From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge>
Subject : Re: რესპუბლიკურის იჯარა
Received On : 26.08.2019 18:54

მოგესალმებით ,

 

გადავხედე იჯარის ხელშეკრულებასდანართებსდა აუქციონის პირობებს.

 

რამდენადაც ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციადა მოცემული დრო იძლეოდა საშუალებასვეცადე აქცენტი გამეკეთებინა იჯარისხელშეკრულების არსებით პირობაზე და მისიმნიშვნელოვნად მოდიფიცირებისმიზანშეწონილობაზე.

 

შპს "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობისცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის", შპს"თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოსდა სს "უნივერსალური სამედიცინო ცენტრის" 30 წლიანი იჯარით მართვაში გადაცემის მიზნითგანსაზღვრული აუქციონის პირობების დანართი #1-ის მე-10 მუხლის თანახმად (Basic Conditions of the Leas)იჯარე ვალდებულია, შეინარჩუნოსყველა ის სამედიცინო მომსახურებარასაცამჯერად ახორციელებს იჯარით გასაცემისამედიცინო დაწესებულებებიაუქციონის ზემოთ მითითებული მიზნის მისაღწევადმოცემულიიჯარის ხელშეკრულება არ ითვალისწინებსსაკმარის სამართლებრივ მექანიზმებ. კერძოდ,  მოიჯარისთვის მხოლოდ კონკრეტულისამედიცინო მომსახურების შენარჩუნებისვალდებულების დაწესებითდამატებითიიურიდიული ბერკეტების გარეშეიჯარისხელშეკრულება ტოვებს არარეგულირებულსივრცესმოიჯარეს რჩება იმგვარად მოქმედებისშესაძლებლობარომ ფორმალურადშესაძლოამართლაც მოახდინოს მითითებული სამედიცინოსერვისების შენარჩუნებამაგრამმოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინოსერვისი მაინც ხელმიუწვდომელი დარჩესკერძოდეს ეხება აღნიშნული სამედიცინომომსახურებების ფასსრომლის განსაზღვრისსრული უფლებამოსილება მოცემული იჯარისხელშეკრულების საფუძველზემოიჯარეს რჩებაიმისათვისრომ აუქციონის პირობებითგანსაზღვრული მიზანი იქნას მიღწეული დადღეისთვის არსებული სამედიცინომომსახურებები ხელმისაწვდომი დარჩესმოსახლეობისთვისსასურველია, იჯარისხელშეკრულებაში განისაზღვროს ამ სამედიცინოსერვისების ღირებულების მაქსიმალური ზედაზღვარირომლის ზემოთაც მოიჯარეს არ ექნებამომსახურების გაძვირების შესაძლებლობაწინააღმდეგ შემთხვევაშითუ შეთავაზებულსამედიცინო მომსახურებებზე ფასის დადგენისსრული თავისუფლება მოიჯარის მხარეს დარჩებამას ყოველთვის შეეძლება იმდენად გააძვიროსაღნიშნული სამედიცინო სერვისების ფასირომმათი შენარჩუნების მთავარი მიზანი - მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომობა ვერ იქნასმიღწეული.

 

