მოგესალმებით ,გასაგებია ქ-ნ მაია , მე ვეთანხმები თქვენს შემოთავაზებას.პატივისცემით ,ალექსანდრე მოწერელიაSent from my iPhoneOn Dec 11, 2019, at 12:43, Maya Tskitishvili <m.tskitishvili@mrdi.gov.ge> wrote:მოგესალმებით,
პირველ რიგში, მადლობა გამოხმაურებისთვის.
მინდა დავაზუსტო, რომ მთის ფონდის თანხის წარმოდგენილი ცვლილება ეხება 2019 წელს უკვე გამოყოფილი თანხიდან აუთვისებელი თანხის გადატანას იმ პროექტებში, რომლებიც უკვე მიმდინარეობს.
მზის პანელებზე თავდაპირველად გამოყოფილი თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი მოსახლეობის ფაქტობრივი რაოდენობის ზრდის გამო და თანხის დამატება საჭიროა უკვე იდენტიფიცირებულ ოჯახებში მზის პანელების დასამონტაჟებლად. ამ თანხის დამატებით, სამწუხაროდ, არ ჩნდება ახალი ბენეფიციარების დამატების შესაძლებლობა, რაზეც წერდა გიგი ხოჯევანიშვილი.
ინფრასტრუქტურული პროექტების დამატებით 2,2 მლნ ლარის დაფინანსება შესაძლებელი გახდა სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართული ბენეფიციარებით ნაკლები აქტიურობის შედეგად.
თანხა მიემართება იმ პროექტებზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს და სადაც კონტრაქტორმა შეძლო 2019 წლისთვის დადგენილი გეგმის გადაჭარბება. რადგანაც მთის ფონდში გაჩნდა ე.წ. „თავისუფალი რესურსი“, გთავაზობთ მივმართოთ ეს თანხები ქვემოთ მოცემული შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაფინანსებაზე უკვე 2019 წელს, ნაცვლად 2020 წლის იანვრისა.
2019 წელს დასაფინანსებელი გარდამავალი პროექტები
სტატუსი
1
ამბროლაური
ქ. ამბროლაურში გურგენიძის ქუჩის მეორე რიგის სარეაბილიტაციო სამუშაოები
396,707.00
სამუშაოები შესრულებულია
2
ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ჭელიაღელე-თლუღი-ხოტევის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
152,928.31
სამუშაოები შესრულებულია
3
ონი
სოფელ ღარში შიდასასოფლო გზის ასფალტირება სანიაღვრე არხების გათვალისწინებით. (მეოტე ეტაპი)
499,500.00
სამუშაოები შესრულებულია
4
გურჯაანი
სოფელ არაშენდაში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია
503,443.00
მიმდინარე
5
კასპი
კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების ვაკე-პანტიანის მისასვლელი/ დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მოასფალტება I ეტაპი
659,167.00
სამუშაოები დასრულებულია და საზედამხედველო კომპანიის მიერ გაცემულია დასკვანა.
6
სულ
2,211,745.31
რაც შეეხება ქალბატონ თეას, ნინოს და სხვა კოლეგების მოსაზრებებს დაპირებების შესრულების თაობაზე, 2020 წლის თანხების განაწილებისას ვიმსჯელოთ თუ რა ღონისძიებები უნდა დაფინანსდეს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან.
ამ ეტაპზე ვსაუბრობთ 2019 წლის ბოლომდე დასაფინანსებელ პროექტებზე, რაზეც გთხოვთ თქვენს თანხმობას.
