მოგესალმებით კოლეგებო,
გიგზავნით CERD-ის ანგარიშის ინგლისურ თარგმანს. თარგმანი შესრულებულია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის მიერ დაქირავებული ექსპერტის მიერ, რომელსაც ასევე აქვს დიდი პროფესიული გამოცდილება საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.
გთხოვთ, გადახედოთ თარგმანს და თქვენი უწყების კომპეტენციის ფარგლებში დაადასტუროთ თარგმანის სისწორე.
ასევე გაცნობებთ, რომ ანგარიში ინგლისურ ენაზე გამოვიდა 21 461 სიტყვა და ლიმიტი გვაქვს 21 200 სიტყვა, ანუ მინიმუმ 261 სიტყვა უკვე შესამოკლებელია. ასევე, ანგარიშში უნდა ავსახოთ ჯანდაცვის კომიტეტის მიერ გამოთქმული
შენიშვნა, რომ ანგარიშში აისახოს ინფორმაცია ხელისუფლების მიერ კოვიდ-19 წინააღმდეგ გატარებული ზომების შესახებ, რომელიც ასევე იქნება რამდენიმე პარაგრაფი. ასევე წინ გველოდება წამყვანი ადამიანის უფლებების კომიტეტი და ჯერ არ ვიცით კიდევ რა გვექნება ასასახი ანგარიშში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი თხოვნაა, რომ ანგარიშში მოცემული ვრცელი ინფორმაცია ტრეინინგებზე და ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე შეძლებისდაგვარად შევამოკლოთ. ასევე ვთხოვთ ყველა უწყებას, რომ კიდევ ერთხელ შეხედონ ანგარიშს და სადაც შესაძლებელია შევამოკლოთ ანგარიში. თითოეულ სიტყვასაც კი აქვს მნიშვნელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ანგარიშის შემოკლება, რათა არ გადავაჭარბოთ დადგენილ ლიმიტს.
შეგახსენებთ, რომ ანგარიშის გაეროს შესაბამისი კომიტეტისთვის წარდგენის ვადაა 2020 წლის 2 ივლისი. შესაბამისად, გთხოვთ თქვენს პასუხებს არაუგვიანეს 16 ივნისისა.
მადლობა წინასწარ თანამშრომლობისთვის.
სს,
მიშა