აღნიშნული იჯარის ხელშეკრულებათავისისამართლებრივი ბუნებისა და მასშტაბისგათვალისწინებით,  შესაბამისობაში უნდა იყოსქვეყნის მიერ დადგენილ სტრატეგიულპრიორიტეტებთან ჯანდაცვის მიმართულებითსაქართველოს სოციალურ-ეკონომიკურიგანვითარების სტრატეგიით („საქართველო 2020“, გვ.80-88), საქართველოს მთავრობისსტრატეგიულ პრიორიტეტად, მოსახლეობისთვისსამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობისგაზრდა იქნა დადგენილი და სახელმწიფოდაზღვევის ამოქმედების ერთ-ერთ მთავარმიზნად მოსახლეობისთვის ჯანდაცვაზე კერძოსაკუთარი ჯიბიდან გადახდის დაკატასტროფული დანახარჯების შემცირებაგანისაზღვრაამ მიზნის მისაღწევადმთავრობის2020 წლის სტრატეგიით, კონკრეტული ნიშნულიიქნა დადგენილიკერძოდმოსახლეობის მიერჯანდაცვაზე საკუთარი ჯიბიდან გადახდის წილიჯანდაცვაზე მთლიან დანახარჯებში, 2020 წელს30%-იან ნიშნულამდე უნდა იქნას შემცირებული(იხგვ. 89).  სამედიცინო მომსახურებაზეხელმისაწვდომობის ერთ-ერთი ბერკეტისახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სამედიცინოდაწესებულებებში მომსახურების ფასისდაბალანსებაათუმცავითარებას ართულებს ისფაქტირომ სახელმწიფო საკუთრებაშიდარჩენილი სამედიცინო დაწესებულებებიგანხორციელებული პრივატიზაციისა დამარკეტიზაციის შედეგადძალიან მცირეა(განსხვავებით განვითარებული ქვეყნებისაგან)ასეთ პირობებშიმოიჯარისათვისსამედიცინო მომსახურებებზე ფასის თავისუფალიგანსაზღვრის უფლების მინიჭებით, დგებამყისიერი საფრთხერომ კერძო კომპანიის მიერშესაძლოა მოხდეს სამედიცინო სერვისებისგაძვირებარაც მნიშვნელოვნად გაართულებსდადგენილი ნიშნულის მიღწევას და შესაბამისადწინააღმდეგობაში მოვა მთავრობის 2020 წლისსტრატეგიასთან.

 

მოგეხსენებათ, საქართველოს სოციალური-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების თაობაზე მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის #400 დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სამინისტროები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მათ მიერ გასატარებელი ნებისმიერი ღონისძიების შესაბამისობა მითითებულ სტრატეგიასთან.

 

ამდენადიჯარის ხელშეკრულების მთავრობის2020 წლის სტრატეგიასთან შესაბამისობაშიმოყვანის მიზნითსამი უმსხვილესი კლინიკისიჯარით გაცემის შემთხვევაშიმიზანშეწონილიახელშეკრულებით განისაზღვროს ღირებულებისზედა ზღვარი თითოეული იმ სამედიცინომომსახურებისათვისრომლის შენარჩუნებაცქვეყნისთვის პრიორიტეტულია.


პატივისცემით


ეკატერინე ტიკარაძე


Sent from my iPhone

On Aug 20, 2019, at 8:45 PM, Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge> wrote:

მოგესალმებით,

გუშინდელ მეილზე დამატებით გიგზავნით track-change-ით მონიშნულ ცვლილებებს დოკუმენტების ინგლისურ ვერსიებში


პატივისცემით,

ვახტანგ ჯორბენაძე
იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
სს "საპარტნიორო ფონდი"


On Mon, Aug 19, 2019 at 6:58 PM Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge> wrote:
მოგესალმებით,

ბატონი დავით საგანელიძის დავალებით მოგახსენებთ შემდეგს:

იმის გათვალისწინებით, რომ თქვენგან რაიმე შენიშვნა ამ ეტაპზე არ მიგვიღია საპარტნიორო ფონდი გაითვალისწინებს სამეთვალყურეო საბჭოზე გამოთქმულ შენიშვნებს შემდეგი სახით:

1. JCI აკრედიტებული სამედიცინო მმართველი კომპანიის ბრენდის სავაჭრო ნიშნის შენარჩუნება:
 
ამ კუთხით აქუციონის პირობებში მოცემულია შემდეგი მოთხოვნა:

