მოგესალმებით,
ხელშეკრულებების პირობების შესახებ გაცნობებთ შემდეგს:
1. ხელშეკრულების დანართში ხელმომწერი პირი შესასწორებელია.
2. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში ჩინეთის ქვეყნის გადასახადები ამოსაღებია. ღირებულება განისაზღვროს საქართველოში კანონმდებლობით მოქმედი გადასახადების ჩათვლით.
3. მე-4 მუხლის 4.1 მუხლში ხელშეკრულების პირობების უზრუნველყოფის გარანტია 2% მოქმედების ვადა განისაზღვროს ხელშეკრულების მოქმედების ვადიდან და არა საქონლის მიწოდების ვადიდან.
4. მე-7 მუხლის 7.5 მუხლში მიღება- ჩაბარების აქტის შემდგენ პირად მითითებულია მე- 4 მუხლი, გასასწორებელია ვინაიდან მე-5 მუხლის ეხება ინსპექტირებას სადაც 5.1 მუხლში ინსპექტირებაში წერია სამინისტროს მხრიდან განსაზღვრულია მატერიალურ უზრუბველყოფის
და ლოჯისტიკის სამმართველო ხოლო 5. 2 მუხლში წერია საქონლის მომწოდებლის მხრიდან ინსპექტირების პირობები აქედან გამომდინარე საქონლის მიღება განხორციელდეს ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილი მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე მიმწოდებლის ან მის
მიერ უფლებამოსილი პირის (შესაძლებელია გამოყოს აქ არსებული წარმომადგენელი) მიღება ჩაბარების აქტში განისაზღვროს საქონლის სრული დასახელება, ერთეული, ერთეულის ღირებულება, რაოდენობა და მთლიანი ღირებულება.
5. საქონლის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა საფინანსოს კომპეტენცია არ არის
6. ანგარიშსწორება განხორციელდეს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. მიზანშეწონილია ანგარიშსწორების მუხლიდან ამოვიღოთ წინასაწარი ანგარიშსწორება.
7. ვინაიდან საგანგებო მდგომარეობაა მოქმედების ვადა განვსაზღვროთ მაისის ბოლომდე.
8. რაც შეეხება საბაჟო პროცედურებს მომწოდებელი უზრუნველყოფს საბაჟოზე დეკრაცაიის შედგენას იმპორტის და დღგ გადახდას საბაჟოზე, ხოლო საქონლის ღირებულება განისაზღვრება დღგ-ს ჩათვლით.
9. წინასაწარი ანგარიშსწორების გარდაუვალობის შემთხვევაში გარანტიების მოქმედების ვადა განისაზღვროს ხელშეკრულების მოქმედების ვადიდან,
პატივისცემით,
ნინა კობაიძე