კურსი წარმოადგენს თვითმართულ ონლაინ კურსს.
კურსი დაგეხმარებათ როგორც სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების იდენტიფიცირებაში, ასევე სექსუალურ შევიწროებასთან გამკლავების და პრევენციის შიდა მექანიზმების შემუშავებაში.
კურსი ღიაა ყველა მსურველისთვის, თუმცა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება არასამთავრობო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირებისა და ხელმძღვანელებისთვის, ვისაც ორგანიზაციაში ჯანსაღი და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს შექმნა სურს.
კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა ონლაინ სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა კურსის ყველა მოდულის გავლა და პრე და პოსტ ტესტების შესრულება.
აღნიშნული კურსი შექმნილია კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში. დარგობრივი ექსპერტი: ანა ილურიძე, სასწავლო დიზაინი: თამარ ტატიშვილი.
აღნიშნულ კურსზე წვდომისთვის აუცილებელია გაიაროთ ავტორიზაცია. იმ შემთხვევაში თუ არ გახსოვთ მომხმარებლის სახელი და/ან პაროლი, გთხოვთ ისარგებლოთ პაროლის აღდგენის სერვისით აქ >> ან მიწეროთ ქეთი ქობულაშვილს მეილზე keti.kobulashvili@ctc.org.ge

კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@ctc.org.ge ან დარეკეთ 591 400 630;
კურსის მართვის ინსტრუქცია >>
|