| From : | Alex Andjaparidze <aandja@yahoo.com> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: COVID 19 მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია. |
| Cc : | Amiran Gamkrelidze <a.gamkrelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 20.04.2020 05:28 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე,
მოგახსენებთ რომ ჩემს მიერ შემოთავაზებული COVID19- ის მძიმე კლინიკური ფორმის და დაავადების გავრცელების პრევენცია იყო განხილული კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე და დადებითად იყო შეფასებული. ამის შემდეგ ველოდებოდი რომ ეს შემოთავაზება ოფიციალურად იქნებოდა იმპლიმენტირებული. სამწუხაროდ ეს პროცესი არ ხორციელდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემს მიერ შეთავაზებული მეთოდიკის ანალოგიური მეთოდი ხორციელდება ვიეტნამში, ტაივანში და სამხრეთ კორეაში. რამოდენიმე დღის წინ ჩემმა ინგლისელმა კოლეგამ გამომიგზავნა სტატია The use of Povidone Iodine nasal spray and mouthwash during the current COVID-19 pandemic may reduce cross infection and protect healthcare workers.( ნახეთ დანართი) რაც ფაქტიურად იგივეა რაც ჩემი შეთავაზება რომელიც გადავუგზავნე ბატონ თენგიზ ცერცვაძეს 14 მარტს, შემდგომ ბატონ ამირანს და თქვენ.
ვიცი რომ ბოლო ორო თვე თავდაუზოგავად მუშაობთ და ბევრი პრიორიტეტები გაქვთ. მერწმუნეთ ჩემს მიერ მოწოდებული საკითხი რომელიც ეხება COVID19- ის მძიმე კლინიკური ფორმის და დაავადების გავრცელების პრევენციას არის მთავარი ამ დაავადებასთან საბრძოლველად.
პატივისცემით
ალექსანდრე ანჯაფარიძე
ქალბატონო თამარ,
დიდი მადლობა ასეთი სწრაფი შეხმიანებისთვის.
ქალბატონო თამარ,
დიდი მადლობა რომ ჩემი შეთავაზება „COVID19-ის მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია“ გააზიარეთ კლინიკურ ჯგუფთან. დღეს მომეცა შესაძლებლობა პირადად მომეხსენებინა ჩემი მოსაზრებები კლინიკური ჯგუფის წევრებისათვის. იყო საკმაოდ საინტერესო დისკუსია. აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ქართველი ინფექციონისტების ცოდნით და გამოცდილებით. ჩემი შეთავაზება მიღებულ იქნა დიდი ინტერესით და შეფასდა დადებითად. აღინიშნა რომ ეს მეთოდიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამედიცინო პერსონალის პრევენციისათვის, პაციენტებისთვის დაავადების ადრეულ სტადიაზე ვირუსის რაოდენობის შესამცირებლად რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების გართულებები, კერძოდ ფილტვების ანთება. ასევე კარანტინში და თვით იზოლაციაში მყოფ პაციენტებისთვის, რაც თავისთავად შეამცირებს ვირუსის გავრცელებას.
გამოითქვა აზრი რომ კარგი იქნებოდა თუ რამდენიმე კლინიკაში დაინერგებოდა და მოხდებოდა ამ მეთოდის გამოყენება და შემდგომი ანალიზი.
თუ მიზანშეწონილად მიგაჩნიათ რომ „COVID19-ის მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია“ დაინერგოს პრაქტიკაში მზად ვარ მოვამზადო დეტალური ანოტაცია.
პატივისცემით,
ალექსანდრე ანჯაფარიძე
ბატონო ალექსანდრე
დიდი მადლობა თქვენი პოზიციის და გამოცდილების გაზიარებისთვის კოვიდ 19 ის მძმე ფორმების მართვის თაობაზე. თქვენის ნებართვით მასალას გავაზიარებთ კლინიკურ ჯგუფთან და როცა შესაძლებლობა გექნებათ შეხვედრაზეც მოგიწვევთ რათა პირადად შეხვდეთ ჯგუფის წევრებს.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister
From: Alex Andjaparidze [mailto:aandja@yahoo.com]
Sent: 2 April, 2020 15:35
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia
Subject: COVID 19 მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია.
ქალბატონო ეკატერინე ,
მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა მედიცინის მუშაკს იმ თავდადებისა და შრომისთვის რასაც თქვენ ეწევით კორონავირუსული ინფექციის პრევენციისა და კონტროლისათვის.
მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი - ალექსანდრე ანჯაფარიძე, ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 25 წელიწადზე მეტი ვმუშაობდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. აღმოჩენილი მაქვს ორი ვირუსი.
საქმე ეხება COVID19-ს.
დღესდღეობით
არსებული
ცოდნის
და
ინფორმაციის
საფუძველზე
მინდა
მოგაწოდოთ
ჩემი
შეხედულება COVID 19-
თან
დაკავშირებით.
COVID19-ის
მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია
( უფრო
სწორედ
ვირუსის
რაოდენობის
შემცირება reduction of virus load ) შესაძლებელია
ორი
პრეპარატის
გამოყენებით.
ამ
შეთავაზების
დეტალური
ინფორმაცია და
დასაბუთება ქართულად (შემცირებული
ვარიანტი),
ინგლისურად
და
რუსულად
მოცემულია
დანართში.
დღეს შევხვდი ბატონ ამირანს და მის თანამშრომლებს. მათი რჩევით გიკავშირდებით თქვენ და ქალბატონ თამარს რათა ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი გახდეს კლინიკურ ჯგუფთან.
პატივისცემით,
ალექსანდრე ანჯაფარიძე
Dr. Alexander Andjaparidze M.D. Sc.D. M.S. e-mail: aandja@yahoo.com Mob.: +995 571 40 44 39 Tel.: +995 322 93 17 00