მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით, ქ. ჟენევაში, გაიმართება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) 44-ე სესია.
სესიის ფარგლებში, 10 ივლისს , გაიმართება ინტერაქტიული დიალოგი აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაზე სპეციალურ მომხსენებელთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს და განცხადებას გააკეთებს გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა.
დიალოგის დროს განიხილება სპეციალური მომხსენებლის მიერ მომზადებული შესაბამისი თემატური ანგარიში. აღნიშნული ანგარიშის მთავარი თემაა : „
Disease pandemics and the freedom of opinion and expression
"(ანგარიში თან ერთვის მეილს).
თავიანთ განცხადებებში, წევრი ქვეყნები გამოეხმაურებიან სამუშაო ჯგუფის ანგარიშში დასმულ საკითხებს. აქვე გაცნობებთ, რომ გამოსვლის ხანგრძლივობა არის წუთნახევარი.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადების ტექსტის მომზადების მიზნით, გთხოვთ, 7 ივლისამდე, მოგვაწოდოთ შესაბამისი მასალა ინგლისურ ენაზე.
გთხოვთ, ასევე, დამიდასტუროთ მეილის მიღება.
წინასწარ დიდი მადლობა.
საუკეთესო სურვილებით,
ანა კოტრიკაძე
Ana Kotrikadze
III Secretary
Division for the United Nations
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Sh. Chitadze str. 4, Tbilisi 0118, Georgia
Tel: (+995 32) 294 50 00 (Extension 18-05)