From : Ekaterine Khositashvili <ekhositashvili@mfa.gov.ge>
To : Nino Shekriladze <n.shekriladze@mfa.gov.ge>; Nino Kovziridze <nkovziridze@mfa.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა WHA73
Cc : Shalva Tsiskarashvili <sh.tsiskarashvili@mfa.gov.ge>; David Abesadze <dabesadze@mfa.gov.ge>; Victor Dolidze <vdolidze@mfa.gov.ge>
Received On : 08.05.2020 09:24
Attachments :

მოგესალმებით, 


გაცნობებთ,  ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეისა და აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესიასთან დაკავშირებით, შეთანხმდა, რომ ასამბლეის სესია, დღის წესრიგის შესაბამისად, დაიწყება 18 მაისს, თბილისის დროით 14 საათზე და აუცილებლობის შემთხვევაში გაგრძელდება 19 მაისს. 


ასამბლეის სესიაზე თითეული ქვეყნიდან შესაძლებელი იქნება მხოლოდ 3 დელეგატის რეგისტრირება (რომელთაც ინტერვენციის შესაძლებლობა ექნებათ) ხოლო დელეგაციის დანარჩენი დელეგაციის წევრებს ალტერნატებად დავარეგისტრირებთ, რომელთაც მხოლოდ ვებექსზე ექნებათ წვდომა (ალტერნატების რაოდენობა შეზღუდული არ არის).


სესიაზე კოვიდ19-ის თემაზე განცხადებას გააკეთებს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს გებრეიეუსი, ხოლო შემდეგ რეგიონული ჯგუფებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლები.



აქვე გაცნობებთ, რომ საქართველო სპიკერთა სიაში უკვე ჩავწერეთ სესიის პირველ ნაწილში (14:00დან 17:00მდე), განცხადებისთვის განსაზღვრულია 2 წუთი. შესაძლებელი იქნება განცხადების გაკეთება როგორც ჩართვის დროს, ისე წინასწარ ჩაწერილი ვიდეო-განცხადების საშუალებით.


ჩაწერილი ვიდეო-განცხადებისა და დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ. 14 მაისი. 


გთხოვთ, მ.წ. 13 მაისამდე, მოგვაწოდოთ ვიდეო-განცხადება და ინფორმაცია დელეგაციის შემადგენლობის შესახებ.


რაც შეეხება დღის დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს აღმასრულებელი საბჭოს წევრები არჩევნების შესახებ, გადაწყვეტილება დუმილის პროცედურით იქნება მიღებული. სამდივნოს ინფორმაციით, ვინაიდან მსურველი კანდიდატებისა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა შესაბამისობაშია, კენჭისყრა საჭირო არ იქნება. 


აქვე, გიგზავნით, WHO-დან მიღებულ წერილებს ასამბლეისა და აღმასრულებელი საბჭოს 147-ე სესიის შესახებ (აღმასრულებელი საბჭოს სესია გაიმართება 22 მაისს და რეგისტრაციის ბოლო ვადაა 21 მაისი).


მ.წ. 11 მაისს იგეგმება დამატებითი სესია ასამბლეის ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც გაცნობებთ დამატებით.



სს,


ეკატერინე ხოსიტაშვილი





From: Ekaterine Khositashvili
Sent: Monday, April 27, 2020 11:44 AM
To: Nino Shekriladze; Nino Kovziridze
Cc: Shalva Tsiskarashvili; David Abesadze; Victor Dolidze
Subject: WHO-ს რეგულარულ სესიებში მონაწილეობა/გამოცდილების გაზიარება
 

მოგესალმებით, 


გაცნობებთ, რომ მ.წ. 23 აპრილს, გაიმართა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მორიგი ვირტუალური სესია წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების/სამინისტროს წარმომადგენლებისა და ჟენევაში აკრედიტებული მისიების დონეზე. 


გამართულ სესიაზე განხილულ იქნა ჯანმრთელობის მსოფლიო 73-ე ასამბლეის ჩატარების საკითხი. WHO-ს სამდივნოსა და წევრი ქვეყნების მოსაზრებით ასამბლეის მთავარი საკითხი კოვიდ19-ის გლობალური პანდემია და მასზე რეაგირების გზები იქნება. აღნიშნული ინიციატივა კვლავ განხილვის პროცესშია და ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებთან შეთანხმებით დამტკიცდება. 


რაც შეეხება სესიის მთავარ ნაწილს, კოვიდ19-ზე რეაგირების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ  პრეზენტაციები გაკეთდა სამხრეთ აფრიკის, ირანის, ჩილეს, შვედეთის, ინდოეთისა და ფიჯის ჯანდაცვის მინისტრების მიერ. პრეზენტაციები განთავსებულია ბმულზე: https://apps.who.int/gb/COVID-19/ 


რეგულარულ შეხვედრებზე თითეული რეგიონული  ჯგუფიდან მხოლოდ ერთ ქვეყანას ეძლევა ვირუსთან ბრძოლის კუთხით მიღებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. თითოეული ქვეყნის პრეზენტაციისთვის განსაზღვრულია 8-10 წუთი.


აღნიშნულის გათვალისწინებით, მორიგ სესიებზე საქართველოს მონაწილეობის მიზნით, გთხოვთ, გვაცნობოთ ჯანდაცვის სამინისტროს მზადყოფნის შესახებ პრეზენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით. აქვე, გაცნობებთ, რომ მორიგი რეგულარული სესია დაგეგმილია მ.წ. 30 აპრილს. 




სს,

ეკატერინე ხოსიტაშვილი