| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | ინფორმაცია საჯარო მოხელეთა ფორუმზე დასწრების შესახებ |
| Received On : | 05.03.2020 07:42 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, შეიქმნა საჯარო მოხელეთა ფორუმი. ამ მიზნით, ერთი წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საჯარო სამსახურის რეფორმის იმპლემენტაციის პროცესში მმართველობის ახალი გზების დანერგვის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, ტარდება თემატური შეხვედრები წინასწარ განსაზღვრულ საკითხებზე.
საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით IV შეხვედრა თემაზე - „თვითრეალიზაცია საჯარო სამსახურში“ ჩატარდება 16 მარტს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში (მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ.7).
შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ დანართს და გაიარონ რეგისტრაცია დანართში მითითებულ ბმულზე.
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159