| From : | Ana Shaishmelashvili <ashaishmelashvili@mfa.gov.ge> |
| To : | Nino Mikhanashvili <nini.mikhanashvili@gmail.com>; tpopiashvili@gncc.ge; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; mnikoleishvili@moh.gov.ge; n.kavtaradze@ncdc.ge; Ana Lukava <alukava@mes.gov.ge>; Mariam Tavdgiridze <mtavdgiridze@ombudsman.ge> |
| Subject : | ასოცირების 2020 წლის გეგმის 6 თვის შესრულების ანგარიში |
| Received On : | 06.07.2020 11:57 |
| Attachments : |
ძვირფასო კოლეგებო,
მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას, როგორ ხართ? იმედი მაქვს, ამ არაორდინარულ სიტუაციაში თქვენკენ ყველაფერი კარგადაა:)
როგორც იცით, ჩვენ მიერ პროგრამულად დაგზავნილ დავალებაში ანგარიშის შევსების
ვადად 8 აგვისტოა მითითებული, ჩვენი დეპარტამენტის დირექტორის - დავით ბუჯიაშვილის გამოგზავნილ მეილში კი 17 ივლისი.
საქმე იმაშია, რომ პროგრამულად დიდი ვადა მიცემულია იმის გამო, რომ მერე აღარ მოხდეს სტრუქტურებისთის დავალების ვადის ცალ-ცალკე, განსხვავებული დროით გახანგრძლივება. ანუ, 8 აგვისტოს ყველაფერი დასრულებული უნდა იყოს - თქვენი შეყვანილი ანგარიშების გადახედვა,
რაიმე შეკითხვის, ან გაუგებრბის შემთხვევაში დაზუსტება და შესწორებების შეტანა - რის გამოც, რეალური დედლაინი, როცა თქვენგან შესრულების პირველი ვერსია უნდა გვქონდეს არის 17 ივლისი.
რადგანაც ზოგ სტრუქტურაში არიან ახალი თანამშრომლებიც, ხელმეორედ გიგზავნით ანგარიშის შევსების ინსტრუქციას (იხ. მიმაგრებული ფაილი).
ამრიგად, ველით თქვენგან ასოცირების 2020 წლის 1 ნახევრის ანგარიშს 17 ივლისს.
შეკითხვებისა თუ რაიმე პრობლემის შემთხვევაში, დამიკავშირდით ნებისმიერ დროს.
ყველას კარგ დღეს და ბედნიერ კვირას გისურვებთ,
საუკეთესო სურვილებით,
ანი