On 2020-01-27 00:17, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სამდივნო wrote:
> მოგესალმებით,
>
> გაცნობებთ, რომ მთის
> განვითარების ეროვნული
> საბჭოს თავმჯდომარის
> გადაწყვეტილებით, მთის
> განვითარების ეროვნული
> საბჭოს მე-13 სხდომა
> იმართება ელექტრონული
> ფორმით. დღის წესრიგს და
> დღის წესრიგით
> გათვალისწინებულ საკითხი
> თანდართულია.
>
> მთის განვითარების
> ეროვნული საბჭოს მე-13
> სხდომის ელექტრონულად
> ჩატარება განაპირობა
> „საქართველოს 2020 წლის
> სახელმწიფო ბიუჯეტის
> შესახებ“ საქართველოს
> კანონით გათვალისწინებული
> მაღალმთიანი დასახლებების
> განვითარების ფონდის (20
> მილიონი ლარი) განაწილების
> საჭიროებამ.
>
> წარმოდგენილი საქართველოს
> მთავრობის განკარგულების
> პროექტით, 10 000 000 (ათი მილიონი)
> ლარი გამოეყოფა
> საქართველოს გარემოს
> დაცვისა და სოფლის
> მეურნეობის სამინისტროს
> ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის
> მეურნეობის განვითარების
> სააგენტოს, ხოლო 10 000 000 (ათი
> მილიონი) ლარი გამოიყოფა
> რეგიონებში
> განსახორციელებელი
> პროექტების ფონდში
> მაღალმთიან დასახლებებში
> ინფრასტრუქტურული
> პროექტების
> განსახორციელებლად.
>
> თან ვურთავთ, საქართველოს
> გარემოს დაცვისა და სოფლის
> მეურნეობის სამინისტროს
> ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის
> მეურნეობის განვითარების
> სააგენტოს მიერ
> პროგრამებად ჩაშლილ
> ინფორმაციას ამ ეტაპზე
> პოტენციური
> ბენეფიციარებით. ხოლო
> რეგიონებში
> განსახორციელებელი
> პროექტების ფონდიდან
> მიღებული ფინანსური
> რესურსით მაღალმთიან
> დასახლებებში
> დასაფინანსებელი
> ინფრასტრუქტურული
> პროექტების შესახებ
> ინფორმაციას მოგაწვდით
> დამატებით ეტაპობრივად, ამ
> პროექტებისთვის
> განკუთვნილი ფინანსური
> სახსრების განაწილებამდე.
>
> ზემოაღნიშნულიდან
> გამომდინარე, გთხოვთ
> თქვენი პოზიცია დღის
> წესრიგით წარმოდგენილ
> საკითხთან დაკავშირებით
> (ვეთანხმები/არ ვეთანხმები)
> დააფიქსიროთ 2020 წლის 29
> იანვრის ჩათვლით.
>
> მადლობას გიხდით
> თანამშრომლობისათვის.
>
> პატივისცემით,
>
> გიორგი ბასოშვილი
>
> მთის განვითარების
> ეროვნული საბჭოს მდივანი
>
> სამმართველოს უფროსი
>
> მაღალმთიანი რეგიონების
> განვითარების სამმართველო
>
>
> რეგიონული და მთის
> განვითარების
> დეპარტამენტი
>
> საქართველოს რეგიონული
> განვითარებისა და
> ინფრასტრუქტურის
> სამინისტრო
>
> ქ.თბილისი ალ. ყაზბეგის
> გამზ. N12
>
> მობ: + 995 5 93 47 58 74
>
> ტელ: +995 32 2 510 746
>
> ელ. ფოსტა: g.basoshvili@mrdi.gov.ge [1]
>
> _ _
>
>
>
> Links:
> ------
> [1] mailto:g.basoshvili@mrdi.gov.ge
მოგესალმებით,
ვეთანხმები