From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : etikaradze@yahoo.de
Subject : Fwd: Mental Health Facilities
Received On : 18.07.2019 20:52
Attachments :



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Date: July 18, 2019 at 8:18:58 PM GMT+4
To: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Cc: Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>, Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject: Mental Health Facilities

ქალბატონო ეკა,

 

მინდა მოკლედ გაგიზიაროთ  რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების თაობაზე.

სტრატეგია და გრძელვადიანი დაგეგმვა: ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მოდელის ჩამოყალიბებასა და 2020-2025 წლების სტრატეგიის მომზადებაში გვეხმარება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო. ექსპერტების ერთი ვიზიტი უკვე შედგა და აგვისტოს დასაწყისში იგეგმება მომდევნო ვიზიტი სიტუაციური ანალიზისა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებისთვის. ძალიან გამოცდილი ექსპერტები არიან და რეალისტური ხედვა აქვთ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ტემპების, სათემო სამსახურების განვითარების პერსპექტივისა და სხვა სტრატეგიული საკითხების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ფსიქიატრიის პროგრამის ბიუჯეტირების და გადახდის მექანიზმების დახვეწა უკეთესი ეფექტურობისთვის, როგორც ჰოსპიტლებში, ასევე გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებებსა და ამბულატორიულ პირობებში.

ფსიქიკური სერვისების პრივატიზაცია: ძალიან საფრთხილო თემაა და, ვფიქრობ, ამ სერვისის დიდი ნაწილის სახელმწიფო მფლობელობაში შენარჩუნება ბევრი მიზეზის გამო კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ინფრასტრუქტურა: ამჟამად, როგორც ადრეც მოგახსენეთ ძალიან პრობლემურია ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა. იქ იმყოფება 159 ბენეფიციარი, უპირატესად ქრონიკული პრობლემებით. მათი უმრავლესობისთვის ბედიანი არის ერთადერთი თავშესაფარი-ამდენად, როდესმე მათი ბინაზე გაწერის პერსპექტივა სრულიად უიმედოა. ვფიქრობ, კრიტიკულად აუცილებელია ბენეფიციარების გადმოყვანა ბედიანიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, ვიდრე სიცივეები დაიწყება. ვმუშაობთ უსაფრთხო გამათბობლების ოპციებზეც (აქამდე შეშის ღუმელს იყენებდნენ), თუმცა სწრაფად პაციენტების ბედიანიდან გადმოყვანის თვალსაზრისით ვიფიქრეთ შემდეგ ვარიანტებზე:

1.       სურამის ფსიქიატრიულში-შენობის ერთი ფლიგელი ნაწილობრივ გარემონტდა, თუ ეს რემონტი დავასრულეთ, შევძლებთ სურამში 25 ბენეფიციარის გადმოყვანას სექტემბრის ბოლოსთვის

2.       ქუტირში-მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები-კერძო ინვესტიციით. მენეჯმენტი გვპირდება, რომ ოქტომბრის ბოლომდე შეძლებს 70-მდე ბენეფიციარის მიღებას. დროებით შეიძლება გამოვიყენოთ ეს ვარიანტი, ვიდრე უკეთესი საცხოვრისის ტიპის ინფრასტრუქტურა გვექნება.

3.       ამჟამად ფონდი ღია საზოგადოება საქართველო ფსიქიატრების პროფესიულ ჯგუფებთან ერთად ატარებს დამოუკიდებელ შეფასებას ბედიანში-რათა გამოავლინონ რამდენი ადამიანი არის მზად ფუნქციურად შეძლოს მხარდაჭერილი ცხოვრება საოჯახო ტიპის საცხოვრისებში (სოციალური პროგრამიდან გვაქვს ამ ტიპის სახლების დაფინანსებისთვის რესურსი). აქამდე 2 თუ სამი ნახეს ასეთი. ვნახოთ შეფასების ბოლოსთვის რა გვექნება-მაქსიმუმ 10 ან 15 ადამიანი იქნება, ვინც მცირე სახლებში შეიძლება დავაბინავოთ, მეტი ალბათ არა.

ეს სამი გზა საშუალებას მოგვცემს ნაწილობრივ მაინც განვტვირთოთ ბედიანი და მხოლოდ ერთი (ქალების კორპუსი შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია) შევინარჩუნოთ, ვიდრე კიდევ რაიმე საშუალებას გამოვძებნით.

ბედიანის სრულად დახურვის ერთ-ერთი არაპირდაპირი შედეგი არის იქ დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის (დაახლოებით 60 ოჯახი), დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობის მოსპობა. იდეალური იქნებოდა აბასთუმნის პროექტის მსგავსი ინიციატივა-მაგ. ფსიქიატრიულის ნაცვლად ტურისტული ან სარეაბილიტაციო ზონის განვითარება. ცუდი არ იქნება კონსულტაცია ეკონომიკის სამინისტროსთან-იქნებ დაინტერესდეს რომელიმე ინვესტორი ბედიანში რეკრეაციული ზონის განვითარებით.

2019 წლის აღჭურვა რეაბილიტაციის პროგრამაში გათვალისწინებულია 600000 ლარი-ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაციისთვის. ამ თანხის გამოყენება მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრისთვის (მოსალოდნელი ხარჯი დაახლოებით 120K ლარი), სურამისთვის (რემონტის დასრულებას არ უნდა დასჭირდეს 50-70000 ლარზე მეტი). დადგენილებაში ეს შეტანილი არ ყოფილა, თუმცა ბოლო პერიოდის შეხვედრებით ვიფიქრეთ გონივრული ინვესტიცია იქნება რუსთავში 24 ბენეფიციარზე გრძელვადიანი მოვლის (საცხოვრისის) აშენება-მიწა უსასყიდლოდ გადმოგვცა მერიამ და ამჟამად დასაწყებია საპროექტო სამუშაოები; ასევე განვიხილეთ ტყვიავში საავადმყოფოს შენობის გარემონტება და მისი გადაკეთება ფსიქიატრიულ საავადმყოფოდ-50 საწოლზე. ამის რესურსი მოსაძიებელი იქნება.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენი პოზიციის მოსმენა ამ და სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის მოდელის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0