From : George Volski <giavolski@gmail.com>
To : INFORM <inform.ge@gmail.com>
Subject : Re: მთავარი გზავნილები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით
Cc : mbakhtadze@gov.ge; Tea Tsulukiani <ttsulukiani@justice.gov.ge>; Giorgi Gakharia <ggakharia@mia.gov.ge>; mbatiashvili@mes.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; nturnava@moesd.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; ლევან დავითაშვილი <levan.davitashvili@moa.gov.ge>; Levan Davitashvili <davitashvili@gmail.com>; Ketevan Tsikhelashvili <ktsikhelashvili@smr.gov.ge>; lizoria <lizoria@mod.gov.ge>; Davit Zalkaliani <dzalkaliani@mfa.gov.ge>; shtadumadze@pog.gov.ge; kkakhishvili@gov.ge; Giochola@hotmail.com; zurab_abashidze@hotmail.com; kakha kala <kakha4@gmail.com>; i.chikovani@gov.ge; ssubari@gov.ge; dsergeenko@gov.ge; mikheil dundua <mikhaeldundua@gmail.com>; Nino Giorgobiani <mianino81@gmail.com>; Mako M <makom1976@gmail.com>; Davit Qwerty <dodikka@gmail.com>; Maia Tabagari <maiatabagari@gmail.com>; Giorgi Tkemaladze <g_tkemaladze@yahoo.com>; Giga Akhvlediani <g.akhvlediani1@gmail.com>; marika darchia <mdarchia@hotmail.com>; ttaliashvili@hotmail.com; Kate Jokhadze <katejokhadze@hotmail.com>; lado55555@list.ru; Gogliko Muskhelishvili <muskhelishvili.g@gmail.com>; Rima Beradze <rimaberadze@gmail.com>; Shalva Ogbaidze <shalvaogbaidze@yahoo.com>; dutmelidze@gmail.com; IRI AZNAURI <irine.tskondia.90@mail.ru>; Beqa Davituliani <beqadavituliani@gmail.com>; tinatin nibloshvili <Tinatin.nibloshvili@gmail.com>; ირაკლი ზარქუა <irakliz123@yahoo.com>; Law Self-Government <giorgichakvetadze94@yahoo.com>; japaridze_L@yahoo.com; Tedo Isakadze <isakadzetedo@gmail.com>; Kukho Er <kuxoer@yahoo.com>; ankalashkhi9@gmail.com; Levan Zhorzholiani <levanzhorzholiani92@gmail.com>; Nino latsabidze <ninocityhall@gmail.com>; rezi sokhadze <rezisokhadze@gmail.com>; Giodoxa@yahoo.com; otar grigolia <grigolas86@gmail.com>; Nona Kandiashvili <nkandiashvili@gmail.com>; Irakli Kobakhidze <ikobakhidze@yahoo.com>; Sophie Sopo <sophie_sopo@yahoo.com>; ikseso2005@yahoo.com; mamuka mdinaradze <mamuka@mdinaradze.com>; Irina Pruidze <irinapruidze@gmail.com>; Akaki Zoidze <k.zoidze@curatio.com>; a.kantaria@mail.ru; Roman Kakulia <adukakulia@yahoo.com>; Irakli Tripolski <tripolskiirakli@gmail.com>; ბიძინა გეგიძე <b.gegidze@yahoo.com>; Zaza Khutsishvili <zazabadzo@gmail.com>; nino goguadze <ngoguadze@hotmail.com>; ირაკლი აბუსერიძე <abu09@hotmail.fr>; beka.natsvlishvili@yahoo.com; Giorgi Mosidze <gmosidze@parliament.ge>; Mariam Jashi <mariam.jashi@gmail.com>; Ilia Tsulaia <ilia@archi.ge>; მიხეილ ყაველაშვილი <mikheilkava@hotmail.com>; Zaza Gabunia <zazagabunia.zg@gmail.com>; Koba Kobaladze <k070707k@gmail.com>; ლევან კობიაშვილი <levankobiashvili@yahoo.de>; vlkakhadze@gmail.com; რომან მუჩიაშვილი <r.muchiashvili@gmail.com>; Guram Macharashvili <Gmacharashvili@parliament.ge>; დავით სონღულაშვილი <dsongulashvili@adress.ge>; ირაკლი შიოლაშვილი <iraklishiolashvili@gmail.com>; Gela