From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : Tamar Gabunia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e6ca04f38ec94d0cadab9cbdf90fcdde-Tamar G>
Subject : Re: იმუნიზაციის საბჭო
Received On : 29.07.2019 11:59
Attachments :

სალამი თამარ, 

ხვალ მე მივლინება მაქვს, ამ საკითხის დელეგირება ამ ეტაპზე პრობლემად არ მიმაჩნია და ვთვლი რომ შეფერხებას აჯობებს თუ თქვენი მხრიდან არის მზაობა ჩანიშნოთ საბჭო და თქვენ იყოთ საბჭოს თავჯდომარე

Sent from my iPhone

On Jul 29, 2019, at 2:47 PM, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

ქალბატონო ეკა,

 

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2018 წლის 14 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებ (მე-3 მუხლის „ტ3“ ქვეპუნქტი) აწესებს აცრების სავალდებულობას. ამ ცვლილების დანერგვისთვის მომზადდა მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს იმ ინფექციური დაავადებების სია, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრა და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლები, ვადები და იმუნიზაციის მართვის წესები. ბრძანების ფარგლებში გასათვალისწინებელია პაციენტის უფლებაც უარი თქვას სამედიცინო ჩარევაზე.

ამ და სხვა საკითხებზე სამსჯელოდ და ფორმალიზაციისთვის, აუცილებელია საბჭოს სხდომა უახლოეს დღეებში ჩავატაროთ, რათა ცვლილებების დანერგვა 1 აგვისტოდან მაინც მოხერხდეს. წინასწარ მოვნიშნეთ ხვალ 30 ივლისი 16 საათი (ასევე შესაძლებელია 31 ივლისი თქვენთვის მისაღები დრო). ასევე, დელეგირების შემთხვევაში, სხდომას შეიძლება გაუძღვეს საბჭოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე (ზაზა ბოხუა და თამარ გაბუნია).

დაველოდები თქვენს გადაწყვეტილებას.

დიდი მადლობა!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

 

 

<ბრძანების_პროექტი_და_განმარტებითი_ბარათი_(უარის_თქმის_ფორმით).docx>
<ბრძანების_პროექტი_და_განმარტებითი_ბარათი_(უარის_თქმის_ფორმის_გარეშე).docx>
<ინფორმაცია_კომისიის_სხომისათვის_ბრძანების_პროექტი.docx>