ქალბატონო თამარ,
მოგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შემოვიდა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის, ბატონი
კარლ ჰარტცელის წერილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სახელზე, რომლითაც მოწოდებულია ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის - ქ-ნი ამდრეა ამონის კორესპონდენცია, ჯანმრთელობის
უსაფრთხოების ევროკავშირის ახალ ინიციატივაში (2020-2024 წწ) საქართველოს მონაწილეობის თაობაზე.
აღნიშნული ინიციატივის ძირითადი მიზანია, გადამდები დაავადებებით გამოწვეული საფრთხეების პრევენცია და კონტროლი და რეგიონული თანაშრომლობის
გაძლიერება ტრანსსასაზღვრო საფრთხეებთან გამკლავების მიზნით. ინიციატივაში ჩართულნი იქნებიან ევროკავშირის ახალი გაფართოების კანდიდატი სახელმწიფოები და აღმოსავლეთ და სამხრეთ სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნები.
ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივა დაფინანსდება ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის
მიერ, ხოლო მის განმახორციელებელ ორგანოდ ევროკავშირის მხრიდან გვევლინება ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (ECDC).
საქართველოს მონაწილეობა აღნიშნულ ინიციატივაში მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ის მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერებას გადამდებ
დაავადებებთან დაკავშირებული რისკების გამოვლენის, შეფასების, მასზე რეაგირებისა და პრევენციის მიმართულებით, ასევე საქართველოს ინტეგრაციას ECDC-ის ჯანმრთელობის საფრთხეების აღმოჩენის, მზაობისა და რეაგირების სისტემებში ინტეგრაციას და შესაბამისი ეპიდემიოლოგიური
ინფორმაციის მიმოცვლას. ამასთან, ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყნების შესაძლებლობების განვითარებას ეპიდემიოლოგიურ დისციპლინაში მომუშავე სპეციალისტების უნარ-ჩვევების დახვეწის კუთხით. მოგეხსენებათ, ეროვნული ცენტრის ორი თანამშრომელი ამჟამად ხმელთაშუა და შავი ზღვის
ქვეყნების ინტერვენციული ეპიდემიოლოგიის სწავლების (MediPIET) 2-წლიანი პროგრამის მონაწილეა და მათი სწავლება სრულად ფინანსდება ევროკომისიის მიერ პროგრამისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში.
შესაბამისად, ჩვენი მოსაზრებით, სასურველი იქნება, თუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო,
შესაბამისი თანხმობის წერილით, მხარს დაუჭერს ევროკაშირის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივაში საქართველოს მონაწილეობას.
ამასთან მოგახსენებთ, რომ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თანახმაა, მოხდეს ჯანდაცვის უსაფრთხოების საკითხებზე ECDC-სთან
ამჟამად მოქმედი ეროვნული საკონტაქტო პირის - ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის - ბ-ნი პაატა იმნაძის ვადის გაგრძელება, ხოლო თქვენი თანხმობის შემთხვევაში, მის მოადგილედ ამ რანგში შესაძლებლად მივიჩნევთ, წარდგენილ იქნას ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამმართველოს უფროსის - ანა კასრაძის კანდიდატურა.
პატივისცემით,
Dear Minister,
Please find attached document Ares(2020)2261317 from Ambassador, Mr Carl HARTZELL dated 28/04/2020.
Kind regards
Natia
Natia ANTELAVA
Assistant to Head of Cooperation
Delegation of the European Union to Georgia
_____________________________________
64b Chavchavadze Avenue
0179 Tbilisi, Georgia
Tel: +995 322 364 364
Email:
natia.antelava@eeas.europa.eu
_____________________________________
