრულად შეესაბამება WHO-ს ხელმძღვანელობით  გლობალური ჯანდაცვის რეაგირებას (global health response), OCHA-ს ხელმძღვანელობით ჰუმანიტარული რეაგირების გეგმას, გენერალური მდივნის მოხსენებას და UN socio-economic framework for immediate response to COVID-19.


გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰუმანიტარულ საკითხებში და გადაუდებელი დახმარების კოორდინატორის მოადგილემ, რამეშ რაჯასინგამყურადღება გაამახვილა გაეროს გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების გეგმაზე (Global Humanitarian Response Plan (GHRP)), რომელიც ითვალისწინებს 2 მილიარდზე მეტი თანხების მობილიზებას COVID-19-ზე ჰუმანიტარული რეაგირების მიზნით. ამ ეტაპზე 600 მლნ. დოლარამდეა მობილიზებული და დამატებით აღებულია ვალდებულებები. 7 მაისისთვის იგეგმება GHRP-ის შესრულების პირველი ანგარიშის გამოქვეყნება. მან ასევე აღნიშნა, რომ საგანგებო სიტუაციებზე ცენტრალური რეაგირების ფონდსა (SERF) და OCHA-ს ადმინისტრირებით დაფუძნებული ქვეყნების ფონდებში (Country Based Pooled funds (CBPFs)) მობილიზებულია 160 მილიონ დოლარზე მეტი, COVID-19-ის გავრცელების შეჩერების, მიწოდების ქსელების შენარჩუნების, ჰუმანიტარული მუშაკების და მარაგების ტრანსპორტირების, ასევე სიცოცხლის გადარჩენის დახმარებისა და დაცვის მიზნით. ის შეეხო უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის  (IASC) საქმიანობას, რომელიც ხელმძღვანელობს ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებულ გლობალურ კოორდინაციას COVID-19–ზე რეაგირების პროცესში. რამეშ რაჯასინგამ, ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეექმნათ ადგილზე შესვლის (access) პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია საგანგებო ზომებით - ფრენის შეჩერება, საზღვრების დაკეტვა, საკარანტინო პოლიტიკა, ვიზების შეზღუდვა და კომენდანტის საათები. ეს თავისთავად იწვევს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შეფერხებას. გაერო და პარტნიორი ორგანიზაციები მუშაობენ ეროვნულ ხელისუფლებებთან აღნიშნულ საკითხზე. მან ასევე აღნიშნა, რომ გლობალურ დონეზე WFP მუშაობს საერთო სერვისების, ჰუმანიტარული პერსონალის და საქონლის გადაადგილების უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის ხელმძღვანელობს ათი საერთაშორისო და რეგიონული ჰაბების დაარსებას და ჰუმანიტარული მუშაკებისთვის და ტვირთებისთვის საჰაერო სერვისების უზრუნველსაყოფას.


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ადმინისტრატორმა, აქიმ შტაინერმააღნიშნა, რომ UNDP არის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრი და ჰუმანიტარული მიმართვის (GHRP) ნაწილი. UNDP თანა-თავმჯდომარეობს უწყებათაშორის  სამუშაო ჯგუფს გაეროს განვითარების საკოორდინაციო ოფისთან ერთად, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გენერალური მდივნის ანგარიშის - “Shared responsibility, global solidarity: Responding to the socio-economic impacts of COVID-19” - მომზადებაში. მან აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს გაეროს სისტემას IMF-ში, G20-ის ფინანსთა მინისტრების და ცენტრალური ბანკების მმართველების, ასევე მოფლიო ბანკის განვითარების კომიტეტის შეხვედრებში. აქიმ შტაინერმა ყურადღება გაამახვილა მიწოდების ქსელის უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის საქმიანობაზე. აღნიშნა, რომ UNDPეხმარება რეგიონული კოორდინატორების ოფისებს კრიტიკული ოპერაციული და ლოჯისტიკური მიმართულებით, მათ შორის, შესყიდვების, ICT სერვისების და ადმინისტრაციულ მომსახურების კუთხით (იხ. ანგარიში: https://www.unwomen.org/-/media/headquarters/attachments/sections/executive%20board/2020/annual%20session/informals/undp%20working%20together%20with%20the%20un%20system%20on%20covid-19.pdf?la=en&vs=1628).


გაეროს სურსათის მსოფლიო პროგრამის (WFP) დირექტორის მოადგილემ, ამირ აბდულამისაუბრა WFP-ის მიმდინარე საქმიანობაზე პანდემიის პერიოდში. აღნიშნა, რომ WFP-ისთვის გამოიყოფა 350 მლნ. დოლარი გლობალური ჰუმანიტარული რეაგირების გეგმის (GHRP) ფარგლებში. მისი თქმით, WFP მუშაობს საკვები პროდუქტებით მომარაგების, ჰუმანიტარული პერსონალისა გადაადგილების და  ტვირთების საჰაერო გზის უზრუნველყოფის მიმართულებით.  მან ასევე აღნიშნა, რომ WPAUNICEF-თან ერთად აფართოებს სასკოლო კვების და არასწორი კვების (malnutrition) პროგრამებს.


გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეტე ფარემომ აღნიშნა, რომ UNOPS არის operational agency და მუშაობს ადგილზეგაეროს სხვა სააგენტოების, მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ან თუნდაც კერძო პარტნიორების დავალებით და ზედამხედველობით. UNOPS COVID-19-ზე რეაგირების პროცესში მთავრობებს ეხმარება სამი ძირითადი მიმართულებით: საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მზადყოფნა; სამედიცინო და ჰუმანიტარული რეაგირება, და სოციალური და ეკონომიკური გაჯანსაღება (social and economic recovery). კრიზისის დაწყების შემდეგ, 60-ზე მეტი ქვეყნის მთავრებებთან თანამშრომლობენ სამედიცინო აღჭურვილობების შესყიდვის, ასევე სამედიცინო და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით. გლობალურ დონეზე ჩართულები სოციალური და ეკონომიკურ საკითხებზეარიან გაეროს უწყებათაშორის  სამუშაო ჯგუფში. UNOPS ასევე არის გაეროს მიწოდების ქსელის სამუშაო ჯგუფის(United Nations Supply Chain Task Force) წევრი.  



შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტები განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.unwomen.org/en/executive-board/documents/2020/joint-town-hall-meeting


შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი იხ. შემდეგ ბმულზე:

link: https://unwomen.zoom.us/rec/share/uZcrdaDyqW1JeLfO72bEevAlJYjEX6a81HJN-qZfyRq0atfDkKW5MnECgMFqD9_Q   

Password:       6c#c18?S

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას, 


ეკა