From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=28CCA5BFE86248D798DAB84949EC97A5-EKATERI
To : tikhardziani@gmail.com
Subject : Fwd: მედიამონიტორინგი-10.09.2019
Received On : 10.09.2019 16:55
Attachments :



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
Date: September 10, 2019 at 12:43:17 PM GMT+4
To: Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject: მედიამონიტორინგი-10.09.2019

 

 

მედიამონიტორინგი 09.09.2019

 

ტელევიზია

10.09.2019

არხი:   მაესტრო

გადაცემა:   ახალი ამბები 12:00

C ჰეპატიტის ელიმინაცია საქარტველოში. ჯანდაცვის სამინისტრო და კულტურის პალატა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6323363

I არხი - მოამბე 12:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6323333

---

 

10.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   საქმიანი დილა

საქართველოს პარლამენტი მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით მსჯელობისა და შესაძლო რეგულირებაზე საუბრის დაწყების შემდგომ ბიემჯიმ ბიზნესს მიაკითხა. რას ფიქრობს დაანონსებულ რეგულაციებზე კერძო სექტორი. კახა ოქრიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და უმრავლესობის წევრი გახლავთ და მას დავუსვით ეს კითხვა. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია პეესპეს დამფუძნებელია და ამბობს ხაზგასმით, რომ ყოველთვის თავს არიდებს ამ თემაზე საუბარს იმის გამო, რომ მისი გამოსვლები საკუთარი ბიზნესის ლობირებად არ იყოს საკანონმდებლობა ორგანოში აღქმული.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322822

---

 

10.09.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   ახალი დღე

მედიკამენტების ბაზრის რეგულირებამ, შესაძლოა, გარკვეული წამლების დეფიციტი ან მათი დაბალხარისხიანი ანალოგებით ჩანაცვლება გამოიწვიოს - ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციაში საუბრობენ. ბიზნესგარეთიანებაში ასევე ამბობენ, რომ მეზობელ ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს. მათ თქმით, გარკვეული სახის მედიკამენტები, მოლაპარაკების შედეგად, გარკვეიულ ჩარჩოებში მართლაც მოექცეს, თუმცა ყველა წამლის ერთი კანონით დარეგულირება, პირველ რიგში, მომხმარებელს დააზარალებს. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს სხვადასხვა ნაბიჯის გადადგმას, რომელშიც აფთიაქებისა და საცალო გაყიდვების რეგისტრაციები მოიაზრება. ასევე, ჯიემპი და ჯიბიპი სტანდარტების დანერგვას და ნაწილობრივი რეგულაციების კუთხით სახელმწიფოს აქტიურ ჩართვას წამლების ფასების რეგულირებაში.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322614

---

 

10.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა: იმედის დილა

შრომის უსაფრთხოების კანონი 1 სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ ნორმასა და ვალდებულებას ითვალისწინებს, როგორც დამსაქმებლისთვის ისე შრომის ინსპექციის დეპარტამენტისთვის.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322736

---

 

09.09.2019

არხი:    I არხი

გადაცემა:   მოამბე 21:00

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი და ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრი ერთიანდება. ამ დრომდე სასწრაფო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა. სასწრაფო-სამედიცინო ცენტრების გაერთიანება მიზნად ისახავს ერთიანი თანამედროვე სისტყემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული უნდა იყოს პაციენტის ინტერესისა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322490

ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322247

იმედი- ქრონიკა 17:00-http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6321851

მაესტრო - ახალი ამბები 17:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6321864

I არხი - მოამბე 18:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322045

---  

 

09.09.2019

არხი:    ტვ პირველი

გადაცემა:   საქმის კურსი 22:30

მომდევნო წელი ჯანდაცვის სექტორისთვის საკმაოდ აქტიური და რეგულაციებით დახუნძლული იქნება. სახელმწიფო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებას გეგმავს. აპირებს მის დაქვემდებარებაში არსებული და კერძო კლინიკების მართვაში შესვლას. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას და აშ. ეს არის ძირითადი გზავნილები რომელიც გახარიას მეთაურობით მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებისას ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში გააჟღერა.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6322569

ტვ პირველი - დღის ამბები 13:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6321333

---

 

09.09.2019

არხი:    იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში ახლად აშენებულ კორპუსებში 1000-მდე იძულებით გადადგილებული პირისათვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშობა დაიწყო. ბინის მირების მოთოვნით განაცხადი სულ 10414 -მა ოჯახმა შეავსო, 1375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭირობები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6321317

I არხი - მოამბე 15:00- http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=6321267

---

 

 

ინტერნეტი

10.09.2019

მედიასაშუალება: https://1tv.ge/news/devid-garetis-koncertamde-stumrebs-sashualeba-eqnebat-c-hepatitis-skriningi-chaitaron/

დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ

C ჰეპატიტის ახალი კამპანიის „შენ C“ ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროსა და კულტურის პალატას შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია და კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, მემორანდუმის გაფორმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობას გულისხმობს და სწორედ ამიტომ, C ჰეპატიტის პროგრამის პოპულარიზაცია კულტურის პალატის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე მოხდება. დავით ოქიტაშვილის განცხადებით, ცნობილი მევიოლინის, დევიდ გარეტის კონცერტამდე სტუმრებს საშუალება ექნებათ, C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაიტარონ. კონცერტი 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, C ჰეპატიტის პროგრამა საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტს წარმოადგენს. მისი მიზანია ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება. დღევანდელი მონაცემებით, სკრინინგი საქართველოში 1 700 000 მოქალაქეს აქვს ჩატარებული. მკურნალობის კურსი 60 000-მდე ადამიანმა დაასრულა. განკურნების მაჩვენებელი 98.2%-ია.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://www.interpressnews.ge/ka/article/563012-sagangebo-situaciebis-gadaudebeli-daxmarebis-centri-da-tbilisisa-da-batumis-sascrapo-gadaudebeli-daxmarebis-centrebi-ertiandeba

საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი დახმარების ცენტრი და თბილისისა და ბათუმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრები ერთიანდება

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციათა გადაუდებელი დახმარების ცენტრი და თბილისისა და ბათუმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრები ერთიანდება. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. თალაკვაძის განცხადებით, ცვლილება მიზნად ისახავს ერთიანი, ეფექტური და თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება პაციენტების ინტერესებსა და მოსახლეობის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე. „ჩვენ 2014 წლიდან დავიწყეთ აღნიშნული რეფორმა, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონებში გაგვეერთიანებინა სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამსახურები, ვინაიდან საკმაოდ დიდი პრობლემები იყო. იყო მომენტები, როდესაც რეგიონში სასწრაფო დახმარების სამსახურის სერვისი საერთოდ არ მიეწოდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში. შესაბამისად, გადაწყვეტილება მივიღეთ 2014 წელს გაერთიანებულიყო ერთიანი ცენტრის ქვეშ. 2017 წელს ჩვენ გავაერთიანეთ საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი, რომელიც მოიცავდა კატასტროფისა და კრიტიკული პაციენტების მართვას კლინიკებს შორის. დღეის მდგომარეობით გადავდივართ უკვე შემდეგ ეტაპზე, რომელიც მოიცავს ერთიან სისტემაში სასწრაფო დახმარების სამსახურების მოქცევას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ბრიგადების ფინანსური და სამუშაო პირობები გაუმჯობესდეს“, - განაცხადა თალაკვაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ცვლილება არ გულისხმობს თანამშრომლების შემცირებას. „მინდა ცალსახად განვმარტო ის ნაწილი, რომ აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს და არ მოიცავს შემცირებებს. ჩვენ დღეიდანვე დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას თანამშრომლებთან, რომ განვუმარტოთ მათ ერთიანი ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებების შესახებ, რაც მიმართული იქნება იმისკენ, რომ ჩვენ ზამთრის პერიოდს უკვე შევხვდეთ მომზადებულები და უფრო ეფექტურად მოვემსახუროთ ჩვენს მოქალაქეებს. აღნიშნული სისტემა იქნება შენარჩუნებული, მოქალაქეები დარეკავენ 112-ში, უბრალოდ აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ გამოძახების გადაცემის პრინციპი იქნება ოდნავ სხვანაირი“, - განაცხადა თალაკვაძემ. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის განცხადებით, 2020 წლიდან ამოქმედდება ახალი სისტემა, რაც გულისხმობს გამოძახებისას პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას. „2020 წლიდან ჩაეშვება ახალი სისტემა, რაც გულისხმობს პრიორიტეტის სწორ მინიჭებას და დისპეჩერიზაციის ცვლილებას იმ ნაწილში, რომ უფრო დროული და ეფექტური იყოს. რაც ცალსახად მიგვითითებს, თუ რომელია უფრო მეტად პრიორიტეტული, რომელი საშუალოდ. ჩვენ ისევ მოვემსახურებით აბსოლუტურად ყველა პაციენტს, უბრალოდ ეს გულისხმობს იმას, თუ რომელ პაციენტთან უფრო სწრაფად უნდა მივიდეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პია.ჯი- http://pia.ge/post/280693-saswrafo-samedicino-daxmarebis-samsaxurebi-ertiandeba

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89628

პრაიმტაიმ.ჯი- https://www.primetime.ge/news/1568031684-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

ბათუმელები.ჯი- https://batumelebi.netgazeti.ge/news/227192/

ინფო9.ჯი- http://www.info9.ge/politika/213597-sastsrafo-samedicino-dakhmarebis-samsakhurebi-erthiandeba.html?lang=ka-GE

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://fortuna.ge/fortuna/post/saswrafo-dakhmarebis-centrebi-ertiandeba-igegmeba-tu-ara-tanamshromlebis-shemcireba

სასწრაფო დახმარების ცენტრები ერთიანდება - იგეგმება თუ არა თანამშრომლების შემცირება

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“, თბილისის მერიის „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ და შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი“ ერთიანდება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარი ჯანდაცვის სამინსიტრო ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტვენ, ამ დრომდე, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას აღნიშნული სამი სამსახური ტერიტორიული გადანაწილების პრინციპით ახორციელებდა. გაერთიანების შემდეგ კი, ისინი ცენტრალიზებულად იმუშავებენ. აღნიშნული სამსახურების გაერთიანების შემდეგ, ერთიანი ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დაექვემდებარება და დაფინანსებასაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მიიღებს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების გაერთიანების მიზანი თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებაა, „რომელიც მიმართული იქნება პაციენტის ინტერესებისა და მოსახლეობისთვის გადაუდებელი დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე“. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებები არ გამოიწვევს თანამშრომელთა შემცირებას.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://www.bm.ge/ka/article/quotbolos-wamlebis-fasebs-rom-daitvlian-ar-gaukvirdet-sheidzleba-zogi-medikamenti-gadzvirdesquot/39603

