მაია, გამარჯობათ
მე ვარ ლევან თავაძე, უკვე 24 წელია რაც ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ ჩინეთში. ვმუშაობ ჩინურ ლოგისტიკურ კომპანიაში გაყიდვების დეპარტამენტში გენერალურ მენეჯერის თანამდებობაზე, ვარ ჰონგკონგის სავაჭრო კომპანიის CEO.
ბოლო რამოდენიმე წელიწადია ვარ საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარე ჩინეთში.
კორონა ვირუსის მიერ გამოწვეულ ამ რთულ პერიოდში, მზად ვარ დახმარება აღმოგიჩინოთ თქვენი დეპარტამენტის მიერ შეძენილი ჰუმანიტარული დახმარების ტვირთების ჩინეთის ტერიტორიაზე შიდა გადაზიდვების ორგანიზებაში. ჩინელ მომწოდებლებს, საქართველოს საელჩოსა და თქვენს დეპარატამენტს შორის ინფორმაციის კოორდინირებაში.
ტვირთების შიდა გადაზიდვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და სხვა საჭირო ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს წინასწარ შეგატყობინებთ წერილობით ფორმით და თქვენი მხრიდან უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის ოპერატიულად გადმორიცხვა. ან დროის ეკონომიის მიზნით მიზანშეწონილად მიმაჩნია თქვენი მხრიდან ავანსის სახით თანხის გადმორიცხვა, დანახარჯების სიის წარდგენის შემდეგ მორჩენილ თანხას დავაბრუნებ უკან გადმომრიცხავ ორგანიზაციის ანგარიშზე.
მთელი სულით და გულით ვისურვებდი ეპიდემიის რაც შეიძლება მალე დასრულებას საქართველოსთვის მინიმალური დანაკარგებით.
პატივისცემით
ლევან თავაძე