From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : zaalikapanadze@yahoo.com
Subject : Fwd:
Received On : 09.08.2019 06:17



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: teo sidamonidze <sidamonidzeteo7@gmail.com>
Date: August 9, 2019 at 1:32:58 AM GMT+4
To: etikaradze@moh.gov.ge

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მინისტრ ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს.

მოგმართავთ უდიდესი თხოვნით, საქართველოს მოქალაქე თეო სიდამონიძე, ჩემ შვილთან ხატია თვაურთან დაკავშირებით.


ხატიას, 2017 წლის 7 სექტემბერს ჩაუტარდა შპს ს.ხეჩინაშვილის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკაში, ცხვირის პლასტიკური ოპერაცია. პალატაში გამოყვანის შემდგომ რამდენიმე წუთიანი საუბრის შემდეგ ხატიამ ფერი დაკარგა და გამოვიძახე ექიმი. ადგილზე პირველადი დახმარების სანაცვლოდ გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში და დახმარება სამწუხაროდ დაგვიანებული აღმოჩნდა. მას შემდეგ კომაშია.


14/09/2017წელს საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში შევიტანე საჩივარი. პასუხი მივიღე იმავე წლის ნოემბერში. სადაც დამნაშავედ პალატის ექიმი ხათუნა ჩიტაძე სცნეს, თუმცა აღნიშნული ქალბატონი არც ერთ ეპიზოდში არ მინახავს პალატაში შემოსული.


ქალბატონმა ხათუნამ თავად უჩივლა დირექტორს და საავადმყოფოს ადმინისტრაციას.


რეგულირების სააგენტომ შეისწავლა, აღმოაჩინა საყურადღებო ფაქტები ექიმებთან დაკავშირებით, ასევე დოკუმენტაციასთან წარმოებაში და გადასცა პროკურატურას რათა შეესწავლათ საკითხი.


ასევე 16/02/2018 წელს მე და ჩემმა მეუღლემ (დავით თვაური) შევიტანეთ საჩივარი, ექიმ ზაქარია ოდიშვილის, ანესთეზიოლოგ ანზორ ჩომახიძის, ექთან ლელა ხელაძის და სამედიცინო პერსონალის წინააღმდეგ.


22/02/2018 წელს დავიქირავე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ბ-ნი ალეკო გეჯაძე, რომელთანაც გავაფორმე ხეშეკრულება. სრულყოფილი დასკვნების გაკეთების შემდეგ აშკარა გახდა ექიმების დაუდევრობა და არაპროფესიონალიზმი, რაც დასკვნაში თვალნათლივ ჩანს.


ხატიას უზრუნველყოფა იყო დიდ თანხებთან დაკავშირებული,რაც ჩვენი ოჯახის ბიუჯეტს ბევრად აღემატება. იმისთვის, რომ ხატიასთვის დარჩენილი სიცოცხლე შემენარჩუნებინა, მიწევდა ფონდების საშუალებით ხალხში განცხადებების გაკეთება, დახმარებაზე და მუდმივად მქონდა გაშვერილი ხელი.


იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამშობლო და დახმარებით მიმემართა სხვა ქვეყნისთვის, კერძოდ საფრანგეთში ქალაქ სტრასბურგში მომიწია ჩამოსვლა.


წამოსვლის წინ შევხვდი ბატონ პროკურორს შოთა ნიშნიანიძეს, მან საქმე გადასცა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზას და მითხრა, რომ პასუხი სამ თვეში დაიდებოდა.


ერთი წელი გავიდა, თუმცა ხატიას მკვლელები (სხვა სახელს მათ ვერ ვუწოდებ) დაუსჯელად დადიან.ხოლო ხატია ჯერ დაზარალებულადაც კი არ სცნეს. ეს საქმე გახმაურდა არაერთი ტელევიზიითა და ჟურნალ-გაზეთით. მიუხედავად ამისა, არანაირი რეაგირება არ აქვს არც ჯანდაცვის სამინისტროს, არც პროკურატურას და არც სახემწიფოს.


იმისთვის,რომ ჩატარდეს ექსპერტიზა საჭიროა სპეციალისტების მოძიება, რომელიც უნდა გამოყოს ჯანდაცვის სამინისტრომ, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში ჯერაც არ დამდგარა.

მე ჩემს ქვეყანაში სამართლიანობის მაგივრად, მივიღე ფსიქოლოგიური და მორალური ტრამვა,დამცირება,შანტაჟი და ყოველივე ეს შეეხო ჩემს მთელ ოჯახს.


მოგმართავთ უმორჩილესად,როგორც დედას, როგორც მშობელს, როგორც მინისტრს დამიდგეთ გვერდში და დამეხმაროთ სიმართლის დადგენაში. გთხოვთ, კიდევ ერთხელ განიხილოთ ხატიას საქმე, გამოყოთ ექსპერტები და სცნოთ იგი დაზარალებულად.

წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნები მივმართო სტრასბურგის სასამართლოს,საფრანგეთის მთავრობასა და ტელევიზიას. გავშალო კარავი, ვიშიმშილო და ვამცნო მთელ მსოფლიოს თუ როგორ დაღუპეს საქართველოში (სამშობლოში) 17 წლის გოგონა და მაინც თავისუფლად დაიარებიან მკვლელები.