"ბოლოს წამლების ფასებს რომ დაითვლიან, არ გაუკვირდეთ; შეიძლება, ზოგი მედიკამენტი გაძვირდეს"

ბოლოს წამლების ფასებს რომ დაითვლიან, არ გაუკვირდეთ; შეიძლება, ზოგიერთი მედიკამენტი გაძვირდეს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრი და სააფთიაქო ქსელ PSP-ის დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. ასე ეხმაურება ის bm.ge-სთან ჯანდაცვის მინისტრის მიერ დაანონსებულ სიახლეს, რომ სახელმწიფო წამლების რეგულირებას დაიწყებს. ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყოველთვის თავს არიდებს ამ თემებზე საუბარს, რათა მისი გამოსვლები საკუთარი ბიზნესის ლობირებად არ აღიქვან. კახა ოქრიაშვილი bm.ge-სთან საუბრისას საერთაშორისო პრაქტიკაზე მიუთითებს, როცა მაგალითად გერმანიასა და საფრანგეთში რენტაბელობის ზედა ზღვარი აქვთ დაწესებული 10% საბითუმო რგოლს და 40% სააფთიაქო ქსელს. თუმცა, ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მათ ფასები ევროში აქვთ და არა ისეთ მერყევ ვალუტაში, როგორიც ლარია. “თუმცა, ეს არ ეხება ძვირადღირებულ, მაგალითად ონკოლოგიურ მედიკამენტებს, რომელთა თვითღირებულება რამდენიმე ათას ევროს ითვლის. ჩვენ 90%-ზე მეტ მედიკამენტებს ვყიდულობთ ევროში და დოლარში და ჩვენ ასე ფიქსირებულ ფასს ვერ დავადებთ ლარში, ფიქსირებული ფასის დაწერა შევიძლია ევროში ან დოლარში. შესაბამისად, რაც სწორია და აპრობირებულია, მე იმას ვემხრობი. თუ რამეს დავარეგულირებთ, რეგულაცია უნდა იყოს სწორედ ვალუტის კურსებიდან გამომდინარე. ამასთან, ჩვენთან ყველა სააფთიაქო ქსელს აქვს სოციალური დღეები, როცა ფასდაკლებები მოქმედებს. ეჭვი მეპარება, რომ ამ ფასებზე დაბალი ფასები რაიმე რეგულაციამ მოგვიტანოს. ეს არის უდაბლესი ფასები და ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა ამ ქსელების მხრიდან. ბოლოში როდესაც დაითვლიან(მედიკამენტების ფასებს) არ გაუკვირდეთ. ევროპული რეგულაციების ფასები თუ იქნება, შეიძლება რაღაცები გაძვირდეს, რადგან აქ უფრო დაბალი დარიცხვებია(მარჟები), ვიდრე იქ”,- აცხადებს დეპუტატი.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://www.primetime.ge/news/1568023281-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9D

კომისიამ თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო

დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში 1000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე, 259 ერთოთახიანი, 143 ოროთახიანი, 534 სამოთახიანი და 23 ოთხოთახიანი ბინა ნაწილდება. ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, წინასწარ განისაზღვრა, თუ რამდენ ოთახიან ბინაზე რამდენ ქულიანი იძულებით გადაადგილებული ოჯახი დაექვემდებარებოდა მონიტორინგს. „1375 ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა კი განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისია ასევე განიხილავს ავარიულ და სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე შენობებში მცხოვრები 263 ოჯახის საკითხიც, რომლებსაც ბინები, უპირობოდ, გადაეცემათ. ამ ეტაპზე, თბილისში 24 ასეთი ობიექტი დაიხურება. კომისიის შემადგენლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და მამუკა ცოტნიაშვილი, სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციების, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები შედიან. კომისიის მუშაობის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ღიაა ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი სულ 10 414-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

ინტერპრესნიუს.ჯი- https://www.interpressnews.ge/ka/article/562963-komisiam-tbilisshi-devnili-ojaxebistvis-binebis-gadacemis-sakitxze-mushaoba-daicqo

ექსპრესნიუს.ჯი- https://expressnews.com.ge/?id=89599

პია.ჯი- https://pia.ge/post/280620-komisiam-tbilissi-devnili-ojaxebistvis-binebis-gadacemis-sakitxze-musaoba-daiwyo

აიპრეს.ჯი- https://ipress.ge/new/devniltha-sakithkhebis-shemstsavlelma-komisia-thbilisshi-devnili-ojakhebisthvis-binebis-gadatsemis-sakithkhze-mushaobs/

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/anzor-melia-erti-da-igive-manipulaciaze-sxvadasxva-klinikashi-sxvadasxva-fasebi-dges-sakmaod-didi-problemaaa

ანზორ მელია: „ კლინიკებში ფასები უნდა დასტაბილურდეს და ეს არანაირად არ იქნება კერძო ბიზნესში ჩარევა “

