საბჭოს პატივცემულო წევრებო,
როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში დგას საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევის საკითხი.
საქართველოს მთავრობის №220 დადგენილებით დამტკიცებული საბჭოს დებულების და საბჭოს მართვის სახელმძვანელოს თანახმად საბჭო თავის წევრთა შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს. (დადგენილება - მუხლი 3. პუნქტი 3, სახელმძღვანელო – პუნქტი- 46).
თავმჯდომარის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია საბჭოს მმართველობითი დოკუმენტების მეშვეობით (დადგენილება - მუხლი 3, პუნქტი 4, სახელმძღვანელო - პუნქტი 52).
როგორც მოგეხსენებათ, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით თავმჯდომარის პოტენციურ კანდიდატებად არ განიხილებიან: გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღები (PR), კონტრაქტორები და სუბკონტრაქტორები (SRs and SSRs), აგრეთვე მართვის სახელმძღვანელოს თანახმად საბჭოს ალტერნატიული წევრები.
საბჭოს სამდივნო მოგმართავთ თხოვნით, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით, მოახდინოთ კანდიდატ(ებ)ის ნომინირება საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე მიმდინარე წლის 17 ივლისის 18:00 საათამდე.
საბჭოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება საბჭოს სხდომაზე ან ელექტრონული კენჭისყრის გზით.
დანართის სახით გაწვდით:
· ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს მართვის სახელმძღვანელოს
· საქართველოს მთავრობის დადგენილება №220-ს;
· ქვეყნის საკოოდინაციო საბჭოს წევრების სრულ სიას
პატივიცემით,
სამდივნო