From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : gsakhokia@gov.ge; liluashvilibeqa@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject : Re: 3 აპრილის ეპიდ მიმოხილვა
Cc : Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Received On : 03.04.2020 07:08
Attachments :

მადლობა ქალბატონო თამარ დაზუსტებებისა განმარტებებისთვის. გამეხარდება მხოლოდ თუ სისტემა გამართულად იფუნქციონირებს.
მე ვალდებული ვარ მნიშვნელოვანი საკითხების შეხსენება და ჩემი პირადი ხედვები მოგაწოდოთ, რადგან ზოგიერთ საკითხზე განსხვავებულ ინფორმაციას ვიღებ და შესაძლებელია ჩემი წყაროები ვერ აფასებენ რეალურ სიტუაციას, თუმცა ამის ალბათობა ვფიიქრობ ნაკლებია. ღმერმა ქნას ვცდებოდე, მხოლოდ გამეხარდება.

პატივისცემით,
ამირანი

Get Outlook for Android


From: Tamar Gabunia
Sent: Friday, April 3, 2020 10:24:17 AM
To: Amiran Gamkrelidze ; gsakhokia@gov.ge ; liluashvilibeqa@gmail.com
Cc: Ekaterine Tikaradze ; m.tskitishvili@mrdi.gov.ge ; Paata Imnadze
Subject: RE: 3 აპრილის ეპიდ მიმოხილვა
 

ბატონო ამირან

 

მინდა დავაზუსტო რამდენიმე საკითხი რეკომენდაციების ნაწილიდან:

1.       კლინიკების მობილიზება : გთხოვთ დანართში იხილოთ განახლებული სია იმ კლინიკების, რომელიც უზრუნევლყოფენ როგორც ცხელების ასევე კორონავირუსის დადსტურებული შემთხვევების მართვას -ფაილი „მობილიზაცია“ ; რაიონული დონის კლინიკებმა გამოყვეს ე.წ. ცხელების ზონები ინფექციის კონტროლის არსებული რეგულაციების შესაბამისად და მათი ეპიდემიოლოგის ჩართულობით. ეს კლინიკები ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და ასევე გაგრძელდება. დადასტურებული შემთხვევების რეფერალი ხდება „მობილიზაციის“ ნუსხის კლინიკებში. ინფექციის კონტროლის კუთხით მზაობის შეფასება 8 მობილიზებულ კლინიკაში განახორციელა ჯანმოს ექსპერტმა, რაც შეეხება რაიონულ კლინიკებს ცხელების ზონებით- ადგილებზე შეფასება და ტრეინინგი პროცესშია (მარინა ბაიდაური და ჯანმოს ადგილობრივი ექსპერტების გუნდი), მონიტორინგში ჩართულია რეგულირების სააგენტო.

მობილიზებულ კლინიკებში - შემთხვევების ხარისხიანი მართვის კოორდინაციას უზრუნლყოფს კლინიკური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ იღებს ტექნიკურ დახმარებას საერთაშორისო ექსპერტებისგან (გუშინ გაიმართა ვებინარი იზრაელის ექიმებთან- ჯანმოს ხელშეყობით). მზადდება და მომდევნო კვირიდან გაეშვება სასწავლო პროგრამა "ჯანდაცვის მუშაკებში ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება კორონავირუსული ინფექციის პრევენციის და კონტროლის შესახებ და COVID 19-ის მქონე კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მართვის გაუმჯობესება" .

2.       რაც შეეხება მობილიზებულ კლინიკებში მენეჯმენტის გაძლიერების საკითხს. ცალსახად, კლინიკებს სჭირდებათ მხარდაჭერა ტრანსფორმაციის და სერვისის ახალ მოდელზე გადაწყობის ნაწილში, რაშიც ჩართულია ჯანდაცვის პოლიტიკის სამმმართველო და სოციალური მომსახურების სააგენტო, სატელეფონო, ადგილზე ვიზიტების და ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში.

3.       როგორც ვისაუბრეთ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია „მობილიზებულ“ კლინიკებში (ანუ საეჭვო და დადასტურებული შემთხვევის სრულად მართვა) 2 სამედიცინო პერსონალის ტრეინინგი ნაცხის აღების და ანალიზისთვის მასალის მომზადების საკითხებში. სწრაფი ტესტები უკვე მომდევნო კვირიდან შეგვიძლია გადანავაწილოთ დიდ კლინიკებში და ადგილზე ამ პროცესს უნდა დახვდეს მომზადებული პერსონალი.

4.       პირველადი ჯანდაცვის მზაობის კუთხით მდგომარეობა ასეთია: გააქტიურებულია 25 „ონლაინ კლინიკა“ რომელიც მიბმულია 112-იდან შემოსულ ზარებზე. გარდა ამისა თბილსის ყველა პჯდ დაწესებულება თავად აწარმოებს აქტიურ სატელეფონო ზარებს მოსახლეობასთან.

5.       სოფლად საგანგებო მდგომარეობების კოორდინაციის ცენტრმა დაიწყო კომპიუტერების დარიგება, ინტერნეტ ქსელის საჭიროებებზე მზადდება დეტალური ინვენტარიზაცია. სოფლის ექიმებსაც აქვთ დეტალური ინსტრუქცია რომ აწარმოონ სატელეფონო ზარები და როგორ მოიქცნენ საეჭვო შემთხვევაში.

6.       სამედიცინო პერსონალის გადანაწილება და მართვა ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინდივიდუალურად თითოეული მობილიზებული კლინიკისთვის. ნორმატიული აქტის წარმოება ამ საკითხზე დასრულდება დღეს.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 3 April, 2020 09:48
To: gsakhokia@gov.ge; liluashvilibeqa@gmail
.com
Cc: Ekaterine Tikaradze ; Tamar Gabunia ; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; Paata Imnadze
Subject: 3 აპრილის ეპიდ მიმოხილვა

 

გიგზავნით დღევანდელი დილით ეპიდსიტუაციის მიმოხილვას და რამოდენიმე რეკომენდაციას.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3