| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: Blood Bank |
| Received On : | 24.07.2019 08:09 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა,
მადლობა გამოხმაურებისთვის. თანამედროვე მიდგომები და რეკომენდაციები, რაც ევროკავშირისგან 2018 წელს მივიღეთ ასახულია თანდართულ ფაილში. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციისა და საკანონმდებლო პაკეტის მომზადებაზე (დრაფტი დამუშავების პროცესშია).
მთავარი აქცენტი არის უანგარო დონორობის ხელშეწყობასა და ბანკების სისტემის ცენტრალიზაციაზე, სისხლის აღების მრავლობითი პუნქტებითა და ტრანსპორტირების გამართული სისტემით. ცენტრალიზაციის პირობებში ხარისხის კონტროლის შესაძლებლობა გაცილებით უკეთესია. ევროკავშირი ჩვენი პოპულაციის გათვალისწინებით თვლიდა, რომ 2 ბანკი სრულად მოიცავს ქვეყნის საჭიროებას. თუმცა აქ გასათვალისწინებელი იქნება ქვეყნის რეგიონული მოწყობაც, ტრანსპორტირების შესაძლებლობა, ხარჯები და რელიეფური სირთულეებიც. ამ დეტალების დამუშავებას გარკვეული დროს დასჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მძლავრი ცენტრალური სისხლის ბანკის შექმნა თბილისში სრულად ესადაგება თანამედროვე მიდგომებს სისტემის სამომავლო მოწყობის თაობაზე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
From: Ekaterine Tikaradze
Sent: 24 July, 2019 08:18
To: Tamar Gabunia
Subject: Re: Blood Bank
სალამი ქალბატონო თამარ,
მაცნობეთ რა ეტაპზე დაგჭირდებათ ჩემი ჩართულობა ბატონ დავითთან.
საინტეროსო იქნებოდა თანამედროვე კონცეფციის განხილვა, თუ უკანასკმელი უკვე არაებოს.
პატივისცემით
Sent from my iPhone
On Jul 22, 2019, at 12:50 PM, Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> wrote:
ქალბატონო ეკა
მოგახსენებთ თბილისის სისხლის ბანკის თაობაზე. ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტამდე ვერ მივედით. მხოლოდ დავიწყეთ კონსულტაციები საპარტნიორო ფონდთან და ქ. თბილისის მერიასთან.
1. საპარტნიორო ფონდი ამზადებს წინადადებას რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების თაობაზე. კვირის ბოლომდე გეგმავენ წინადადების სამინისტროში წარდგენას თქვენთვის გასაცნობად. საწყისი შეთანხმებისთვის სისხლის ბანკის რესპუბლიკურში განთავსების თაობაზე, დაგვჭირდება თქვენი ჩარევა საპარტნიორო ფონდის დირექტორთან ამ საკითხის განსახილველად.
2. ბ-ნი გიორგი ამ კვირაში გამართავს კონსულტაციას ქ-თბილისის მერიის მუნიციპალურ სამსახურთან-შესაძლოა ქონდეთ დამოუკიდებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ინტერესი, ამ საკითხის სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით. კონსულტაციის შედეგს მოგახსენებთ.
ბანკი ამ ეტაპისთვის აგრძელებს ფუნქციონირებას ძველ ლოკაციაზე, შეფერხების გარეშე. შემდგომ მოქმედებას გავაგრძელებთ რესპუბლიკურთან მიმართებაში თქვენი და ბატონი დავით საგანელიძის შეთანხმების საფუძველზე.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister