From : Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>
To : mnikoleishvili@moh.gov.ge; kgoginashvili@moh.gov.ge
Subject : COVID-19 Information Session. Thursday, 2 April 10:30 - 12:00 (Virtual meeting) - PRESENTATION AND RECORDING
Cc : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>
Received On : 03.04.2020 13:30
Attachments :

მოგესალმებით, 

აცნობებთ, რომ მ.წ. 2 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაიმართა ვირტუალური საინფორმაციო სესია კოვიდ19-თან დაკავშირებით.

შეხვედრა გაიხსნა WHO-ს გენერალური დირექტორის,  ტედროს გებრეიეუსის მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც მადლობა გადაუხადა სინგაპურს, იაპონიას, ჩინეთსა და კორეის რესპუბლიკას გამოცდილების გაზიარებისთვის. გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ვირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებელი მილიონს გადააჭარბებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია შემთხვევათა ჭარბი რაოდენობისთვის ჯანდაცვის სისტემების სათანადო მომზადება.

ყურადღება გაამახვილა, რომ "სოლიდარობის ცდაში", რომლის ფარგლებში ცდები სხვადასხვა პრეპარატებით ტარდება, უკვე 74 ქვეყანა ჩაერთო. ამასთან აღნიშნა, რომ WHO-ს მიერ მომზადებული რეაგირების გეგმის ფარგლებში, რომლის ამოქმედებისთვის (პირველი სამი თვის განმავლობაში) გათვალისწინებული იყო 675 მილიონი აშშ დოლარი, ფონდში დონორთა შენატანებმა 677 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, გიგზავნით შეხვედრაზე გაკეთებულ პრეზენტაციას, გენერალური დირექტორის განცხადებისა და შეხვედრის ჩანაწერის ბმულს.(https://who.zoom.us/rec/play/78UlcOmqq203SN2U4QSDVKV7W9S1eK2s23NN-vZZyhzhWyYDNlD0M7dBY-NOaENHoAXoZ7bmaA1vwunx?autoplay=true​)


საუკეთესო სურვილებით,


Nino Kovziridze
Attaché
Department of International Organizations
Ministry of Foreign Affairs of Georgia
Office: (+995 32) 294 50 00 ext. 18-03
0118, Tbilisi, Georgia                                                    
4, Shio Chitadze Street​​

​​