| From : | Gocha Aladashvili <galadashvili@moh.gov.ge> |
| To : | Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: DEMANDE AVIS MEDICAL SUITE GREFFE |
| Cc : | Kakhaber Shalikadze <kshalikadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.06.2020 11:00 |
| Attachments : |
მოგესალმები მაიკო,
დანართში მითითებული ფარმაცევტული პროდუქტები, გარდა EUPHYTOSE-ის (რომელიც წარმოადგენს მცენარეულ კომბინირებულ საშუალებას), მოქმედი ნივთიერებებით, სხვადასხვა სავაჭრო დასახელებით დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ.
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისთვის არარეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტების ქვეყანაში შემოტანა შესაძლებელია „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1113 მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად.
დამატებით გაცნობებთ, რომ „ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსატანი და საქართველოს ტერიტორიიდან გასატანი სამკურნალო საშუალებების ოდენობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 15 ივნისის № 01-31/ნ ბრძანების პირველი პუნქტის ”ა” და ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ნებადართულია საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე (არარეგისტრირებული) ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანა შემდეგი ოდენობებით:
,,ა)სამედიცინო დოკუმენტაციის გარეშე ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის არა უმეტეს ათი სტანდარტული შეფუთვისა წამლის მოქმედების მიმართ, მისი პირადი პასუხისმგებლობით”;
,,გ) თუ საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირს ესაჭიროება სამკურნალო საშუალება ათ სტანდარტულ შეფუთვაზე მეტი ოდენობით, მაშინ სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობით ქვეყანაში შემოტანა ხორციელდება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, სამკურნალო საშუალების დღიური დოზის გადაანგარიშებით მკურნალობის კურსზე”.
პატივისცემით,
გოჩა
From: Maia Nikoleishvili
Date: June 8, 2020 at 19:53:41 GMT+4
To: Kakhaber Shalikadze
Subject: FW: DEMANDE AVIS MEDICAL SUITE GREFFE