From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : etikaradze@yahoo.de
Subject : Fwd: PHC key milestones and dates
Received On : 08.07.2019 10:48



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Date: June 28, 2019 at 3:02:27 PM GMT+4
To: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject: RE: PHC key milestones and dates

დიდი მადლობა ქ-ნო ეკა! მაქსიმალურად შევეცდები ინტენსიურად შევუდგეთ განხორციელებას და მოკლე დროში თვალსაჩინო შედეგები მივიღოთ.

წარმატებულ დღეს გისურვებთ!

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Ekaterine Tikaradze
Sent: 28 June, 2019 14:31
To: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: Re: PHC key milestones and dates

 

სამალი ქალბატონო თამარ

 

გავეცანი თქვენს მომზადებულ გეგმას, რაც ჩემთვის მთლიანდ მისაღრბია

შეგვიძლია დავიწყოთ აქტიური მოქმედებები

მიხარია და გისურვებთ ცვლილებების სწრაფ, ეფექტურ და ხარისხიან განხორციელებას.

 

 

პატივისცემით

Sent from my iPhone


On Jun 28, 2019, at 1:18 PM, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:

ქალბატონო ეკა

 

გიგზავნით პირველადი ჯანდაცვის ცვლილებების პაკეტის დანერგვის საკვანძო ეტაპებისა და ვადების მოკლედ მონახაზს:

1.       სოფლის ექიმის პროგრამაში შესატანი ცვლილებების მომზადება მ.შ. სოფლის ექიმის პროგრამის მართვა-კოორდინაციის გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის, უქმე დღეების გათვალისწინება და ნარჩენების მენეჯმენტის საკითხები და სხვ.  

სტატუსი: მიმდინარობს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, ცვლილებების პაკეტის მომზადება დასრულდეს 4 ივლისს

სასურველი გამოსავალი: მთავრობის მომდევნო სხდომაზე ცვლილებების პაკეტის დასამტკიცებლად წარდგენა

2.       დიდ ქალაქებში პჯდ სელექტიური კონტრაქტირების პირობების პროექტის შემუშავება

სტატუსი: მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანდაცვის დეპარტამენტთან, სოც. მომსახურების სააგენტოსთან და პჯდ მიმწოდებლებთან (თბილისში)

შუალედური კონსულტაცია მინისტრთან და მოადგილეებთან-3 ან 4 ივლისი

კრიტერიუმების წინასწარი ვერსიის განხილვა სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოზე- 5 ივლისი

საბჭოზე ასევე განიხილება სოფლის პჯდ განვითარების კონცეფციაც (იხ. პუნქტი 3)

სელექტიური კონტრაქტირების თაობაზე საკონსულტაციო-საკომუნიკაციო შეხვედრები პჯდ პროვაიდერებთან დიდ ქალაქებში -17-დან 28 ივლისამდე

მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება სელექტიური კონტრაქტირების პირობების დამტკიცებისთვის და ამოქმედებისთვის გონივრულ ვადაში (სავარაუდოდ 2020 1 იანვრიდან). -30 ივლისი

სასურველი გამოსავალი: აგვისტოში მთავრობის სხდომაზე სელექტიური კონტრაქტირების დადგენილების დამტკიცება

3.       დიგიტალური ტექნოლოგიების გამოყენება პჯდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

სტატუსი: კონსულტაციები რეკომენდებულ ექსპერტებთან (დავიწყებთ 1 ივლისის კვირაში), დონორი ორგანიზაციების (გლობალური ფონდი, ჩეხეთის სააგენტო, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი) რესურსის მობილიზება სოფლის ექიმებისთვის კომპიუტერების შეძენისა და ასევე ტელეკომუნიკაციისა და სხვა ინოვაციური დიგიტალური მოდელების დანერგვისთვის.

გამოსავალი: პროექტის მომზადებულია და დანერგვის გეგმა შემუშავებულია 26 ივლისი

4.       პჯდ ახალი ობიექტებისთვის აღჭურვილობის შეძენა 2019 წლის აღჭურვა-რეაბილიტაციის პროგრამიდან. განმარტებით ბარათს ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის მოამზადებს ჯანდაცვის დეპარტამენტი 3 ივლისამდე. ამას მოყვება შესყიდვების პროცედურების ინიცირება პასუხიმგებელი ერთეულის მიერ, დადგენილი წესით.

განახლებულ ინფორმაციას პროგრესის შესახებ მოგაწვდით ეტაპობრივად.  ასევე მზად ვარ დაზუსტებების და თქვენი შენიშვნების გათვალისწინებისთვის ეტაპებთან/ვადებთან მიმართებაში.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister