From : Nino Tsilosani <n.tsilosani@vmk.ge>
To : მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სამდივნო <giorgi.basoshvili@mrdi.gov.ge>
Subject : Re: მთის საბჭოს სხდომა -14
Cc : ggakharia@gov.ge; Maya Tskitishvili <m.tskitishvili@mrdi.gov.ge>; nturnava@moesd.gov.ge; vgomelauri@mia.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; etikaradze@yahoo.de; mchkhenkeli@mes.gov.ge; levan.davitashvili@mepa.gov.ge; zgabunia@parliament.ge; zazagabunia@gmail.com; tripolskiirakli@gmail.com; etripolski@parliament.ge; kvaraiamerab@gmail.com; ikovzanadze@parliament.ge; kkuchava@parliament.ge; paata898@gmail.com; koba.lursmanashvili@mail.ru; klursmanashvili@parliament.ge; gocha enukidze <gochaenukidze@gmail.com>; genukidze@parliament.ge; gogagulordava@gmail.com; g.kopa02@mail.ru; anzor.bolkvadze.60@gmail.com; g.samkharauli@gmail.com; emkoiani@parliament.ge; emkoian@parliament.ge; kokriashvili@parliament.ge; kakha.okriashvili@gmail.com; smakhatadze@parliament.ge; sulkhan-makhatadze@mail.ru; vjafaridze@mail.ru; miriantsiklauri@yahoo.com; karlo.kopaliani@yahoo.com; t.rijvadze@ajara.gov.ge; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>; Ilia Begiashvili <i.begiashvili@mrdi.gov.ge>; ssubari@geo.gov.ge; nasaraiazurab@gmail.com; Zurab Nasaraia <zurab.nasaraia@guria.gov.ge>; a.japaridze72@gmail.com; b.amiranashvili@s-j.gov.ge; shakokereselidze@yahoo.com; Shalva Kereselidze <shalva.kereselidze@mtskheta-mtianeti.gov.ge>; amotserelia@gmail.com; sh.rekhviashvili23@gmail.com; giorgi.khojevanishvili@yahoo.com; Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>; iraklikadagishvili@gmail.com; animosoian@gmail.com; ninotsmindagamgeoba@gmail.com; Avtandil.ugrekhelidze@gmail.com; sekhniashvilizura2@gmail.com; INFO <info.dusheti@dusheti.gov.ge>; kakhaber77@gmail.com; zagashvili@gmail.com; Aleksandre Zagashvili <a.zagashvili@kazbegi.gov.ge>; gotsa@geographic.ge; tchiburdanidze@yahoo.com; arab.av@gmail.com; Giorgi Dididze <g.dididze@mrdi.gov.ge>
Received On : 11.02.2020 12:30

გიდასტურებთ. 

Sent from my iPhone

On Feb 10, 2020, at 3:01 PM, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სამდივნო wrote:



მოგესალმებით,

 

გაცნობებთ რომ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-14 სხდომა იმართება ელექტრონული ფორმით.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-14 სხდომის ელექტრონულად ჩატარება განაპირობა იმ დასახლებების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში დამატების საჭიროებამ, რომლებიც აკმაყოფილებენ საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ასევე „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებებისა და საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებში ტექნიკური ხასიათის ცვლილების საჭიროებამ.

 

დღის წესრიგი და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხები თანდართულია. ასევე აქვე წარმოგიდგენთ თითოეულ განსახილველ საკითხთან მიმართებაში მოკლე ანოტაციას.

 

 

საკითხი #1. „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ დასახლების დამატების საკითხის განხილვა;

 

საკითხზე თანხმობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის სხდომაზე წარდგენილი იქნება საკითხი 6  დასახლების „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ დამატების თაობაზე.

აღნიშნულის საფუძველი გახლავთ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) შუამდგომლობა. სამინისტროს შუამდგომლობა ეყრდნობა სამინისტროს მიერ, მუნიციპალიტეტების მომართვის საფუძველზე, განმეორებით გადამოწმებული მონაცემების შესაბამისობას მთის საბჭოს მიერ დაწესებულ კრიტერიუმებთან (დეტალური ინფორმაცია დასახლებების მიხედვით თანდართულია -  დანართი 1).

ეს დასახლებები არის 1 გურჯაანის მუნიციპალიტეტში (კახეთი), 1 დუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთი), 2 საჩხერის მუნიციპალიტეტში (იმერეთი) და 2 ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლი, ქარელის მუნიციპალიტეტის ეს 2 დასახლება არის ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის პირას მდებარე დასახლებები):

  • მელაანი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი (1079 მოსახლე 2014 წლის აღწერის მიხედვით, 1288 მოსახლე 2019 წლის რეგისტრაციის მიხედვით), დანართი #1.1
  • ახალციხე - დუშეთის მუნიციპალიტეტი (23 მოსახლე 2014 წლის აღწერის მიხედვით, 37 მოსახლე 2019 წლის რეგისტრაციის მიხედვით), დანართი #1.2
  • სპეთი - საჩხერის მუნიციპალიტეტი (642 მოსახლე 2014 წლის აღწერის მიხედვით, 981 მოსახლე 2019 წლის რეგისტრაციის მიხედვით), დანართი #1.3
  • ჭალოვანი - საჩხერის მუნიციპალიტეტი (594 მოსახლე 2014 წლის აღწერის მიხედვით, 843 მოსახლე 2019 წლის რეგისტრაციის მიხედვით), დანართი #1.3
  • დვანი - ქარელის მუნიციპალიტეტი (763 მოსახლე 2014 წლის აღწერის მიხედვით, 996 მოსახლე 2019 წლის რეგისტრაციის მიხედვით), დანართი #1.4
  • კნოლევი - ქარელის მუნიციპალიტეტი (244 მოსახლე 2014 წლის აღწერის მიხედვით, 371 მოსახლე 2019 წლის რეგისტრაციის მიხედვით), დანართი #1.4

 სულ ამ 6 დასახლებაში 2014 წლის აღწერით ფიქსირდება 3 345, ხოლო 2019 წლის რეგისტრაციით 4 516 მოსახლე.

წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 1,02 მილიონი ლარი (დამოკიდებული არის რეალურად რამდენი მოსახლე ისარგებლებს). ამოქმედება განხორციელდება მთავრობის გადაწყვეტილებისთანავე.

 

 

 

საკითხი #2. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების მოწონება;

 

წარმოდგენილი კანონპროექტით (დანართი #2) შემოდის დამატებითი კრიტერიუმი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრულ კრიტერიუმებზე, კერძოდ:

  1. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე  დასახლებებს, რომლებიც არანაკლებ 800 მეტრზე მდებარეობს მიენიჭოს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი კრიტერიუმების განხილვის გარეშე

ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს 116 დასახლება (10 მუნიციპალიტეტი; 2014 წლის აღწერით 46 352 ადამიანი, 2019 წელს რეგისტრირებულია 52 724) აღნიშნული 116 დასახლებიდან 59 დასახლებას (2014 წლის აღწერით 11 544 ადამიანი, 2019 წელს რეგისტრირებულია 14 411) აქვს სტატუსი სხვადასხვა საფუძველზე (მათ შორის, სიმაღლიდან გამომდინარე). დარჩენილი 57 დასახლებიდან 800 მეტრ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე და მის ზემოთ მდებარეობს 19 დასახლება (ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების დვანისა და კნოლევის გამოკლებით, რომელთა პარამეტრები აკმაყოფილებს კრიტერიუმებს).  აღნიშნული 19 დასახლებიდან (დეტალური ჩამონათვალი თან ერთვის, დანართი #2.1) 11 მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლი) და 8 მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთი).

აღნიშნული 19 დასახლებისთვის (2014 წლის აღწერით 10 969 ადამიანი, 2019 წელს რეგისტრირებულია 13 882) კრიტერიუმების (გარდა 800 მეტრი სიმაღლე და მის ზევით მდებარეობა) გარეშე სტატუსის მინიჭების შემთხვევაში წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 3,1 მილიონი ლარი. 

 

  1. 2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად არსებული 9 თვის ფაქტობრივად ცხოვრების პირობის ნაცვლად  განისაზღვროს მხოლოდ 6 თვე.

2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებთან დაკავშირებით ნაცვლად 9 თვის პერიოდში ცხოვრებისა 6 თვით ცხოვრების სავალდებულოდ ჩათვლის შემთხვევაში - წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 0,2 – 0,5 მილიონი ლარი.

2000-ზე ან მეტი ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობს საქართველოს 95 დასახლება -  7 980 მოსახლე, მათ შორის ახმეტის მუნიციპალიტეტში 39 დასახლება, დუშეთის მუნიციპალიტეტში 7 დასახლება, თიანეთის მუნიციპალიტეტში 1 დასახლება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 20 დასახლება, ლენტეხის მუნიციპალიტეტში 1 დასახლება, მესტიის მუნიციპალიტეტში 7 დასახლება, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 1 დასახლება, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2 დასახლება, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 14 დასახლება, გორის მუნიციპალიტეტში 2 დასახლება და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 1 დასახლება (დეტალური ჩამონათვალი თან ერთვის, დანართი #2.2).

 

  1. მუნიციპალიტეტებს, რომელთა დასახლებების 80%-ს და მეტს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული, იმავე მუნიციპალიტეტში შემავალ დანარჩენ დასახლებებსაც მიენიჭოთ  სტატუსი კრიტერიუმების განხილვის გარეშე, თუ ასეთი დასახლებები 800 მეტრ და მეტ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობენ. ამასთან, აღნიშნული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებთან მიმართებაში მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისაღებად განისაზღვრება 1000 მეტრი ან მის ზემოთ ჰიფსომეტრიულ სიმაღლეზე მდებარეობა.

საქართველოში ოთხი მუნიციპალიტეტია, რომელთა დასახლებების 80% და მეტი სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში თიანეთის (1 დასახლება), დმანისის (9 დასახლება), ასპინძისა (2 დასახლება) და დუშეთის (27 დასახლება) მუნიციპალიტეტების 39 დასახლებას (დანართი #2.3), რომელიც ზღვის დონიდან 800 მეტრზე ზემოთ მდებარეობს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, მათ შორის ერთ ადმინისტრაციულ ცენტრს (ქალაქი დმანისი, დმანისის მუნიციპალიტეტი), რომელიც 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს.

 

აღნიშნული 39 დასახლებისთვის (2014 წლის აღწერით 9 751 ადამიანი, 2019 წელს რეგისტრირებულია 11 981) სტატუსის მინიჭების შემთხვევაში წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 4,9 მილიონი ლარი

 

კანონის ცვლილების მიღების შემთხვევაში მთის სტატუსის მინიჭება განხორციელდება 58 დასახლებისათვის 25 863 რეგისტრირებული მოსახლით (2014 წლის აღწერით 20 720 მოსახლით). წლიური ხარჯი სავარაუდოდ იქნება დაახლოებით 8,2 მილიონი ლარი.

კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებით სარგებლობის მიზნებისათვის ამოქმედების ვადად კანონპროექტით შემოთავაზებული არის 2020 წლის 1 აპრილი (დაზუსტდება პარლამენტში პროცედურების შესაბამისად).

 

საკითხი #3. მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მისანიჭებლად დადგენილ კრიტერიუმებში ცვლილების მოწონების საკითხის განხილვა;

 

წარმოდგენილი არის მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მიერ დადგენილ კრიტერიუმებში ტექნიკური ცვლილების პროექტი (დანართი #3). ცვლილებით ზუსტდება ფორმულირება, კერძოდ, 1000 მეტრზე და ასევე 800 მეტრზე განთავსებულ დასახლებებთან მიმართებაში და დღეს მოქმედი ფორმულირება ჩამოყალიბდება იმგვარად რომ მოიცავდეს როგორც 800 მეტრს და 1000 მეტრს, ისევე როგორც მის ზემოთ მდებარეობასთან მიმართებაში შესაბამისი რაოდენობის კრიტერიუმების საჭიროებას.

შემოთავაზებული ახალი ფორმულირება:

„სტატუსის მინიჭების პირობა: მიზანშეწონილია, სოფელს/დაბას მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს შემდეგ შემთხვევებში:

  • თუ ზღვის დონიდან 1000 მეტრისზე ან მის ზემოთ მდებარეობს და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ერთ კრიტერიუმს;
  • თუ დასახლება ზღვის დონიდან 800-დან მეტრზე ან მის ზემოთ 1000 მეტრამდე სიმაღლეზეა, ან მისი რომელიმე დასახლებული ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 800 მეტრიან იზოჰიფსზე, და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ორ კრიტერიუმს.“

 

გთხოვთ თქვენი პოზიცია დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხთან თითოეულ საკითხთან დაკავშირებით (ვეთანხმები/არ ვეთანხმები) დააფიქსიროთ 2020 წლის  11  თებერვლის ჩათვლით.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.

 

 

 

 

პატივისცემით,

 

გიორგი ბასოშვილი

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანი

სამმართველოს უფროსი

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველო

რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ქ.თბილისი ალ. ყაზბეგის გამზ. N12

მობ: + 995 5 93 47 58 74

ტელ: +995 32 2 510 746

ელ. ფოსტა: g.basoshvili@mrdi.gov.ge

 

 

 

 

 

<საკითხი 1.rar>
<საკითხი 2.rar>
<საკითხი 3 - კრიტერიუმები.docx>