Samkharauli <g.samkharauli@gmail.com>; Ираклий Хахубия <I.khakhubia@gmail.com>; Otari Danelia <odanelia@gmail.com>; irakliberaia_dsc@yahoo.com; Irakli Beraia <irakliberaia@gmail.com>; Merab Kvaraia <kvaraiamerab@gmail.com>; ედიშერ თოლორაია <toloraia1978@gmail.com>; Goga Gulordava <gogagulordava@gmail.com>; Irakli Mezurnishvili <iraklimez@gmail.com>; გიორგი თოთლაძე <totladzegiorgi2016@gmail.com>; იოსებ მაკრახიძე <Iosebmakrakhidze@gmail.com>; პაატა მხეიძე <paatamkheidze@yahoo.com>; Giorgi Begadze <gbegadze@gmail.com>; Savalan Mirzoevi <mirzoevs@yahoo.com>; გოდერძი ჩანქსელიანი <g@bevrili.ge>; Gogi Meshveliani <gogi.meshveliani@gmail.com>; Kakha Okriashvili <kakha.okriashvili@gmail.com>; Lamia Gumbatova <ruslan.haciyev@yahoo.com>; Tamaz Naveriani <Tamaz.naveriani67@gmail.com>; gocha enukidze <gochaenukidze@gmail.com>; Nino Tsilosani <n.tsilosani@vmk.ge>; Archil Talakvadze <atalakvadze@gmail.com>; Genadi Margvelashvili <gimargveli@gmail.com>; otto otto <dimitrimkheidze@gmail.com>; Elguja Gotsiridze <elguja.gotsiridze@chachava.ge>; Koba Lursmanashvili <koba.lursmanashvili@mail.ru>; Kiknavelidze Shalva <shalvakiknavelidze@yahoo.com>; Paata Kvizhinadze <paata898@gmail.com>; grigol.mikeladze@mail.ru; სულხან მახათაძე <Sulkhanmakhatadze82@gmail.com>; კობა ნარჩემაშვილი <narchemashvilikoba@yahoo.com>; Tsotne Zurabiani <tsotnezurabiani@gmail.com>; Fati Khalvashi <fati.khalvashi@gmail.com>; Nukri Bejanidze <nukribejanidze@gmail.com>; ილია ნაკაშიძე <nakashidzeilia41@gmail.com>; gia kopadze <giakopadze07@gmail.com>; enzelmkoyan@gmail.com; Tamar Chugoshvili <tamarchugoshvili@gmail.com>; Tamara Khulordava <tamara.khulordava@gmail.com>; Sophio Katsarava <skatsarava@parliament.ge>; Kakha Kuchava <kakha@kuchava.ge>; zviad dzidziguri <Zviad64@hotmail.com>; Gia Jorjoliani <giajorjoliani@yahoo.com>; Irakli Kovzanadze <Ikovzanadze@parliament.ge>; Archil Khabadze <ArchilKhabadze@gmail.com>; xabelovileri@yahoo.com; vjafaridze@mail.ru; Isko Daseni <idaseni58@gmail.com>; Dimitri Samkharadze <ditoimereli@gmail.com>; miriantsiklauri@yahoo.com; Giorgi Kakhiani <g.kakhiani@yahoo.com>; Dimitri Tskitishvili <dimitrits@gmail.com>; გიგა ბუკია <Gigabukia@yahoo.com>; Rati Ionatamishvili <rionatamishvili@gmail.com>; Sos Sos <otarchrdileli@gmail.com>; Endzela Matchavariani <endzela1964@gmail.com>; gio ben <giobn77@gmail.com>; Karlo Kopaliani <karlo.kopaliani@yahoo.com>; Gugili Magradze <gugulimagradze@yahoo.com>; ruslan pogosyan <pogosyanruslan@gmail.com>; mahir darziev <m.darziev@gmail.com>; sam.s.manukyan@gmail.com; Shota Shalelashvili <shotashalelashvili@gmail.com>; Temur Kokhreidze <temoko7@gmail.com>; Davit Matikashvili <davit.matikashvili1@gmail.com>; george khatidze <gkhatidze@parliament.ge>; Anri Okhanashvili <aokhanashvili@parliament.ge>; Greta Tsitsava <gretalini@yahoo.com>; ana gochashvili <anngochashvili@gmail.com>; koka kandiashvili <bbbbk777@gmail.com>; Lasha Natsvlishvili <lasha@me.com>
Received On : 19.10.2019 15:52

ვფიქრობ საარჩევნო პოზიციაა ჩამოსაყალიბებელი ზოგადად და ამ საკითხზეც მათ შორის.

On Tue, Aug 6, 2019 at 10:03 AM INFORM <inform.ge@gmail.com> wrote:
მოკლე გზავნილები:

-        აგვისტოს ომი -  თანამედროვე  საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფურცელია.

-        საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას.

-        მშვიდობას, არ აქვს ალტერნატივა! ჩვენ მშვიდობიანი პოლიტიკით გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას!

-        რუსეთს არანაირი უფლება არ ქონდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის.

-        ოკუპაცია ვერ განოხრციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უგუნური და მოღალატეობრივი პოლიტიკა.

-        „ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო ნაციონალური მოძრაობისგან, რომლისთვისაც მთავარი იყოს ძალაუფლება შენრაჩუნება ნებმისმიერ ფასად და იყო „გარეთ მხდალი - შინ ძლიერი“.

-        პოლიტიკური ძალა, რომელმაც წააგო ომი, შემდეგ ტაბუ დაადო ამ თემას და ჩვენ დაღუპული ჯარისკაცებიც დატოვა ბრძოლის ველზე, დღეს კვლავ რევანშს ცდილობს.

-        დღეს  ანტისაოკუპაციო ძალას ირქმევს ის, ვინც თვითონ დაუშვა ოკუპაცია.

-        მავნებლური და დესტრუქციული ძალა, რომელის 2008-ში ჯარს შემოუძღვა, დღეს ცდილობს ეკონომიკურ სანქციებს შემოუძღვეს, რათა ადამიანების გაჭირვების ხარჯზე სცადოს ხელისუფლებაში დაბრუნება.


გზავნილები ვრცლად:

-     აგვისტო ომი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეს იყო ტრაგედია, რომელმაც დაგვაშორა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების იდეას და ჩვენს ძმებს, რომელსაც შეეწირა უდანაშაულო ადამიანების და ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე, ათასობით ადამიანს დააკარგვინა საკუთარი სახლ-კარი, რომლის შედეგადაც დამატებით დაიკარგა ქართული სოფლები და კოდორის ხეობა - შედეგად, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
საქართველო, ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება არასდროს შეეგუება ოკუპაციას და გონივრული და პრინციპული პოზიციით ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის გასაერთიანებლად.


დღეს ჩვენი ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, მაგრამ რუსეთს ომი წლების წინ აქვს დაწყებული. ის საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა და ეძებდა საბაბს შემოჭრილიყო საქართველოში და ეს საბაბი სააკაშვილმა მისცა.
რა თქმა უნდა, რუსეთს არანაირი უფლება არ ქონდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის.
ჩვენ ომს ვერ დავიწყებდით ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე!

 
მაგრამ, მიუხედავად რუსეთის ზრახვებისა, ეს ოკუპაცია ვერ განოხრციელდებოდა, რომ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების უგუნური და მოღალატეობრივი პოლიტიკა.


„ქართულ ოცნებას“ უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებისგან, რომლსაც 2 ძირითადი მახასიათებლით ქონდა:

1. მას სურდა ძალაუფლება ყველაფრის ფასად;

2. ის იყო გარეთ მხდალი - შინ ძლიერი;

 

1.      ძალაუფლება ნებისმიერ ფასად - ეს მახასიათებელი ყველაზე კარგად ვლინდება მათი ერთ-ერთი  იდეოლოგის (შოთა უტიაშვილის) განცხადებაში, რომ საქართველომ ამოისუნთქა 2008 წლის ომით. რეალურად, მიხეილ სააკაშვილმა და "ნაციონალურმა მოძრაობამ" ამოისუნთქა საქართველოს ხარჯზე და ამ ამოსუნთქვაში, მათ გადაიხადეს ქვეყნის ტერიტორიების 20%, დაკარგული სოფლები, დახოცილი ხალხი, კოდორი, ახალგორი და ა.შ. და წარმატებად ჩათვალეს, რომ „ტანკმა ორჭოსანთან აუხვია“. რეალურად, 2008 წელს დაზიანდა ყველა და ყველაფერი სააკაშვილის გარდა, რომელმაც შეინარჩუნა და გაიმყარა ხელისუფლებაში ყოფნა, საერთაშორისო პარტნიორებისგან კი მიიღო 4 მილიარდიანი ვალი, რომელსაც დღემდე იხდის ქვეყანა.


2.      გარეთ მხდალი - შინ ძლიერი - სახლში ანტირუსული რიტორიკა, რუსული საფრთხის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია, საომარი და შეურაცხმყოფელი რიტორიკა და გარეთ აბსოლუტურად უპრინციპო პოზიცია.
(ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხმა მისცეს მაშინდელი ხელისუფლების წარმომდგენლებმა, ბოკერიამ, ბაქრაძემ და სხვებმა და რომელშიც საქართველო დადანაშაულებულია რუსეთთან ომის დაწყებაში, ასევე, ნაცმომ არ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს აგრესორის შეჩერების მოთხოვნით და ეს მოთხოვნა გაეროში პირველად რუსებმა დააყენეს)

 
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან  დაიწყო ჩვენი სვლა ურთულესი ნიშნულიდან. ჩვენ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს "ნაციონალური მოძრაობის" ანტიპოდური პოლიტიკით. ჩვენ პრინციპულები ვართ გარეთ, ყველა საერთაშორისო ფორმატში, სადაც კი რუსეთთან  გვაქვს ურთიერთობა, ჩვენს პარტნიორებთან ერთად თვისობრივ წარმატებებს მივაღწიეთ და ამ გზას არ ვუღალატებთ, რადგან  მშვიდობას, არ აქვს ალტერნატივა!


-        პოლიტიკური ძალა, რომელმაც ტაბუ დაადო და ცენზურა დააწესა ომის თემაზე,  ძალა, რომელმაც ომი წააგო და რომ არა პატრიარქი, ჩვენ დაღუპულ ჯარისკაცებსაც ვერ მივაბარებდით მიწას, დღესაც რევანშის სურვილითაა მოცული.

დღეს ეს ძალა, რომელმაც პრაქტიკულად უზრუნველყო საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, თავს ანტისაოკუპაციო ძალას არქმევს. მათი ყველაზე მთავარი მახასიათებელი ხომ საკუთარი დანაშაულის სხვაზე დაბრალებაა?!

ნაციონალურმა მოძრაობამ ბევრი რამ დაუშავა ამ ქვეყანას, მაგრამ ყველაზე დიდი დანაშაული მათ ომთან დაკავშირებით ჩაიდინეს და როგორც სჩვევიათ, რომ თეთრზე შავი ამტკიცონ, ახლა „ქართულ ოცნებაზე“ უნდა გადმოიტანონ ბრალდებები. ანტისაოკუპაციო ძალას ირქმევს ის, ვინც თვითონ დაუშვა ოკუპაცია.


-        „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წლის ომამდე ქვეყანა პრაქტიკულად ცივი ომის რეჟიმში აცხოვრეს, ყველაფერი გააკეთეს სიტუაციის ესკალაციისთვის, რის გამოც ჩვენი მოქალაქეები საბარგო თვითმფრინავებით გამოაგდეს რუსეთიდან, ვაჭრობა შეწყდა და რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა ნახეს უდიდეს ზარალი, რაც ბუნებრივია, ისევ ჩვენს ქვეყანაზე აისახა, რადგან ამ ფულის დიდი ნაწილი ისევ საქართველოში შემოდიოდა.

