From : Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>
To : Maia Nikoleishvili <mnikoleishvili@moh.gov.ge>
Subject : მაიკოს
Received On : 26.03.2020 12:52

მაიკო, თუ გამოგადგება ეს ტექსტი? შემიძლია შესყიდვების მიმართულებასაც შევეხო და მოცულობა გავზარდო, მაგრამ ვინაიდან პროცედურასთან არ აქვთ კონკრეტული კითხვები თავი გავანებე.

 

 

 

თქვენის მიერ დასმული კითხვების საპასუხოთ გაცნობებთ, რომ:

 

მე-2 კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ ფაქტობრივად იდს-ის ერთი კვირის მარაგია ხელმისაწვდომი, თუმცა მიმდინარეობს კომუნიკაცია სხვადასხვა მომწოდებელთან, რომლების მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ აზუსტებენ იდს-ის მოწოდების პერიოდს;

 

მე-3 კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ კითხვის პუნქტებში დასმული საკითხებზე სწრაფი და ადექვატური რეაგირების, ინფორმირებისა და სიტუაციის მართვის/კოორდინაციის მიზნით შეიქმნა კომისია ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 მარტის № 01-18/ ბრძანებით, სადაც დეტალურად გაიწერა პასუხისმგებლობები, სავალდებულო ანგარიშგების პირობით, სამედიცინო დაწესებულებების უზრუნველყოფისათვის საჭირო სამედიცინო რეზერვის დაგეგმვის, მიღების, შენახვის, დასაწყობების, განაწილების ორგანიზებისა და დაწესებულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფის მიმართულებით.