| From : | Khuta Salia <khsalia@mfa.gov.ge> |
| To : | Kristine Morgoshia <kmorgoshia@pog.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Nino Gakharia <Gakharia@mia.gov.ge>; Mariami Bregadze <mbregadze@justice.gov.ge>; abaramia@mes.gov.ge; alukava@mes.gov.ge; tinagog@hotmail.com; Nino Gakharia <Gakharia@mia.gov.ge>; t.morbedadze@mrdi.gov.ge; mjalaghonia@geostat.ge; Ketevan Sarajishvili <ksarajishvili@justice.gov.ge>; ddavitashvili@gov.ge; davidsimonia@gmail.com; dsimonia@legalaid.ge |
| Subject : | Fw: CERD-ის სახელმწიფო ანგარიშის პროექტი |
| Cc : | Irine Bartaia <ibartaia@mfa.gov.ge>; michael kekenadze <mkekenadze@yahoo.com>; Meri Jangavadze <mjangavadze@mfa.gov.ge> |
| Received On : | 07.04.2020 09:48 |
| Attachments : |
გამარჯობა ხალხო, იმედია ყველანი მხნედ და ჯანმრთელად ხართ,
CERD-ის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, ამჯერად გიგზავნით არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის მიერ მოწოდებულ კომენტარებს.
გთხოვთ გაეცანით, და თუ მათ საფუძველზე გადაწყვეტთ ანგარიშის ტექსტში რაიმე სახის ცვლილების შეტანას (დამატება, შეცვლა ან ამოშლა), მოგვწერეთ ამ მეილზე და ჩვენ ავსახავთ. ამასთან აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ანგარიშის სიტყვათა
მარაგთან არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, თქვენი ცვლილებები უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე და კონკრეტული ხასიათის. ხოლო თუ ჩათვლით,
რომ რომლიმე კომენტარის გათვალისწინება არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად, მოგვწერეთ მოკლე ახსნა-განმარტება.
გთხოვთ, კომენტარების განხილვისას EMC-ის მიმართ გაჩენილი ყველა შეკითხვა ჩვენთან გადმოაგზავნეთ.
გარდა ამისა, EMC-მ გამოთქვა სურვილი, რომ მათ კომენტარებთან დაკავშირებით გაიმართოს ვიდეო-დისკუსია. გვაცნობეთ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ამგვარი დისკუსიის გამართვა.
პროცესი შემჭიდროვებულ ვადებში უნდა დავასრულოთ, ამიტომ გთხოვთ, საპასუხო მეილები 9 აპრილამდე გადმოგვიგზავნეთ.
პატივისცემით,
ხუტა სალია
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)
მიშა დღე მშვიდობისა, როგორ ხარ? ანანო, ბავშვები როგორ არიან?
დღეს გვიან საღამოს გამოგიგზავნით კომენტარებს. დიდი მადლობა^^
პატივისცემით,თამთ
Tamta MIKELADZEDirector of Equality Policy Programme
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)
M: +995 599 155 977 P: +995 32 2 23 37 06A: I. Abashidze str N12b; 0179 Tbilisi, GeorgiaF: EMCRIGHTST: RIGHTSEMC
On Friday, March 27, 2020, 1:48:17 PM GMT+4, Mikheil Kekenadze <mkekenadze@mfa.gov.ge> wrote:
მოგესლამებით,
გახლავართ მიხეილ კეკენაძე - საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
გაცნობებთ, რომ საქართველოს რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მე-9 და მე-10 პერიოდული ანგარიშის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისთვის წარდგენა უწევს მ/წ 2 ივლისს.
დანართის სახით, გიგზავნით რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესრულების შესახებ საქართველოს მე-9 და მე-10 პერიოდული ანგარიშის პროექტს.
ანგარიშის მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს მიერ კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ანგარიში მოიცავს 2016 წლის ივნისში საქართველოს მეექვსედან მერვე გაერთიანებული პერიოდული ანგარიშის განხილვის შემდგომ პერიოდს.
სახელმწიფო ანგარიში მომზადდა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა კომპეტენტური უწყების, აგრეთვე სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების მონაწილეობით. პროცესს კოორდინაცია გაუწია საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
სახელმწიფო ანგარიშის პროექტი უახლოეს მომავალში გაიგზავნება საქართველოს მთავრობაში, ხოლო შემდეგ მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მნიშვნელოვანია გაეროს საზედამხედველო ორგანოებისთვის წარსადგენი სახელმწიფო ანგარიშების მომზადების პროცესში თქვენი ჩართულობა. შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშის პროექტს.
როგორც მოგეხსენებათ არა სამთავრობო ორგანიზაციებს ასევე შეუძლიათ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს წარუდგინონ ალტერნატიული ანგარიში.
გთხოვთ, თქვენი მოსაზრებები სახელმწიფო ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ არა უგვიანეს მ/წ 5 აპრილისა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუწევს კოორდინაციას, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, რათა თქვენი მოსაზრებები შეძლებისდაგვარად აისახოს სახელმწიფო ანგარიშის პროექტში.
დიდი მადლობა წინასწარ თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
მიხეილ კეკენაძე
დირექტორის მოადგილე
საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ტელ.:599-95-46-26