From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : tikhardziani@gmail.com
Subject : Fwd: Racha and Guria Trips-Key Findings
Received On : 24.08.2019 06:45
Attachments :

Amomibechde

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Date: August 10, 2019 at 9:22:35 AM GMT+4
To: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Cc: Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>, Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>, Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>
Subject: Racha and Guria Trips-Key Findings

ქალბატონო ეკა,

 

მოგესალმებით! წარმოგიდგენთ ამ კვირაში ამბროლაურში და გურიაში ვიზიტების შეჯამებულ შედეგებს:

1.       ამბროლაურში მოსახლეობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს გადაუდებელი დახმარების სერვისების ადგილზე მობილიზების აუცილებლობაზე. ამ ეტაპზე ეს საკითხი Emergency--ის მანქანის ამბროლაური საავადყოფოს ტერიატორიაზე განთავსებისა და დამატებით 1 რეანიმატოლოგისა და 1 ქირურგის მობილიზების შედეგად მოგვარებულია.

2.       ონში კვლავაც მოითხოვენ სამშობიაროს აღდგენას-თუმცა ამ ეტაპზე ანტენატალურ მეთვალყურეობაზე იმყოფება მხოლოდ 5 ორსული. მოსალოდნელი დატვირთვა უკიდურესად დაბალია და მანძილი ამბროლაურის სამშობიარომდეც 25-30 წთს არ აღემატება. ზოგადად ორსულების დიდი ნაწილი ისედაც ქუთაისში ირჩევს მშობიარობას. მოსახლეობასთან მეტი მუშაობაა საჭირო ხარისხიანი სამეანო მომსახურების თემებზე, რათა სწორად შეაფასონ ის რისკები, რაც მცირედ დატვირთული სერვისების შენარჩუნებას უკავშირდება.

3.       მოსახლეობას იცის 1“ ლარიანი“ პროგრამის შესახებ, თუმცა ბევრ მათგანს უჭირს დაჯერება, რომ ასეთი პროგრამა რეალურად მუშაობს. „ტელევიზორში კი ვნახეთ, მაგრამ მართალი თუაო...“ სოფლის ექიმების, ექთნების და რწმუნებულების ჩართვა მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაციის თვალსაზრისით.

4.       ქრონიკული დაავადების მედიკამენტებს ვინც იყენებს მადლიერია. ექიმები კვლავაც აღწერენ გარკვეულ ლოჯისტიკურ სირთულეებს-შესაძლოა რომელიმე წამალი არ იყოს მათ ლოკაციაზე, რაც მაშინ ხდება თუ კონსოლიდირებული ტენდერი ჩაიშალა და მარაგის შევსებას დაგეგმილზე მეტი დრო სჭირდება.

5.       ოჯახის ექიმის და ექთნის საჭიროების აღქმა ყველგან (რაჭაშიც და გურიაშიც) ძალიან მაღალია. იქ სადაც ექიმი მუდმივად არის კმაყოფილება მეტია.

6.       ამბულატორიების რეაბილიტაცია-მშენებლობა სხვადასხვა ფაზაშია- მართალია ამ კომპონენტს რეგიონული განვითარების სამინისტრო ახორციელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენი მხრიდან აქტიური მონიტორინგი მნიშვნელოვანია. ამ თემას ბატონი ავთოც ყოველდღიურ რეჟიმში ადევნებს თვალს. სოფლის მოსახლეობის და ექიმების მოლოდინიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ძალიან მაღალია და კარგი იქნება დროულად დასრულდეს დაწყებული პროექტები.

7.       ოჯახის ექიმები კმაყოფილები არიან ბოლო პერიოდში მიღებული საგადასახადო შეღავათით, რაც მათი, როგორც მცირე მეწარმედ რეგისტრაციის შესაძლებლობას უკავშირდება. ელოდებიან ყველა სხვა ცვლილების ამოქმედებას (მ.შ. ვალდებულებისგან თავისუფალი დღეები, ნარჩენების მართვა, და მენეჯმენტის გაძლიერება).

8.       გურიაში ოჯახის ექიმების დიდი ნაწილს ესაჭიროება ბაზისური აღჭურვილობის განახლება მ.შ. ოტოსკოპი, წვენის აპარატი, კარდიოგრაფი, გლუკომეტრები და ტესტ-ჩხირები. ბაზისური ლაბორატორიული გამოკვლევების შესაძლებლობა ოჯახის ექიმს პრაქტიკულად არსად არ აქვს. მარტივი ანალიზატორების შეძენა მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ადგილზე სერვისის გაწევის შესაძლებლობას. (ამ საკითხს დეტალურად დავამუშავებ და გაგიზაირებთ მოკლე ხანში).

9.       ოჯახის ექიმების სურვილი და მოლოდინი უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობის მაღალია-ელოდებიან ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამის განხორციელებას.   

10.   ციფრული ტექნოლოგიების და ტელემედიცინის თემაზე რეაქცია ცალსახად პოზიტიურია ყველა მხრიდან.

11.   მოსახლეობის მხრიდან წუხილის მთვარი თემაა მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების დიაზინი-მოსახლეობას აქვს არასამართლიანობის განცდა და ამბობს, რომ „ის ფორმულები“ რასაც პროგრამა ეყრდნობა არასწორადაა შედგენილი.

12.   გურიაში პირადი წუხილი გადმომცა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც დიაბეტური გართულების გამო ჩატარებული აქვს ორმხრივი მაღალი ამპუტაცია ბარძაყის არეში. იყენებს მექანიკურ ინვალიდის სავარძელს. თვლის, რომ ელექტრონული სავარძელი რომ ჰქონდეს კიდევ შეძლებდა აქტიური ცხოვრების გაგრძელებას. არსებული სტანდარტით სამინისტროს ელექტრონული სავარძლის გაცემა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ ადამიანს ზედა კიდურიც არ აქვს. დიაბეტური ნეიროპათიით გამოწვეული კიდურების დაზიანების მაღალი რისკის გათვალისწინებით, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ საკითხის ჩაღრმავებული ანალიზი და სათანადო გადაწყვეტა. დიაბეტი თავისთავად, ასევე მოზრდილთა რეაბილიტაცია და დამხმარე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ძალიან აქტუალური თემებია და ბევრ ადამიანს დავეხმარებით, თუ დამხმარე ტექნოლოგიების გაცემის სისტემა მეტად მოქნილი და საჭიროებებზე ორიენტირებული გახდება.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0