- მმართველი კომპანიის ვალდებულებები - მმართველი კომპანია, მართვის ხელშეკრულების მხარე, ვალდებულია: (i) დაადასტუროს, რომ მას სრულად ესმის და აცნობიერებს მართვის მომსახურების მიზნებს, რომლებიც გულისხმობს  მოიჯარის დახმარებას/მხარდაჭერას საიჯარო ქონებასთან დაკავშირებით იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში; (ii) მართვის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ახალი საავადმყოფოს მართვისას საჯაროდ გამოიყენოს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საიჯარო ქონებაზე სასაქონლო ნიშნის განთავსება) იმ პირის სასაქონლო ნიშანი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის დადასტურებისთვის საჭიროა, რომ მმართველი კომპანია თავად იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან წარმოადგინოს დოკუმენტი (ხელშეკრულება, საგარანტიო წერილი), რომელიც ითვალისწინებს იმ პირის ვალდებულებას (რომელიც შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), გადასცეს ასეთი უფლებები მმართველ კომპანიას.

გარდა ამისა, იჯარის ხელშეკრულების 6.2.3. პუნქტში დაზუსტდება (ცვლილებები მოცემულია ხაზგასმულ და დახრილ შრიფტში) შემდეგი: 

6.2.3. მოიჯარე” ვალდებულია წინამდებარე “ხელშეკრულების” მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე უზრუნველყოს “მართვის ხელშეკრულების” ძალაში ყოფნა მომსახურების განმახორციელებელ იმ პირთან, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის (ამ “ხელშეკრულებისათვის” გამოცხადებული აუქციონის) მოთხოვნებს, მათ შორის მართვის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ახალი საავადმყოფოს მართვისას საჯაროდ გამოიყენოს (მათ შორის, შეზღუდვის გარეშე, საიჯარო ქონებაზე სასაქონლო ნიშნის განთავსება) იმ პირის სასაქონლო ნიშანი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობის დადასტურებისთვის საჭიროა, რომ მმართველი კომპანია თავად იყოს პირი, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ან წარმოადგინოს დოკუმენტი (ხელშეკრულება, საგარანტიო წერილი), რომელიც ითვალისწინებს იმ პირის ვალდებულებას (რომელიც შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს), გადასცეს ასეთი უფლებები მმართველ კომპანიას;

მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს იჯარის ხელშეკრულების მე-10 და მე-11 მუხლის საფუძველზე მოიჯარის დეფოლტს და შესაბამის შედეგებს;

2. აუქციონის პირობებში იჯარის ხელშეკრულების დეტალებზე უფრო მეტი ინფორმაციის ასახვა:

გთხოვთ იხილოთ აუქციონის პირობების ახალი ვერსია, რომელშიც გადმოტანილია იჯარის დოკუმენტაციის ყველა ძირითადი პირობა.

3. არსებული სამი კლინიკის სერვისების შენარჩუნება და გაუმჯობესება, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნების გათვალისწინება შესაბამისი სერვისების განვითარების კუთხით:

ამ თვალსაზრისით იჯარის ხელშეკრულების დანართი #2 განსაზღვრავს შესაბამის მოთხოვნებს. კერძოდ:

"მოიჯარის ვალდებულებები:
• მულტიპროფილური საავადმყოფოს შექმნა მინიმუმ 350 საწოლზე ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N29-ში (ნაწილობრივ გადაცემულია რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის), სამივე კლინიკაში (მეიჯარეები) არსებული მომსახურებების გაერთიანება, თანამშრომელთა ტრენინგი, ქონების რემონტი და განახლება, ახალი სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა);

• ახალ საავადმყოფოში მინიმუმ ყველა იმ სამედიცინო მომსახურებების შენარჩუნება და განვითარება, რაც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის ხორციელდება სამივე კლინიკაში:
     შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“
     სს “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი”;
     შპს “თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო”