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმის ცვლილებას კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია „კომერსანტთან“ ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივა მისასალმებელია. მისი ინფორმაციით, ერთი და იგივე მანიპულაციაზე სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასები დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ფასები უნდა დასტაბილურდეს და ეს არაირად არ იქნება კერძო ბიზნესში ჩარევა. „კერძო ბიზნესში ჩარევაა ის, როდესაც ბიზნესს ავალდებულებ ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია. მაგალითად, ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ 1 საწოლზე 900 ლიტრი რეზერვი უნდა გქონდეს წყლის. გამოდის, 70 ტონა რეზერვუარი მჭირდება, რომ კლინიკამ ფუნქციონირება გააგრძელოს. ეს შეუძლებელია. აქამდე ეს ასე არ იყო,“–აცხადებს მელია. მისი განმარტებით, თუ სამინისტრო და პარლამენტი ფასებს დაარეგულირებს, მაგაზე კარგი არაფერი იქნება. „დღეს კლინიკა „გულს“ ძველი ფასები აქვს და არ დაუკორექტირებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძვირდება და ლარი უფასურდება,“– აცხადებს მელია. რაც შეეხება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებას, რომ მნიშვნელოვანი თანხები მიდის არაპესონალის ანაზღაურებაზე, არამედ არაფექტურ სამეურნეო დანახარჯებზე და აუცილებელია მისი რეგულირება, მელია განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს უკვე ჩარევაა და კერძო კლინიკა ამ კუთხით რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია. „ვერ მართავენ ესენი სახლემწიფოს, არ იციან. როდესაც ოპერაცია არის დაფინანსებული 15 500 ლარად, კორონალური შულტირება, პენიოსნერმა უნდა გადაიხადოს 10%–3.650 ლარი ,ხოლო არაპენსიონერმა–5000–მდე. სახელმწიფომ თუ აიღო ვადლებულება, მთლაინად დაუფინანსოს და შემდეგ კლინიკებისადმი კონტროლი გააძლიეროს, ეს ჯიბიდან გადახდას შეამცირებს,“–აღნიშნავს მელია. როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება .ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს. „სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს 2013 წლიდან. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი და კვლავ დიდი რჩება მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. მკურნალობა ჩატარდა 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევაში. მიხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: http://bfm.ge/jandacvis-saministro-medikamentebis-fasebis-nawilobriv-regulirebaze-mushaobas-iwyebs/

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს

„მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ფარმაცევტული პროდუქტების ნაწილობრივ რეგულირებადი ფასთწარმოქმნის პრინციპი დავიწყოთ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო მედიკამენტების ფასების ნაწილობრივ რეგულირებაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ ტიკარაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ. მისი განმარტებით, სამინისტრო უახლოეს მომავალში დაიწყებს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ფასების ნაწილობრივ რეგულირებას, ფასთწარმოქმნის პრინციპით. “ქვეყანაში არ არსებობს არანაირი რეგულირების პრაქტიკა. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დავიწყოთ ნაწილობრივ რეგულირებადი ფასთწარმოქმნის პრინციპით და პარალელურად, ვგეგმავთ: ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის დაშვების – რეგისტრაციის, საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული მოთხოვნების და მეთოდოლოგიის დანერგვას, ფარმაცევტული წარმოებისათვის „კარგი საწარმოო პრაქტიკის“ (GMP) სავალდებულო მოთხოვნად ქცევას, ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტიორებისათვის და საბითუმო რეალიზატორებისათვის სანებართვო პირობების დაწესებას, „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ (GDP) შემოღებით, ყველა ტიპის აფთიაქის (საცალო რეალიზატორის) ლიცენზირებას, ფარმაკოზედამხედველობის სისტემის დანერგვას და ამოქმედებას, ფარმაცევტული ბაზრის ინსპექტირებას – ადმინისტრირების გაძლიერებას, ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის შექმნას და განვითარებას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1568038356-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1?fbclid=IwAR3Tl6dAkIbk6sjZIKi80md3m8pyV-izmEOA2UK7Tw9RB8tfD_H_fQy-e4A

სკოლაში თუ ვერ მივლენ, შვილებს წამართმევენ - მარტოხელა დედა

„დამეხმარეთ, რომ ჩემი ხმა შესაბამის დაწესებულებებს მივაწვდინო. ჩვენ არც შუქი გვაქვს, არ კომპიუტერი და არც ვადები ვიცოდი, როდის იწურებოდა ბავშვების რეგისტრაცია. გამოდის, რომ 13 წლის აჩიკო და 6 წლის ანანო ისევ სკოლის მიღმა უნდა დარჩნენ. ჩემმა შვილებმა თუ არ იარეს სკოლაში, მაშინ სოციალური სამსახური  შვილებს ჩემგან წაიყვანს და სხვას გააზრდევინებენ, ამას სიკვდილი მირჩევნია. ვერც მე გავძლებ მათ გარეშე და უჩემოდ ვერ ისინი იქნებიან“ – ეს სიტყვები 5 შვილის მარტოხელა დედას ეკუთვნის. „პრაიმტაიმის“ მკითხველს ახსოვს სტატია ნინო კაპანაძის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. ის 5 შვილთან ერთად მუხიანში სახანძროს ყოფილ შენობაში ცხოვრობს, სადაც არც ელექტროენერგია და არც ბუნებრივი აირი აქვთ. უკიდურესი სიღატაკის გამო, დედა იძულებული გახდა, უფროსი შვილი, 13 წლის აჩიკო სკოლიდან გამოეყვანა, მხოლოდ 6 კლასის დახურვა შეძლო, რადგან მოზარდს არც სასკოლო ნივთები ჰქონდა და არც ფეხსაცმელი. ზამთარში რეზინის ჩუსტით ქარსა და წვიმაში ხომ ვერ გავუშვებდი, გამიცივდებოდა და ვერც ვუმკურნალებდიო, ამბობს დედა. ახლა, ანანოც სკოლის ასაკისაა და ის სექტემბერში მერხს პირველად უნდა მიუჯდეს , თუმცა, ამ დრომდე, მოზარდი რეგისტრირებული არცერთ სკოლაში არაა. იგივე პრობლემის წინაშე დგას აჩიკოც. ახლა, ყველაზე დიდი სირთულე მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოხვედრაა. „პრაიმტაიმი“ განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყებაში განაცხადეს, სამინისტრო მზადაა განცხადებით მიმართვის შემთვევაში ოჯახს დაეხმაროს მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში რეგისტრაციის ვადა უკვე გასულია. „ბავშვების დედამ განცხადებით მოგვმართოს ორივე ბავშვზე და რა თქმა უნდა, დავეხმარებით. ზოგადად, ჩვენი მიზანია, არცერთ ბავშვს არ ჰქონდეს სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები და მით უმეტეს, როცა საქმე სოციალური პრობლემების წინაშე მდგომ მოზარდებს ეხებათ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. მას შემდეგ რაც ბიუროკრატიულ პროცედურებს გაივლიან და პატარები სკოლაში წავლენ, კაპანაძეების ოჯახში დადგება ისევ ყოფითი პრობლემიდან გამოწვეული კითხვა - ბავშვებმა რა ჩაიცვან, სკოლის ჩანთა  და ინვენტარი საიდან მოიტანონ. რვეული, ფერადი ფანქრები, კლასგარეშე ლიტერატურა და სხვა სასკოლო ინვენტარი ამ ოჯახისთვის ფუფუნებაა, რადგან ხშირად არის დღეები, როცა კერძზე ოცნებობენ... მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს პატარა დავითის დაავადება, მას თანდაყოლილი ბრონქული ასთმა აქვს, პატარა მუდმივ ინჰალაციას საჭიროებს. 13 წლის აჩიკო, 6 წლის ანანო, 4 წლის ქეთევანი, 3 წლის დათუნა და 2 წლის ელენე საკვებზე, ტანსაცმელსა და სათამაშოებზე ოცნებობენ. უფროსი შვილი, აჩიკო კი, რაგბისტობაზე ოცნებობს. თუმცა, დედას შვილისთვის ამ ოცნების რეალობად ქცევა არ შეუძლია. მართალია, მათი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, მაგრამ საკმარისი არ არის. დღეში 4-5 ლარის სანთლის ყიდვა მიწევსო, ამბობს ნინო კაპანაძე. შებინდებისთანავე დაძინებამდე დრო სანთლის შუქზე, ზამთარში კი, შეშის ღუმელთან უწევთ. ახლა, ნინო კაპანაძე 41 წლისაა, უნდა პატარები საბავშვო ბაღში მიიყვანოს და სამუშაო მოიძიოს, რათა ოჯახში მუდმივ გაჭირვებას გაუმკლავდეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, ოჯახი კრიზისული შემთხვევების მართვის სერვისშიც ჩართულია, მას შემდეგ, რაც უფროსები სკოლაში შევლენ, საღამომდე დღის ცენტრითაც ისარგებლებენ. სოციალური სამსახური ზრუნავს კაპანაძეების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და ბავშვების განათლების მიღების ხელშეწყობაში. მაგრამ იმისთვის, რომ აჩიკო სკოლაში წავიდეს, მას ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სკოლის ჩანთა და საჭირო ინვენტარი სჭირდება. ამისთვის კი ერთადერთი გზა საზოგადოების თანაგრძნობა და დახმარებაა.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://primetime.ge/news/1568018095-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90

მიცვალებულ ბავშვს ვერ დამარხავენ, სანამ სასამართლო არ ჩატარდება - ბიუროკრატიული პრობლემა, თუ სამართლებრივი პროცედურა

სუროგაციის საერთაშორისო ქსელის, New life global-ის ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში იმ პრობლემებზე წერს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვების მშობლები დოკუმენტებთან დაკავშირებით აწყდებიან. „მეგობრებო: დაიბადა ტყუპი ბავშვი ნაადრევად. სამწუხაროდ ერთი ტყუპი გარდაიცვალა. წულუკიანმა ამ ბავშვების დოკუმენტებიც სასამართლოში გადაამისამართა. გესმით თქვენ ეს რას ნიშნავს? მიცვალებულ ბავშვს ვერ დამარხავენ სანამ სასამართლო არ ჩატარდება რამოდენიმე თვეში თუ წელში“, - წერს მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ხელოვნური ბარიერებისა და არაჰუმანური დამოკოდებულების გამო აკრიტიკებს. თავად იუსტიციის სამინისტროში კი განგვიმარტეს, რომ პირიქით, ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან. „ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით, 2016 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგინდა საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მათ სახელზე გაცემულ დაბადების მოწმობაში ორივე მშობელია მითითებული. აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირეწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილების თავიდან აცილებას მისი მშობლების მონაცემების დადგენამდე. ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ბავშვთან ერთად იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული ყველა პირის (პოტენციური მშობლების, სუროგატი დედის, დონორის) ინტერესებს. კანონმდებლობით, პოტენციური მშობლები დაცულნი არიან სუროგატი დედის ან დონორის მხრიდან არამართლზომიერი დავისაგან, დონორი და სუროგატი დედა კი - მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისაგან. პროცესში ჩართული თითოეული პირის უფლებების დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებით. კერძოდ, სუროგაციით დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელია, დაინტერესებულმა პირებმა წარმოადინონ: 1 - ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი; 2 - ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება დაინტერესებულ პირთა შორის: პოტენციური მშობლები, სუროგატი და დონორი (სუროგაციის პროცესში დონორის მონაწილეობის შემთხვევაში). თუ საქმისწარმოებისას გამოვლინდება, რომ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება დადებულია ექსტრაკორპორული განაყოფიერების შემდგომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახური იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მშობლების მონაცემებით ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს მომართვის საფუძველზე, არეგისტრირებს ახალშობილის დაბადებას მშობლების მონაცემების მითითების გარეშე. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოებაში არსებული ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების გარკვეული ნაწილის შესწავლისას გამოვლინდა, რომ დაინტერესებულ პირთა მიერ არ იყო დაცული დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც რამდენიმე პოტენციურ მშობელს უარი ეთქვა ახალშობილის დაბადების რეგისტრაციაზე. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოცემულ შემთხვევაში ბავშვი დაბადებულია სუროგაციის გზით და პირები, ვინც მათ მშობლებად დარეგისტრირებას ცდილობენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ დარღვეული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები სუროგაციის პროცედურის განხორციელებისას. შესაბამისად, ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებაა, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვის ვალდებულების შესახებ შევახსენოთ მათ და თავიდან ავიცილოთ ქვეყნიდან მცირეწლოვანთა არამართლზომიერი გაყვანა. აქვე აღვნიშნავთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კონკრეტულ საქმეებზე დამატებით დეტალებს ვერ გაასაჯაროებს“.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://www.newposts.ge/?l=G&id=213901-%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90,%20%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94,%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90

"სასტიკი ტკივილებით იტანჯება..." - 26 წლის ეტლს მიჯაჭვულ ბიჭს საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება

26 წლის გოგიტა მალაყმაძე სასტიკი ტკივილებით იტანჯება და სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში მკურნალობა. შეტანილი გვქონდა დაფინანსებაზე ადგილობრივ თვითმართველობაში, თუმცა 3 თვე გავიდა და პასუხი არავინ გაგვცა გოგიტას მდგომარეობა კი უფრო დამძიმდა. ის პირველი ჯგუფის ინვალიდია, ოჯახის გადმოცემით გოგიტა 2 კლასში იყო როცა რევმატიული ართრიტი დაემართა და უკვე 13 წელია ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა. ორი თვეა გაუსაძლისი ტკვილებით იტანჯება. ყველას შველას სთხოვს, თუმცა უშედეგოთ. 1 თვის წინ მეზობლების მიერ შეგროვებული თანხით ოჯახმა გოგიტა წაიყვანა თურქეთში, სადაც გაუკეთდა სპეციალური გადასახმა, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლირას შეადგენს. აუცილებელი იყო გაკეთებულიყო კიდევ ერთი გადასხმა, რომ გოგიტა ტკივილებს აღარ შეეწუხებინა. ეხლა მხოლოდ თქვენი იმედი გვაქვს, კეთილო ადამინებო დაეხმარეთ ახალგაზრდა ბიჭს, რომ ტკივილისგან აღარ იტანჯებოდეს. 09 01 200 127 საქაველმოქმედო ზარი ყველა ოპერატორიდან. დახმარების მსურველთათვის მოცემულია ანგარიშის ნომრები. დანიშნულებაში მიუთითეთ გოგიტა მალაყმაძე თანხის ჩარიცხვის მსურველებისთვსი ქვემოთ მოცმულია ინსტრუქცია აპარატებიდან: #თიბისი #ფეის, საბანკო მომსახურება, აირჩიეთ იურდიული პირი, იურიდიული პირის პირადი ნომერი 61004014867. დაბადების თარიღი 03.10.1982, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014 საქართველოს ბანკის აპარტები: იურიდული პირი ან კომპანიის ანგარიში, იდენტინფიცრება საინდეტიფიკაციო ნომრით, საიდენტიფიკაციო კოდი:445473014, ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ საბანკო რეკვიზიტები: მიმღები :ააიპ იალქანი საქართველოს ბანკი: #GE55BG0000000588221400 თიბისი ბანკი: ლარში - #GE12TB7990736080100007, დოლარში - #GE94TB7990736180100002, ევრო - #GE94TB7990736180100002 საკონტატქო ნომერი 599 33 01 14

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/saqartveloshi-bavshvta-gadaudebeli-samedicino-daxmarebis-pirveli-saertashoriso-kongresi-gaimarteba

საქართველოში ბავშვთა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება

10-11 სექტემბერს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ორგანიზებით რეგიონულ ჰოსპიტალში ბავშვთა გადაუდებელი დახმარების პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. კონფერენცია იაშვილის კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების 15 წლის იუბილეს ეძღვნება. სპეციალურად ამ კონფერენციისთვის, საქართველოს ჯორჯიის შტატის პედიატრიული კლინიკების გადაუდებელი დახმარების წამყვანი სპეციალისტები ეწვევიან. ისინი ქართველ ექიმებს გააცნობენ როგორც პედიატრიული გადაუდებელი დახმარების აქტუალურ პრობლემებსა და გადაჭრის გზებს, ასევე - დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უახლეს, თანამედროვე მიდგომებს. ორდღიანი კონფერენცია ლექციებისა და სესიების სახით ჩატარდება. კონფერენცია გათვლილია საქართველოს პედიატრიული და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმებისთვის, პედიატრიული კრიტიკული მედიცინისა და ზოგადი პროფილის პედიატრებისთვის.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: https://commersant.ge/ge/post/who-msoflioshi-suicidi-yovel-40-wamshi-ert-adamians-klavs

