From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Alex Andjaparidze <aandja@yahoo.com>; etikaradze@moh.gov.ge
Subject : RE: COVID 19 მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია.
Cc : tgabunia@moh.gov.ge
Received On : 02.04.2020 18:03
Attachments :

ქალბატონო ეკატერინე,

ქალბატონო თამარ,

 

ბატონი ალიკო არის ჩემი ახლო მეგობარი, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი ვინც გაეროსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის სიტემაში მუშაობდა

ხანგრძლივად. მას აქვს დიდი გამოცდილება სხვადასხვა ეპიდემიებთან ბრძოლის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, საბჭოთა პერიოში ის დიდი ხნის განმავლობაში გახლდათ

მოსკოვის ცენტრალური წამყვანი ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი, ავტორი მრავალი მეცნიერული შრომისა და ინოვაციის.

 

ვფიქრობ მისი წინადადება იმსახურებს ყურადღებას და რეკომენდაციას ვუწევ რომ განხილულ იქნეს კორონავირუსული ინფექციის კლინიკური ჯგუფის სხდომაზე და შემდეგ თუ მიზანშეწონილას ჩაითვალა შესაძლებელია საკოორდინაციო საბჭოზეც.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

მ. ასათიანის 9, თბილისი 0186

ტელ/ფაქსი: +995 32 2311755

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3

 

 

 

From: Alex Andjaparidze [mailto:aandja@yahoo.com]
Sent: Thursday, April 2, 2020 3:35 PM
To: etikaradze@moh.gov.ge
Cc: tgabunia@moh.gov.ge; Amiran Gamkrelidze
Subject: COVID 19 მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია.

 

ქალბატონო ეკატერინე ,

მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ყველა მედიცინის მუშაკს იმ თავდადებისა  და შრომისთვის რასაც თქვენ ეწევით კორონავირუსული ინფექციის პრევენციისა  და კონტროლისათვის.

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი თავი - ალექსანდრე ანჯაფარიძე, ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 25 წელიწადზე მეტი ვმუშაობდი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში. აღმოჩენილი მაქვს ორი ვირუსი.

საქმე ეხება  COVID19-.

დღესდღეობით არსებული ცოდნის და ინფორმაციის საფუძველზე მინდა მოგაწოდოთ ჩემი შეხედულება  COVID 19- თან დაკავშირებით.

COVID19-
ის მძიმე კლინიკური ფორმის პრევენცია ( უფრო სწორედ ვირუსის რაოდენობის შემცირება  reduction of virus load )  შესაძლებელია ორი პრეპარატის გამოყენებით.
ამ შეთავაზების დეტალური ინფორმაცია  და დასაბუთება  ქართულად (შემცირებული ვარიანტი), ინგლისურად და რუსულად მოცემულია დანართში.

დღეს შევხვდი ბატონ ამირანს და მის თანამშრომლებს. მათი  რჩევით გიკავშირდებით  თქვენ და ქალბატონ თამარს რათა ამ საკითხის განხილვა შესაძლებელი გახდეს კლინიკურ ჯგუფთან.

პატივისცემით,

ალექსანდრე ანჯაფარიძე

 

 

Dr. Alexander Andjaparidze M.D. Sc.D. M.S. e-mail: aandja@yahoo.com Mob.: +995 571 40 44 39 Tel.: +995 322 93 17 00