From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : Response Measures
Received On : 21.08.2019 14:17
Attachments :

ქალბატონო ეკა,

გიგზავნით წინასწარ ინფორმაციას რადიაციული რეაგირების თემაზე.

მსგავს სიტუაციებში რეაგირებაზე მთავარი პასუხიმგებელი ორგანო ბირთვული და რადიაციული უსაფრთხობის სააგენტოა. ამჟამად მათ მიერ მომზადებულია და მთავრობის მიერ დამტკიცების პროცესშია „ტექნიკური რეგლამენტი-ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმა“. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია სხვა ღონისძიებებთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის იოდით გაჯერება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ იოდის მარაგის შექმნის პასუხისმგებლობა არსად დაზუსტებული არ არის. გარდა იმისა, რომ მინისტრის ხელმოწერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს გაფორმებული აქვს მემორანდუმი ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომელთაც აქვთ ვალდებულება უზრუნველყონ გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო მედიკამანტები და სახაჯი მასალები მოთხოვნისთნავე. თუმცა მედიკამენტების ნუსხა დაზუსტებული არ არის.

თუ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია რადიაციის დონის მომატების შესახებ,  დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ეროვნული კოორდინატორი ვალდებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შეაატყობინოს რადიაციული საფრთხის შესახებ თუ ეს ქმნის რისკს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კუთხით. ამ შეტყობინების საფუძველზე ჯანმო ქვეყანას აწვდის დეტალურ ინსტრუქციას საპასუხო ღონისძიებების შესახებ- 24 საათის განმავლობაში.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებია:

1.       იოდის პრეპარატების მარაგის შექმნა-ბაზარზე იოდის პრეპარატების სხვადასხვა ფორმულაციები რეგისტრირებულია-ვაზუსტებ, რეალურად რა მარაგები არსებობს გადაუდებელი შესყიდვის საჭიროება რომ დადგეს. მიღება უნდა მოხდეს ექსპოზიციიდან 24 საათში. რეკომენდებულია მოსახლეობას სახლშიც კი ჰქონდეს ამ პრეპარატების მარაგი და იცოდეს, როგორ გამოიყენოს.

2.       თუ მივიღებთ ინფორმაციას ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსგან რადიაციის მომატებული დონის შესახებ და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩათვლის, რომ ეს არის რისკი საზ. ჯანდაცვისთვის მივმართავთ ჯანმოს შესაბამის ქვედანაყოფს და შემდეგ ვიმოქმედებთ მათი ინსტრუქციის შესაბამისად.

3.       პროტოკოლი ან ტექნიკური რეგლამენტი ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების და საზ. ჯანდაცვის დონეზე გასატარებელი დეტალური ღონისძიებების შესახებ არ გააჩნია-შესამუშავებელია დაუყოვნებლივ.

4.       სამედიცინო პერსონალს დასჭირდება შესაბამისი ინსტრუქტაჟი-სასწავლო პროგრამაც მოსამზადებელია

5.       ჯანმოს რეკომენდაცია საქართველოსთვის, რომ განისაზღვროს ჰოსპიტლების და პჯდ კლინიკების ნუსხა, სადაც შეიქმნება რადიაციული პასუხის შესაძლებლობები.

6.       მოსახლეობის ინფორმირების თემა უკიდურესად სენსიტიურია- აქაც უწყებათა შორისი კონსულტაციების იქნება საჭირო საინფორმაციო დაფარვის თაობაზე. პრევენციული მიზნით ცხადია დაავადებათა კონტროლის ცენტრს უნდა ჰქონდეს მარტივი ინფორმაცია მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე არ არსებობს და ვფიქრობ უმოკლეს ვადაში უნდა მომზადდეს.   

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0