From: Koba Gvenetadze
Sent: ორშაბათი, 10 სექტემბერი, 2018 12:53
To: gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject: FW: ლიბერთი/პენსიები/სესხები

 

გიორგი,

 

გილოცავ დანიშვნას და წარმატებებს გისურვებ!

 

გიფორვარდებ ინფორმაციას პენსია/ლიბერთის საკითხებზე. სასწრაფოდ არის დასარეგულირებელი.

 

Best,

 

კობა

 

From: Koba Gvenetadze
Sent: Tuesday, May 15, 2018 11:07 AM
To: mdundua@moh.gov.ge
Subject: ლიბერთი/პენსიები/სესხები

 

მიშა გამარჯობა,

 

გიგზავნი გია ვოლსკის წერილს ლიბერთი ბანკის მიერ პენსიების დარიგებასთან და საპენსიო სესხებთან დაკავშირებით და ჩვენს მიერ მომზადებულ პასუხს. როგორც იცი, ლიბერთი ბანკს შირად აკრიტიკებენ როგორც პენსიების დარიგების ფუნქციის შესრულების ხარისხის, ასევე ე.წ. „საპენსიო სესხების“ გაცემის გამო. ლიბერთის განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევიან პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და ფრაქცია პატრიოტთა ალიანსის წევრები. ბანკის ქმედებები ამ მიმართულებით, დიდწილად, გამოწვეულია არსებული ხელშეკრულებით (დეტალები ქვემოთ). გამოსავალი მოსაძებნია. პირადად მე უარს არ ვიტყოდი იმაზე, რომ საერთოდ აიკრძალოს პენსიებით სესხების უზრუნველყოფა, თუმცა, ამ შემთხვევაში, გვექნება პენსიონერების, ასე ვთქვათ, „დისკრიმინაცია“ access to finance კუთხით.

 

გარდა თანდართული წერილისა, ქვემოთ დავაკოპირე ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციები. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია დამატებითი ინფორმაციებიც მოგაწოდო. გარდა ამისა, კარგი იქნება რომ შენი და ჩემი თანამშრომლები შევახვედროთ ამ საკითხზე. დიმა და მამუკაც ინფორმირებულები არიან ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ საკითხი არის ძალიან სენსიტიური და რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებელი.

 

პატივისცემით,

 

კობა

 

მოკლე ინფორმაცია მიმდინარე სტატუსზე:

 

სს „ლიბერთი ბანკი“ ბანკი ბუნებრივი მონოპოლისტია სოციალური გასაცემლების მომსახურების კუთხით. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ტენდერი ცხადდება ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ და მიმდინარე სატენდერო ხელშეკრულების ვადა იწურება 2019 წლის დეკემბერში. აღსანიშნავია, რომ ტენდერი არ ითვალისწინებს ბანკის მიერ ამ მომსახურების ხარჯების დაფინანსებას, რის გამოც ბანკს საკუთარი ხარჯებით უხდება აღნიშნული მომსახურების გაწევა, რასაც აკომპენსირებს საპენსიო სესხებიდან. შედეგად, აღნიშნული აისახება სესხის საპროცენტო განაკვეთზე და ხარჯი ფაქტობრივად აწვება მსესხებელ პენსიონერებს. ამდენად, საპროცენტო განაკვეთების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება სოციალური გასაცემლების მომსახურების ხარჯის დაფინანსება ბიუჯეტის მიერ. პენსიების დარიგების წლიური ხარჯი საშუალოდ 15-18 მილიონ ლარს შორის მერყეობს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბანკს ერთ-ერთი ყველაზე ფართო მომსახურების ქსელი აქვს ქვეყნის მასშტაბით, სოციალური გასაცემლების მიმღებთა დიდი რაოდენობის გამო ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში პენსიების გაცემის პერიოდში უმეტეწილად გრძელი რიგებია. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა იქნებოდა, მაგალითად, სოციალური გასაცემლების მიმღებთა განაწილება როგორც სხვა ბანკებში, ასევე უშუალოდ მომსახურე ბანკში  დროის სხვადასხვა პერიოდში. კერძოდ:  

·         მომხმარებელს შეუძლია ბანკში გააფორმოს ე.წ. ავტომატური დავალება, რის შემდეგაც სს „ლიბერთი ბანკი“ ყოველთვიურად მოახდენს პენსიის უფასოდ გადარიცხვას სხვა ბანკში. თუმცა, გაფორმებული დავალების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ ხუთი თვით, რადგან სოციალური მომსახურების სააგენტოს პირობების მიხედვით, პენსიონერი ვალდებულია ექვს თვეში ერთხელ ტრანზაქცია განახორციელოს ნაღდი ანგარიშსწორებით. ამასთანავე, პენსიონერმა უნდა განაახლოს პლასტიკური ბარათის პინ კოდი 12 თვეში ერთხელ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდება პენსიის ჩარიცხვა. აღნიშნული მოთხოვნა გამიზნულია პენსიის იმ მიმღებთა იდენტიფიცირებისთვის, რომელთა გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება სამოქალაქოო რეესტრში. შედეგად, სხვა ბანკებში მომხმარებლების განაწილება მოკლევადიანი იქნება და ყოველ მეექვსე თვეს მათ კიდევ ერთხელ უწევთ სს „ლიბერთი ბანკში“ მისვლა ავტომატური დავალების გასაახლებლად ან წელიწადში ერთხელ პინ კოდის გასაახლებლად, რაც მოუხერხებელია.

