From : Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil>
To : info@moh.gov.ge
Subject : მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის სამინსიტროსთვის გადაცემის შესახებ
Cc : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Received On : 19.06.2020 12:19
Attachments :
smime.p7m

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის მოადგილეს

ბატონ გიორგი წოწკოლაურს:

 

ბატონო გიორგი,

 

როგორც მოგეხსენებათ აშშ-ს საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში ქერჩის ქუჩა #4-ში აშენდა ბავშვთა თავშესაფარი - სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება შშმ ბავშვებისთვის. მშენებლობა დასრულდა შესაბამისი ნებართვით და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური მზად არის შენობა ჯანდაცვის სამინისტროს გადასცეს. 26 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია ორივე მხარის მიერ მიღება-ჩაბარების დოკუმენტის ხელმოწერა. თანდართული ფაილით გიგზავნით პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის - აშშ-ს არმიის ინჟინერთა კორპუსის მიერ მომზადებული მიღება-ჩაბარების აქტის როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ვარიანტებს შენობაზე გაწეული ხარჯების მითითებით.

 

დოკუმენტს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მხრიდან ხელს ორმხრივი ურთიერთობების ოფიცერი - მაიორი კვინტინ დოლი მოაწერს.

 

გთხოვთ, გაეცნოთ დოკუმენტს და დამიკავშირდეთ ნებისმიერ დროს კითხვების ან შენიშვნების არსებობის შემთხვევაში.

 

პატივისცემით,

 

თამარი

 

თამარ რურუა

ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის მენეჯერი

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახური

აშშ- საელჩო საქართველოში

ოფისი: +995 322 91 14 73 (ext. 100)

მობ.: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05