| From : | Tinatin Ramishvili <TRamishvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | Fw: „დიპლომატია - თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“ |
| Received On : | 03.07.2020 07:35 |
| Attachments : |
მაიკო,
კუთვნილებისამებრ გიფორვარდებ მეილს.
სს,
თინა
მოგესალმებით,
სსიპ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გიწვევთ სპეციალურ საზაფხულო კურსზე საჯარო მოხელეებისათვის
„დიპლომატია - თეორიული და პრაქტიკული ასპექტები“
კურსი გაიმართება 15 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ყოველდღე, 18:00 – 20:30 საათებში, დიპლომატიურ ინსტიტუტში, ჩიტაძის ქ. N4.
კურსს გაუძღვებიან სამინისტროში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ელჩები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
ტრენინგის განმავლობაში დაცული იქნება ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა რეგულაცია.
ტრენინგით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი ორგანიზაციიდან 3 მონაწილე წარმოგვიდგინოთ მიმდინარე წლის 12 ივლისამდე.
კურსის განრიგს მონაწილეებს გავუგზავნით რეგისტრაციის შემდეგ.
შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით
საუკეთესო სურვილებით
დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი