მოგესალმებით მაია
მე ვარ მარიკა გოგუაძე. კრაუნ ეიჯენტსის წარმომადგენელი/კონსულტანტი 1997 წლიდან. ჩემ ხელში გაიარა ყველა იაპონურმა გრანტმა. აღარ ვიცი რამდენმა.
მე დავიწყე ხელშეკრულების თარგმნა და სავარაუდოდ მომავალ ორშაბათს გამოგიგზავნით. თუ რაიმე შეკითხვა გექნებათ აი ჩემი მობილურის ნომერი: 599551524.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ წინა გრანტზე გრანტის მიმღები იყო ეკონომიკის სამინისტრო და მათ პარლამენტს დაამტკიცებინეს გრანტი, რომ გრანტი საბაჟო გადასახადებიდან განთავისუფლებულიყო. ამას ითხოვდა საგადასახადოც. ამასვე, ანუ ყველა გადასახადისგან განთავისუფლებას მოითხოვს ნოტების ურთუერთგაცვლის დოკუმენტიც, რომელიც ჯერ არ მინახავს და რა თანხაზეა საუბარი არც ეს ვიცი. თუმცა ვიცი, რომ ეს პუნქტი უეჭველად იქნება.
კიდევ გეტყვით, რომ წინა გრანტის დროს ეს ხელშეკრულება სამინისტრომ დააგზავნა სხვა სამინისტროების იურისტებთან კომენტარებისთვის. რაღაცეები შეიცვალა კიდეც. ახლა თარგმნისას ვატყობ ეს ხელშეკრულება შეცვლილია. გრანტსაც სხვა სახელი აქვს.
თუ დაგაინტერესებთ ვინ არის კრაუნ ეიჯენტსი და რა გაუკეთებია საქართველოში 1994 წლიდან, აქ ვარ ცოცხალი მემატიანე.
ასე ჩანს ერთად მოგვიწევს მუშაობა.
პატივისცემით
მარიკა გოგუაძე