• იჯარის პერიოდის განმავლობაში მუდმივად განახორციელოს ზემოხსენებული კლინიკების მიერ გაწეული ყველა სახეობის სამედიცინო მომსახურებები, რამდენადაც ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა შეინარჩუნებს ასეთ მომსახურებებს და შესაბამისად, იჯარის პერიოდის მანძილზე მონაწილეობა მიიღოს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებში;

• დაასრულოს ახალი საავადმყოფო ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 3 წლისა; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს იჯარის ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტის თანახმად. ახალი საავადმყოფოს დამთავრების დაგეგმილი თარიღიდან არაუგვიანეს 3 წლისა ახალმა საავადმყოფომ უნდა მიიღოს JCI (Joint Commission International) აკრედიტაცია სულ მცირე ზემოაღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე. ეს აკრედიტაცია შენარჩუნებული უნდა იყოს  იჯარის მთელი პერიოდის განმავლობაში;"

სახელმწიფო ინტერესების უფრო მეტად გათვალისწინების მიზნით ამ დებულებებში, რომელთა შეუსრულებლობა ასევე დეფოლტის საფუძველია, დაზუსტდება შემდეგი საკითხები:

ა) უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ იმ საწოლების რაოდენობა მიმართულებების მიხედვით რაც დღეს არსებობს სამივე კლინიკაში;
ბ) დაზუსტდება, რომ, თუ JCI (Joint Commission International)-ის სტანდარტი არ იარსებებს, გაუქმდება ან/და მისი რეიტინგი არსებითად გაუარესდება სხვა სტანდარტებთან შედარებით იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მაშინ მოიჯარე ვალდებული იქნება მოიპოვოს ანალოგური რეიტინგის (იგულისხმება იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისას არსებული რეიტინგი) მქონე სტანდარტების ორგანიზაციის აკრედიტაცია. გარდა ამისა, დაზუსტდება, რომ JCI (Joint Commission International) აკრედიტაცია შესაძლებელია ჩანაცვლდეს ანალოგიური რეიტინგის მქონე აკრედიტაციით;
გ) დაემატება ინვესტორის ვალდებულება ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად შევიდეს მასთან კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებში, თუ სამინისტრო მოითხოვს თითოეულ დეკადაში ჯამში არაუმეტეს 50 საწოლის სერვისების მიმართულების შემოღებას;

დ) დაემატება ინვესტორის ვალდებულება ონკოლოგიურისა და ბავშვთა ინფექციურის ტერიტორიაზე (ამ ტერიტორიების გაცემის შემდეგ) განავითაროს ფონდთან შეთანხმებული სამედიცინო სერვისები.

მითითებული ცვლილებები მოსაზრებებისთვის ხვალ გადაეგზავნებათ აუქციონით დაინტერესებულ პირ(ებ)ს და მათ მიეცემათ ვადა ამ კვირის ბოლომდე. თუ თქვენგან რაიმეს დამატებას ისურვებთ, გთხოვთ, ახალი დოკუმენტების გადაგზავნამდე მოგვაწოდოთ, რათა დროულად შევძლოთ მათი ასახვა. 


პატივისცემით,

ვახტანგ ჯორბენაძე
იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
სს "საპარტნიორო ფონდი"


On Wed, Aug 14, 2019 at 9:17 PM Vakhtang Jorbenadze <vjorbenadze@partnershipfund.ge> wrote:
მოგესალმებით,

დღევანდელ თათბირზე მიღებული დავალების შესაბამისად, შენიშვნებისა და მოსაზრებებისთვის გიგზავნით სამედიცინო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით მომზადებული აუქციონის პირობებსა და აუქციონის დოკუმენტაციას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ინვესტორის ძირითადი ვალდებულებები სამედიცინო კუთხით მოცემულია იჯარის ხელშეკრულების დანართში #2-ში (დოკუმენტის სათაური იწყება 7-ით).


პატივისცემით,

ვახტანგ ჯორბენაძე
იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი
სს "საპარტნიორო ფონდი"
<7. Schedule 2.docx>
<5. LA .docx>