| From : | Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge> |
| To : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge>; Ana Darakhvelidze <adarakhvelidze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>; Guram Giorgobiani <ggiorgobiani@moh.gov.ge>; Tamar Shalamberidze <tshalamberidze@moh.gov.ge>; Nani Alania <nalania@moh.gov.ge>; Khatuna Chachava <khchachava@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; lgogodze@ssa.gov.ge; Besarion Simonishvili <bsimonishvili@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; mmaghlapheridze@moh.gov.ge; Nino Veltauri <nino.velta@gmail.com> |
| Subject : | რეკომენდაცია |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| Received On : | 17.03.2020 14:49 |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საჯარო დაწესებულებებს დაევალათ, ხოლო კერძო დაწესებულებებს ეთხოვათ, შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი თანამშრომლების მიერ სამუშაოს დისტანციურად შესრულება. აღნიშნულის მიზანია, ერთიან, საჯარო სივრცეში ხალხის რაოდენობის კონცენტრაციის შემცირება, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტურ ღონისძიებას წარმოადგენს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ იმ თანამშრომლების რაოდენობა, რომლებიც დისტანციურ რეჟიმში, სახლიდან გაუსვლელად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მოწყვლად ჯგუფებზე: ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მატარებლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კრიტიკულ მინიმუმამდე უნდა შევამციროთ საჯარო დაწესებულებებში ადგილზე მომუშავე თანამშრომლების რაოდენობა, ხოლო მეორე მხრივ უზრუნველყონ დაწესებულებების ეფექტური და გამართული ფუნქციონირება.
გისურვებთ ჯანმრთელობას.