საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გაცნობებთ, რომ არ შემოსულა საწანააღმდეგო მოსაზრება ნიკოლო ღვინიაშვილის საბჭოში გაწევრიანების თაობაზე.
ვუსურვებთ ქსს-ში მსმ/ტგ თემის ახალ წარმომადგენლობას წარმატებულ საქმიანობას.
მადლობას მოვახსენებთ, დავით კახაბერს საბჭოს მუშაობაში შეტანილი წვლილისთვის.
პატივისცემით,
ნათია
საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გაცნობებთ, რომ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს განახლების პროცესის ფარგლებში მსმ და ტრანს თემის მიერ საბჭოში წარმოდგენილია წევრობის შემდეგი კანდიდატი:
ნიკოლო ღვინიაშვილი, „თანასწორობის მოძრაობა“, პროექტის: „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ლგბტ თემში“ (გლობალური ფონდი) ასისტენტი; ხოლო ალტერნატიულ წევრად ლგბტ აქტივისტი, ბექა გაბადაძე.
სააპლიკაციო მასალა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.dropbox.com/transfer/AAAAANO12aL8mJnzKBgo4T3QqVwphR9rc6kb4xBAEreTkexBZkNW1sE
გთხოვთ გაეცნოთ მოწოდებულ მასალას და გამოთქვათ მხოლოდ საწინააღმდეგო მოსაზრება ნიკოლო ღვინიაშვილის საბჭოში გაწევრიანების თაობაზე, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში არაუაგვინეს მიმდინარე წლის 7 აპრილის, 18:00 საათისა.
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ საკითხი დამტკიცებულად ჩაითვლება საბჭოს მიერ.
კანდიდატთან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admin@georgia-ccm.ge; secretary@georgia-ccm.ge და ჩვენ მოვახდენთ კანდიდატთან მყისიერ კომუნიკაციას და უკუგებას.
პატივისცემით,
სამდივნო