საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ იხილოთ დანართში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს საორიენტაციო პროცედურებთან დაკავშორებული კითხვარი.
კითხვარი შეგიძლიათ შეავსოთ:
1) საბჭოს სხდომის მსვლელობისას (სხდომაზე დაგირიგდებათ ამობეჭდილი ვერსია);
2) ელექტრონულად სხდომამდე და გამოაგზავნოთ შევსებული კითხვარი სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admin@georgia-ccm.ge; secretary@georgia-ccm.ge
3) შევსებული კითხვარი მოიტანოთ სხდომაზე.
აქვე შეგახსნებთ, რომ საბჭოს 95-ე სხდომა გაიმართება ხვალ, 11 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში, მე-8 სართულზე, ბრიფინგის დიდ დარბაზში.
პატივისცემით,
ნათია
საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გთხოვთ იხილოთ დანართში ქსს-ს გარდამავალი გეგმის დოკუმენტის სამოქმედო გეგმის განახლებული ვერსია, რომელშიც ასახულია დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიმდინარე სტატუსი. აგრეთვე დანართის სახით გიგზავნით საბჭოს სახელმძღვანელო დოკუმენტს. ექსპერტები სხდომაზე განსახილველად წარადგენენ დოკუმენტის შემოთავაზებულ მოდიფიკაციებს.
პატივისცემით,
ნათია
вт, 3 дек. 2019 г. в 17:40, Natia Khonelidze <natia.khonelidze70@gmail.com>:საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს 95-ე სხდომაზე, რომელიც გაიმართება 11 დეკემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შენობაში, მე-8 სართულზე, ბრიფინგის დიდ დარბაზში.
როგორც მოგეხსენებათ, საბჭოს ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 5-13 დეკემბერს დასკვნითი ვიზიტით ქვეყანაში იმყოფებიან Euro Health Group ექსპერტები, ბ-ნი ტიმ კლერი და ქ-ნი სანია მატოვიჩი. სხდომის მსვლელობისას, კონსულტანტები წარადგენენ საბჭოს მართვის სახელმძღვანელოს შემოთავაზებულ მოდიფიკაციებს, საბჭოს თვით-შეფასების შედეგებს, შედეგებზე დაყრდნობით მოხდება საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერების სფეროების განხილვა. კონსულტანტები ასევე წარუდგენენ წევრებს საორიენტაციო მასალას. მოხდება ქსს-ს გარდამავალი გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიის საბჭოსთვის გადაცემა და 2020 წლის იანვარი - აპრილი პერიოდისთვის დისტანციური საკონსულტაციო დახმარების სასურველი მიმართულებების განხილვა.
დანართის სახით განმეორებით გიგზავნით საბჭოს მიერ მოწონებული გარდამავალი გეგმის საბოლოო სამუშაო ვერსიას და სხდომის დღის წესრიგის სამუშაო ვერსიას.
მოგმართავთ თხოვნით დაადასტუროთ თქვენი ან თქვენი ალტერნატიული წევრის დასწრება სხდომაზე არაუგვიანეს 2019 წლის 9 დეკემბრის, 18:00 საათისა.
წინასწარ გიხდით მადლობას დასწრებისთვის და აქტიური მონაწილეობისთვის.
პატივისცემით,
ნათია ხონელიძე