პატივისცემით,
მაია ცქიტიშვილი
From: Tea Tsulukiani <ttsulukiani@justice.gov.ge>
Sent: Tuesday, December 10, 2019 10:54 AM
To: მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სამდივნო <giorgi.basoshvili@mrdi.gov.ge>; ggakharia@gov.ge; Maya Tskitishvili <m.tskitishvili@mrdi.gov.ge>; nturnava@moesd.gov.ge; vgomelauri@mia.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; etikaradze@moh.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; levan.davitashvili@mepa.gov.ge; zgabunia@parliament.ge; zazagabunia@gmail.com; tripolskiirakli@gmail.com; etripolski@parliament.ge; kvaraiamerab@gmail.com; ikovzanadze@parliament.ge; kkuchava@parliament.ge; azoidze@parliament.ge; paata898@gmail.com; koba.lursmanashvili@mail.ru; klursmanashvili@parliament.ge; gocha enukidze <gochaenukidze@gmail.com>; genukidze@parliament.ge; gogagulordava@gmail.com; g.kopa02@mail.ru; anzor.bolkvadze.60@gmail.com; g.samkharauli@gmail.com; Nino Tsilosani <n.tsilosani@vmk.ge>; emkoiani@parliament.ge; emkoian@parliament.ge; kokriashvili@parliament.ge; kakha.okriashvili@gmail.com; smakhatadze@parliament.ge; sulkhan-makhatadze@mail.ru; vjafaridze@mail.ru; miriantsiklauri@yahoo.com; karlo.kopaliani@yahoo.com; t.rijvadze@ajara.gov.ge; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>; Ilia Begiashvili <i.begiashvili@mrdi.gov.ge>; ssubari@geo.gov.ge; nasaraiazurab@gmail.com; a.japaridze72@gmail.com; b.amiranashvili@s-j.gov.ge; shakokereselidze@yahoo.com; amotserelia@gmail.com; sh.rekhviashvili23@gmail.com; giorgi.khojevanishvili@yahoo.com; Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>; iraklikadagishvili@gmail.com; animosoian@gmail.com; Avtandil.ugrekhelidze@gmail.com; sekhniashvilizura2@gmail.com; kakhaber77@gmail.com; zagashvili@gmail.com; gotsa@geographic.ge; tchiburdanidze@yahoo.com; arab.av@gmail.com
Subject: RE: მთის საბჭოს სხდომა - 12
მოგესალმებით,
თანხის ამგვარი გადანაწილებას არ ვეთანხმები და არა იმიტომ, რომ მიუღებელი ან ცუდი აზრია.
ჩემი თხოვნა იქნებოდა, განგვეხილა შესაძლებლობა, რომ ეს თანხა მიმართულიყო სრულად იმ დაპირებებზე, რომლებიც გაიცა, განსაკუთრებით კი საპრეზიდენტო არჩევნებისას და დღემდე არ შესრულებულა. როგორც ვიცი, ამგვარი დაპირებების ინვენტარიზაცია არის გაკეთებული, თუ არ არის გაკეთებული, მარტივად გასაკეთებელია, რადგან ღია შეხვედრების ფარგლებში მრავლად გვისაყვედურეს ყველას, რომ ესა და ეს პირი ამა და ამ სოფელს ამას და ამას დაპირდა და არ სრულდება და ამ ადგილას „ფეხს ვეღარ მოადგამთ“ 2020 წელსო.
არა მხოლოდ ეს თანხა, არამედ ყველა აუთვისებელი თანხა ამ დაპირებებზე უნდა მიიმართოს, ჩემი აზრით.
თუ რომელიმე დაპირება იყო ფანფარონული და საერთოდ არ უნდა გაკეთებულიყო, რადგან ვერაფრით საბუთდება, მრავლად არის ისეთები, რომლებიც სწორი დაპირებებია, რადგან სოფელს მოცემული სჭირდება.
იმ შეხვედრებზე, სადაც მე ვიყავი, ყველგან საბოლოო პასუხი იყო ის, რომ მერი ან სხვა დაპირდა, რადგან თბილისიდან იყო მწვანე შუქი. ახლა თბილისმა კეთილი ვინებოთ და ეს როგორმე „ვზიდოთ“.
პატივისცემით,
თეა
From: მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სამდივნო [mailto:giorgi.basoshvili@mrdi.gov.ge]
Sent: 2019 წლის 10 12, სამშაბათი 10:40
To: ggakharia@gov.ge; Maya Tskitishvili <m.tskitishvili@mrdi.gov.ge>; nturnava@moesd.gov.ge; vgomelauri@mia.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; Tea Tsulukiani <ttsulukiani@justice.gov.ge>; etikaradze@moh.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; levan.davitashvili@mepa.gov.ge; zgabunia@parliament.ge; zazagabunia@gmail.com; tripolskiirakli@gmail.com; etripolski@parliament.ge; kvaraiamerab@gmail.com; ikovzanadze@parliament.ge; kkuchava@parliament.ge; azoidze@parliament.ge; paata898@gmail.com; koba.lursmanashvili@mail.ru; klursmanashvili@parliament.ge; gocha enukidze <gochaenukidze@gmail.com>; genukidze@parliament.ge; gogagulordava@gmail.com; g.kopa02@mail.ru; anzor.bolkvadze.60@gmail.com; g.samkharauli@gmail.com; Nino Tsilosani <n.tsilosani@vmk.ge>; emkoiani@parliament.ge; emkoian@parliament.ge; kokriashvili@parliament.ge; kakha.okriashvili@gmail.com; smakhatadze@parliament.ge; sulkhan-makhatadze@mail.ru; vjafaridze@mail.ru; miriantsiklauri@yahoo.com; karlo.kopaliani@yahoo.com; t.rijvadze@ajara.gov.ge; Mzia Giorgobiani <m.giorgobiani@mrdi.gov.ge>; Ilia Begiashvili <i.begiashvili@mrdi.gov.ge>; ssubari@geo.gov.ge; nasaraiazurab@gmail.com; a.japaridze72@gmail.com; b.amiranashvili@s-j.gov.ge; shakokereselidze@yahoo.com; amotserelia@gmail.com; sh.rekhviashvili23@gmail.com; giorgi.khojevanishvili@yahoo.com; Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>; iraklikadagishvili@gmail.com; animosoian@gmail.com; Avtandil.ugrekhelidze@gmail.com; sekhniashvilizura2@gmail.com; kakhaber77@gmail.com; zagashvili@gmail.com; gotsa@geographic.ge; tchiburdanidze@yahoo.com; arab.av@gmail.com
Subject: მთის საბჭოს სხდომა - 12
მოგესალმებით,
მთის განვითარების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გაცნობებთ რომ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მე-12 სხდომა იმართება ელექტრონული ფორმით. დღის წესრიგს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხი თანდართულია.
კომისიის მე-12 სხდომის ჩატარება განაპირობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულმა წერილმა (იხ.დანართი), რომლის თანახმად რიგი მიზეზების გამო, 2019 წლის ბოლომდე, ვერ ხერხდება მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხებიდან 3 290 000 ლარის ათვისება.
როგორც მოგეხსენათ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან გამოყოფილი დაფინანსებით (2000000 ლარი) ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილ მაღალმთიან დასახლებებში მზის პანელების შესყიდვას და ბენეფიციარებისათვის დამონტაჟებას. გამომდინარე იქედან, რომ შეიქმნა შესაძლებლობა სხვა პროგრამებზე 3 290 000 ლარის გასანაწილებლად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუძლია 960 100 ლარი დამატებით მიმართოს მზის პანელებით ბენეფიციართა უზრუნველსაყოფად, რომლებიც დღეის მდგომარეობით არის იდენტიფიცირებული, ხოლო დარჩენილი 2 329 900 ლარი მიმართოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში მაღალმთიან დასახლებებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენი პოზიცია დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით (ვეთანხმები/არ ვეთანხმები) დააფიქსიროთ 2019 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით. მადლობას გიხდით თანამშრომლობისათვის.
პატივისცემით,
გიორგი ბასოშვილი
სამმართველოს უფროსი
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სამმართველო
რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ქ.თბილისი ალ. ყაზბეგის გამზ. N12
მობ: + 995 5 93 47 58 74
ტელ: +995 32 2 510 746
ელ. ფოსტა: g.basoshvili@mrdi.gov.ge