ეს მავნებლური და დესტრუქციული ძალა, როგორც ომამდე ცდილობდა ესკალაციას, დღეს ცდილობს, რომ ეკონომიკურ სანქციებს შემოუძღვეს,  რათა გაჭირვებისა და ქაოსის ხარჯზე სცადოს დაიბრუნოს ხელისუფლება.


-        მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ნათლად დაინახოს ის უდიდესი განსხვავება, რაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი ხელისუფლებისა და სააკაშვილის პოლიტიკას შორის არსებობს:


-        ბოლო წლებში საქართველოს საკითხი მრავალგზის იქნა განხილული საერთაშორისო ტრიბუნებზე, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს, ევროკავშირისა და ნატოს, მაღალი დონის ორმხრივ დიალოგებში, მათ შორის: აშშ-თან, დიდ ბრიტანეთთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან სტრატეგიული პოლიტიკური დიალოგის ფორმატებში.


-        ჩვენი ხელისუფლების პირობებში პირველად ამოქმედდა საერთაშორისო შემზღუდავი ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. 2017 წელს აშშ-მა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ფინანსური შეზღუდვები დაუწესა არაღიარების პოლიტიკის დამრღვევ სახელმწიფოებს. ბოლო სამი წელია აშშ-ი ყოველწლიურად იღებს კანონს, რომელიც კრძალავს ასეთი ქვეყნების დაფინანსებას.  ამოქმედდა ახალი პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტები - საგრძნობლად გაიზარდა როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე პარტნიორი ქვეყნების მიერ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის თემაზე მიღებული რეზოლუციების, გადაწყვეტილებებისა და ანგარიშების რაოდენობა.

გაჩნდა ახალი და რაც მთავარია, ძლიერი შინაარსის მქონე საერთაშორისო დოკუმენტები.

მაგალითად, როგორიცაა:

-  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც პირველად 2014 წელს იქნა მიღებული. გადაწყვეტილება  ყოველწლიურად მიიღება და ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისმგებლობას და ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

-  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია, რომელიც პირველად 2017 წელს იქნა მიღებული. გადაწყვეტილება  ყოველწლიურად მიიღება და ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომის აუცილებლობას.

-  გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საკითხზე, რომელიც 2017 წლიდან მიიღება.

-  ეუთოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რომელიც პირველად 2016 წელს იქნა მიღებული. განცხადება  ყოველწლიურად მიიღება და ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ურთულეს ვითარებას.

-  აშშ-ის მიერ მიღებული „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“, რომელიც პირველად 2019 წელს მიიღო წარმომადგენელთა პალატის საგარეო ქმედებათა კომიტეტმა. აქტი შეიცავს უძლიერეს ფორმულირებებს და ითვალისწინებს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შემზღუდავი ზომების დაწესებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებში პასუხისმგებელ პირებზე.

-  ირლანდიის სენატის რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის შესახებ, რომელიც 2019 წელს იქნა მიღებული და ირლანდიის მთავრობას მოუწოდებს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შესულ პირებზე სანქციების ამოქმედებისაკენ.

-  2018 წლიდან დაიწყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების ასახვა დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში „ადამიანის უფლებები და დემოკრატია“.


საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთი მხარდაჭერა საქართველოს საკითხებზე, ცხადია, არის სწორედ რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების  ინტენსიური და თანმიმდევრული მუშაობის შედეგი.

-        ჰააგაზე სპეკულაციური კითხვის დასმის შემთხვევაში:

თუნდაც მხოლოდ იმიტომ უნდა მოთხოვოს პასუხი მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მიშას და ნაც. მოძს, ქართულმა სამართალმა, რომ ვერავინ ვერასდროს გაბედოს ჩვენი გმირი სამხედროებისთვის კითხვის დასმაც კი, არათუ გასამართლება, ჰააგა იქნება თუ სხვა ინსტანცია.