| From : | Rurua, Tamar LN (GEO) <tamar.rurua2.ln@mail.mil> |
| To : | mnikoleishvili@moh.gov.ge |
| Subject : | აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარება |
| Received On : | 20.05.2020 09:09 |
| Attachments : |
მაიკო გამარჯობა,
როგორც გუშინ სატელეფონო საუბრისას მოგახსენეთ, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა გვაქვს საჭიროების შემთხვევაში, პანდემიასთან ბრძოლის მხარდაჭერის მიზნით, შევიძინოთ დამცავი აღჭურვილობა, რომელიც საქართველოში იწარმოება, ინფრაწითელი თერმომეტრები, ექოსკოპიის აპარატი და COVID-19 ის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა ისეთი სამედიცინო აპარატურა, რომლის ღირებულებაც არ გადააჭარბებს 40,000 აშშ დოლარს.
მოწოდების ვადებს რაც შეეხება, საქართველოში წარმოებული დამცავი აღჭურვილობა (ხალათები, კომბინიზონები, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარები, ა.შ.) შეგვიძლია დაახლოებით 10 დღის ვადაში მოგაწოდოთ. რაც შეეხება ინფრაწითელ თერმომეტრებს, იმ შემთხვევაში, თუ ადგილზეა მსგავსი თერმომეტრები, დაახლოებით იგივე დრო (დაახლოებით 10 დღე) დაგვჭირდება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული პროცესების დასასრულებლად. თუ მომწოდებელს თერმომეტრები ადგილზე არ აქვს, რამდენიმე კომპანიამ დაახლოებით 2 კვირიანი ვადა დაგვისახელა პროდუქტის მოწოდებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია ისეთ მომწოდებლებზე, ვინც უფრო მცირე დროში შეძლებს მოთხოვნილი აღჭურვილობის მოწოდებას, აუცილებლად გავითვალისწინებთ მათ შესყიდვის პროცესში.
გაცილებით დიდი დრო გვჭირდება ექოსკოპიის და სხვა სამედიცინო აპარატურის მოსაწოდებლად. ამ შემთხვევაში, ვადები 1-დან 2 თვემდე მერყეობს. მხოლოდ შესყიდვის პროცესი შესაძლოა ერთ თვემდეც გაიწელოს და ამას დაემატოს ადგილზე ჩამოტანის დრო.
საჭიროებების გათვალისწინებით, სასურველია მოთხოვნა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულმა რომელიმე კლინიკამ (რუხის რესპუბლიკური ჰოსპიტალის გარდა) წარადგინოს, რადგან ჩვენი პროგრამის ფარგლებში პანდემიასთან ბრძოლის მიზნით მოთხოვნა უკვე წარდგენილია სამინისტროსა და რუხის რესპუბლიკური ჰოსპიტალის სახელით. ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით კიდევ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის გათვალისწინებით, თუ რა საჭიროებები დგას ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემის წინაშე.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და დაველოდებით თქვენგან დამატებით ინფორმაციას.
პატივისცემით,
თამარი
Tamar Rurua
Humanitarian Assistance Program Manager
Office of Defense Cooperation, Bilateral Affairs Office
US Embassy Tbilisi, Georgia
Office: +995 322 91 14 73 (ext. 100)
Cell: +995 595 42 61 63; +995 557 26 75 05