·         შესაძლებელია სოციალური გასაცემლების სს „ლიბერთი ბანკში“ ჩარიცხვა განსხვავებულ დროს მიმღებთა შესაბამისი კატეგორიების მიხედვით. ამ გზით მოხდება მომხმარებლების მიმართვიანობის ბუნებრივი განაწილება დროში, რაც რიგებს შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ როგორც პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ ფაქტის რეესტრში რეგისტრაციის უზრუნველყოფა, ასევე სოციალური გასაცემლების ბანკში პერიოდული ჩარიცხვა, სცილდება სებ-ის კომპეტენციას.

 

მოკლე ინფორმაცია მოქმედ ხელშეკრულებაზე:

 

2014 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის და ქვემოთ არის ამ ხელშეკრულების ძირითად პირობები:

 

·         ხელშეკრულების მოქმედების ვადა: 31.12.2014-დან 31.12.2019-მდე; (მუხლი 4.9)

·         ხელშეკრულების საგანი: ლიბერთი ბანკი იღებს ვალდებულებას უსასყიდლოდ დაარიგოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლები; (მუხლი 3)

·         ბანკი ვალდებულია სააგენტოსგან თანხის ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღეში უზრუნველყოს ბენეფიციართა ანგარიშებზე თანხის განთავსება და ამ თანხის ხელმისაწვდომობა; (მუხლი 4.2 და 6.1.5)

·         კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკს აქვს უფლება ჩართოს ავტომატური საგადახდო დავალება, პენსიის/დახმარების სხვა ბანკში გადარიცხვის მიზნით(მუხლი 4.5-4.8):

o   გადარიცხვა უნდა იყოს უფასო.

o   საგადახდო დავალების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 თვეს, მე-6 თვეს კლიენტი უნდა მივიდეს ბანკში რომ განაახლოს საგადახდო დავალება;

o   იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს აქვს დავალიანება ბანკის მიმართ, თანხა ჯერ მიემართება დავალიანების დასაფარად, რაც დარჩება გადაირიცხება სხვა ბანკში დავალების პირობების შესაბამისად;

·         ბანკმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია არააქტიური კლიენტების შესახებ (მაგ. ბენეფიციარს ბოლო 6 თვის განმავლობაში არ ჰქონია ტრანზაქცია, ან ბოლო 12 თვის განმავლობაში გაცემა ხდებოდა მინდობილობის/დამატებითი ბარათის მეშვეობით და ა.შ.), რის საფუძველზეც სააგენტო სავარაუდოდ მიიღებს ფულადი გასაცემლის ჩარიცხვის შეჩერების გადაწყვეტილებას; (დანართი 1, მუხლი 3.2.3)

·         ბანკი უფასოდ უზრუნველყოფს პლასტიკური ბარათების დამზადებას და მომსახურებას (მუხლი 4.10 და 6.1.10). პლასტიკური ბარათების გამოყენება ბანკომატებში და ტერმინალებში შესაძლებელია უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამის შემდეგ კლიენტი უნდა გამოცხადდეს ბანკში, რომ განცხადების საფუძველზე განაახლოს ეს ფუნქცია (დანართი 1, მუხლი 3.3, 3,4);

·         ბენეფიციარის ნებისმიერი ვალდებულების ვადაზე ადრე დაფარვის შემთხვევაში, ბანკმა არ უნდა დაარიცხოს წინსწრების ჯარიმა/საკომისიო, ამასთან, ბანკმა ბენეფიციარს უნდა დაუბრუნოს ნებისმიერი წინასწარ აღებული პროცენტი/საკომისიო (IFRS-ის მიხედვით რეფინანსირების მომენტისთვის შემოსავალში არაღიარებული ოდენობა). აღნიშნული პირობები ძალაშია სააგენტოს/ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც (მუხლი 6.1.14 და 6.1.15).

·         სააგენტო ვალდებულია ბანკში ჩარიცხოს იმ ბენეფიციართა პენსია/დახმარება, რომელთაც ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება, სანამ არ მოხდება ამ დავალიანების სრულად დაფარვა (ეს პირობა ძალაშია სააგენტოს/ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც) (მუხლი 6.2.5);

·         ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სააგენტო ვალდებულია გასაცემლების დარიგება განახორციელოს მხოლოდ ლიბერთი ბანკის მეშვეობით (მუხლი 6.2.6);

·         ხელშეკრულების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე (მუხლი 8.2);

·         თუ ხელშეკრულების რომელიმე მუხლი ბათილად გამოცხადდება კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად, ეს არ გამოიწვევს ხელშეკრულების შეწყვეტას და მხარეები კვლავ ვალდებული იქნებიან შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები (მუხლი 8.3);