WHO: მსოფლიოში სუიციდი ყოველ 40 წამში ერთ ადამიანს კლავს

მსოფლიოში ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი თავს იკლავს, ამასთან ყოველწლიურად სუიციდით გაცილებით მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე ომში. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ჩამოხრჩობა, მოწამვლა, სროლა თვითმკვლელობის ყველაზე გავრცელებული მეთოდებია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სახელმწიფოებს მოუწოდებს თვითმკვლელობის პრევენციასთან დაკავშირებით გეგმები შეიმუშაონ და დაეხმარონ ადამიანებს სტრესთან გამკლავებაში, ასევე შეამცირონ ისეთ საშუალებებზე წვდომა, რომელთა დახმარებითაც სუიციდია შესაძლებელი. 15-დან 29 წლამდე ადამიანებში სიკვდილის პირველი მიზეზი ავტოავარიები და გზებზე მიღებული დაზიანებებია, მეორე ადგილს კი სუიციდი იკავებს. 15-დან 19 წლამდე თინეიჯერ გოგოებში კი სუიციდი სიკვდილის მიზეზებს შორის მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს მშობიარობის შედეგად გარდაცვალება იკავებს. რაც შეეხება თინეიჯერ ბიჭებს, მათ შორის სიკვდილის პირველი ორი მიზეზი გზებზე მიღებული დაზიანებები და ჩხუბია, ხოლო მესამე ადგილს სუიციდი იკავებს. ყოველწლიურად მსოფლიოში თვითმკვლელობით სიცოცხლეს დაახლოებით 800 000 ადამიანი ასრულებს - გაცილებით მეტი ვიდრე წლიურად მალარიის, მკერდის კიბოს ან ომის შედეგად იღუპება. აპრილში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მთავარი თემაც იყო რატომ იკლავენ თავს კაცები უფრო ხშირად ვიდრე ქალები.

---

 

09.09.2019

მედიასაშუალება: http://accentnews.ge/newsdetails.php?lang=1&NewsID=5888

კვლევა: ხუთ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქტში მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა

---

 

ბეჭდვითი მედია

10.09.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

SOS: მშენებლობებზე ბოლო 3 წელიწადში 101 ადამიანი დაიღუპა!

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი, რომელიც ძალაში 2019 წლის 19 თებერვალს შევიდა, სექტემბრიდან კიდევ უფრო მეტ ნორმასა და ვალდებულებას უწესებს როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციის დეპარტამენტს. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით, საქართველოში იმაზე ორჯერ ნაკლები შრომის ინსპექტორია, ვიდრე უნდა იყოს, ხოლო შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა ათობით ათასს სცდება, პროფკავშირებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დასაქმებულთა უფლებებზე მუშაობენ, ფიქრობენ, რომ სექტემბრიდან ამოქმედებული ნორმები წინ გადადგმული ნაბიჯია დასაქმებულთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. რა შეიცვალა კანონში? მნიშვნელოვნად გაფართოვდა შრომის ინსპექციის მანდატი. ანუ: თუკი პირველ სექტემბრამდე შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ვრცელდებოდა მხოლოდ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, პირველი სექტემბრიდან მისი მოქმედება ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორში დასაქმებულების შრომის უსაფრთხოების ზედამხედველობაზე. თუკი პირველ სექტემბრამდე შრომის ინსპექციას საწარმოსა და დაწესებულების არაგეგმიური კონტროლის განხორციელება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს წინასწარი ნებართვით, ამიერიდან, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეამოწმოს ინსპექციისადმი დაქვემდებარებული ნებისმიერი სამუშაო სივრცე და დღე-ღამის ნებისმიერ დროს განახორციელოს სამუშაო სივრცის ინსპექტირება, მოკვლევა და შემოწმება. გარდა ამისა, ზედამხედველი ორგანო უფლებამოსილია: გამოკითხოს დამსაქმებელი და დასაქმებულები ობიექტზე არსებული შრომის უსაფრთხოების ნორმების თაობაზე; მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის გადაცემა, რომელიც აუცილებელია ზედამხედველი ორგანოს მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განსახორციელებლად. კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც პირველი სექტემბრიდან შევიდა ძალაში, ეს შეეხება დამსაქმებლების ვალდებულებების გაფართოებას: პირველი სექტემბრიდან დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, დანიშნოს ან მოიწვიოს შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტი. დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროფესიული მოვალეობები. ხოლო თუკი დაწესებულებაში 20-დან 100-მდე დასაქმებულია, მაშინ ის ვალდებულია ადგილზე ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი. 100 ან მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური შრომის უსაფრთხოების არანაკლებ ორი სპეციალისტით. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს აუცილებელია ჰქონდეს გავლილი შესაბამისი აკრედიტებული პროგრამა. ცვლილება კანონში ვრცელდება ყველა დაწესებულებაზე, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებზეც. იქიდან გამომდინარე, რომ შრომის უსაფრთხოების კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ფართოვდება შესამოწმებელი ობიექტების არეალიც, აუცილებელია შრომის ინსპექტორების რაოდენობის ზრდაც. 40 ინსპექტორი 40 ათასამდე ობიექტის პირისპირ შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით სულ შრომის 40 ინსპექტორია დასაქმებული. შესამოწმებელ ობიექტთა რაოდენობა კი პირველ სექტემბრამდე 40 ათასზე მეტი იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი სექტემბრიდან კანონში შევიდა ცვლილება და ამჯერად უკვე შრომის ინსპექტორების ვალდებულებაა შეამოწმონ ყველა საწარმო თუ დაწესებულება, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს, მნიშვნელოვნად იზრდება შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობაც. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მაია მიქაია რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ მომავალი თვიდან იგეგმება შრომის ინსპექტორების გადამზადება და მათი რაოდენობის 100-მდე ზრდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის გამოყოფას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან: „უკვე დაწყებულია მსჯელობა იმაზე, რომ ჩვენი სამსახური გახდეს ცალკე სსიპი. შესაბამისად, მის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონული ოფისების შექმნა, რათა ინსპექტორები იყვნენ რეგიონებშიც. სავარაუდოდ, კანონპროექტის განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება პარლამენტში და გადაწყვეტილებაც დროულად იქნება მიღებული, რათა ჩვენც უფრო ოპერატიულად და ხარისხიანად შევამოწმოთ ობიექტები საქართველოს მასშტაბით“. საჭირო ცვლილებები, რომლებიც ჯერ არ განხორციელებულა „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა, მათი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელთა დაძლევაც აუცილებელია შრომის ინსპექტირების ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის და საწარმოო შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით. კერძოდ, EMC-ის არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აუცილებელია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერება და ამისათვის, დროულად უნდა დაიწყოს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის დამოუკიდებელ ორგანოდ ტრანსფორმირების პროცესი. ასევე, გამოწვევას წარმოადგენს ინსპექტორთა რაოდენობა, რაც საერთაშორისო სტანდარტზე ორჯერ ნაკლებია, და ინსპექციის რეგიონული წარმომადგენლობის არარსებობა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შრომითი პირობების ინსპექციის დეპარტამენტის საქმიანობას თბილისის გარეთ. ამიტომაც, აუცილებელია ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. ასევე, აუცილებელია, მოხდეს შრომის ინსპექციის მანდატის იმგვარი გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს ინსპექციას, ზედამხედველობა განახორციელოს არამარტო შრომის უსაფრთხოების ნორმებზე, არამედ ზოგადად შრომის კანონმდებლობის ნორმების აღსრულებაზეც. გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, მზადდება კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სწორედ შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოებას იმ დონეზე, რომ ინსპექტორს საშუალება ჰქონდეს შეამოწმოს არა მხოლოდ უსაფრთხოების ნორმები, არამედ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად, ზეგანაკვეთური სამუშაოების ანაზღაურება, შვებულებები, ხელშეკრულებები, დეკრეტული შვებულებები და ა.შ. EMC-ის განცხადებით, საწარმოო შემთხვევები ხშირად სწორედ შრომითი უფლებების, ზეგანაკვეთური შრომის, დაურეგულირებელი სამუშაო დღეების, დასვენების თუ შესვენების არარსებობითა და სხვა მსგავსი გარემოებებითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ სექტემბრამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ევალებოდა მიეღო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, სადაც უნდა განისაზღვროს უბედური შემთხვევის დაზღვევის წესები და პროცედურები. უბედური შემთხვევების დაზღვევის რეგულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილზე ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ გარდაცვალებების საგანგაშო მაჩვენებლის ფონზე. EMC-ში აცხადებენ, რომ არასათანადო რეგულირების პირობებში, დამსაქმებლები ხშირად კანონის მოთხოვნის ფორმალურად შესრულების მიზნით, დაზღვევის ყველაზე მინიმალურ პაკეტს იძენენ, რაც უბედური შემთხვევის პირობებში, ხშირად, დასაქმებულთა მინიმალური საჭიროებების დაფარვასაც ვერ ახერხებს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ განცხადებით, აქტების მომზადების მიზნით მთავრობამ გადადგა რიგი ნაბიჯები, თუმცა, ისინი საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რომლითაც დამსაქმებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებისას, ჯერ კიდევ არ არის მზად. პროფესიული კავშირების გაერთიანების მონაცემებით: სამუშაო ადგილებზე 2017 წელს დაიღუპა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი; 2018 წელს დაიღუპა 39, ხოლო მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი; 2019 წლის დღეის მონაცემებით, დაღუპულია 21 და დაშავებულია 26 ადამიანი.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6322801&name=10.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება:     საქართველოს რესპუბლიკა

კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა მშენებლობაზე

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან ორი მუშა გადმოვარდა. ერთ-ერთი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას "TV 25" ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა. მეორე დაშავებული მუშა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6322807&name=10.09.2019+-+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90&p=1&lang=Ge

---

 

10.09.2019

მედიასაშუალება:

10.09.2019

მედიასაშუალება: რეზონანსი

საქართველოში შემოტანილი კოსმეტიკა ადამიანის ჯანმრთელობას ნელ-ნელა ანადგურებს

http://www.mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=6322815&name=10.09.2019+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

 

 ​