From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : RE: წერილის პროექტი ტესტირებების გაფართოებაზე
Cc : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Khvicha Getia Gmail <khgetia@gmail.com>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Lali Ebanoidze <L.Ebanoidze@ncdc.ge>
Received On : 12.06.2020 06:36
Attachments :

გავივლით კიდევ ქალბატონო თამარ და დღის მეორე ნახევარში იქნებ დაძრან სამინისტროს იურისტებმა.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

From: Tamar Gabunia [mailto:tgabunia@moh.gov.ge]
Sent: Friday, June 12, 2020 10:18 AM
To: Amiran Gamkrelidze; Ekaterine Tikaradze
Cc: giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Natia Khmaladze; Khvicha Getia Gmail; Maia Alkhazashvili; Lali Ebanoidze
Subject: Re: წერილის პროექტი ტესტირებების გაფართოებაზე

 

ბატონო ამირან და კოლეგებო 

დიდი მადლობა ტესტირების გაფართოვების სქემის მომზადებისთვის. გთხოვთ იხილოთ დანართში მცირედი მოდიფიკაციით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 


From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Sent: Thursday, June 11, 2020 6:50 PM
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia; giorgi chavchavadze; Ekaterine Adamia; Natia Khmaladze; Khvicha Getia Gmail; Maia Alkhazashvili; Lali Ebanoidze
Subject: წერილის პროექტი ტესტირებების გაფართოებაზე

 

 

ქალბატონო ეკატერინე,

 

მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კორონა ვირუსის პჯრ მეთოდით დიაგნოსტიკური სერვისების მიწოდება ხორციელდება 18 ლაბორატორიის მიერ. ამასთან, ივლისის შუა რიცხვებამდე დაგეგმილია ლაბორატორიული სერვისების გაფართოება და მათი რაოდენობის 24 ერთეულამდე გაზრდა, რაც საშუალებას იძლევა მაქსიმალურად გაიზარდოს ლაბორატორიული სერვისებისადმი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

 

არსებული მატერიალურ ტექნიკური ბაზის  და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით კვლევების ჩატარების დღიური  შესაძლებლობა, საშუალო დატვირთვის პირობებში  შეადგენს 4-4,5 ათასი პჯრ ტესტირებას ერთი დღის მანძილზე. ამასთან, „კორონავირუსზე SARS-CoV-2 სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტული პირთა  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიოტრიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 7 მაისის N190-ო ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების ტესტირებების საშუალო დღიური რაოდენობა (ცხელებითა და სხვა რესპირატორული ნიშნების მქონე პაციენტების მიმართვიანობის შემცირების პირობებში) შეადგენს 1,365 პჯრ ტესტირებას, რაც არაა საკმარისი ინფექციის შესაძლო შემთხვევების დროული დეტექციისა და გავრცელების შეზღუდვისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ახლადგამოვლენილ შემთხვევებში მატულობს ისეთი შემთხვევების რიცხვი, რომელთა პირველწყაროს დადგენა სამწუხაროდ ვერ ხორციელდება.

 

არსებული ლაბორატორიული სიმძლავრეების გათვალისწინებით, როცა, ქვეყანამ უნდა შეარბილოს მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები და ეტაპობრივად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  ტესტირების რაოდენობის გაზრდა და  მეტი მოწყვლადი ჯგუფების მოცვა, რათა დროულად გამოავლინოს და უმკურნალოს მათ და ამით შეიზღუდოს ინფექციის შემდგომი გავრცელება. სხვადასხვა რისკ ჯგუფისთვის ტესტირების მექნიზმების შემუშავება და პრიორიტეტების განსაზღვრით მათი ტესტირება როგორც გეგმიურად, ისე შესაბამისი საჭიროების მიხედვით პჯრ მეთოდით.

 

ამ მიზნით მიმდინარე წლის 4 ივნისს N06/2521 წერილით, ცენტრის მიერ ინიცირებული იქნა „საქართველოს მთავრობის კორონავირუსზე SARS-CoV-2 სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა  ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს როგორც ზემოაღნიშნული N190-ო ბრძანებით განსაზღვრული ჯგუფების მოცვას ტესტირებებით, ასევე დამატებით შემდეგი ჯგუფების გეგმიურ ტესტირებას:

 

Ø  ფსიქიატრიულ სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი;

Ø  იმ სამედიცინო დაწესებლებების მომსახურე პერსონალი, რომლებშიც მკურნალობენ ტუბერკულოზე დიაგნოსტირებულ პაციენტებს;

Ø  დიალიზზე მყოფი პაციენტები და მისი მომსახურე პერსონალი;

Ø  „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები (გარდა ტრანზიტისა);

Ø  საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევი წვევამდელები;

Ø  საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროების საბადრაგო დანაყოფები.

ზემოაღნიშნული კონტინგენტის დამატების შედეგად, მიზნობრივ ჯგუფებში ტესტირებების საშუალოდღიური რაოდენობა გაზირდება 1,700-2,000 ერთეულამდე, რაც არაა საკმარისი და მოითხოვს შემდგომ გაფართოებას.

არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ პრიორიტეტული ჯგუფების ჩამონათვალსა და სავალდებულო ტესტირებებში ჩართვის თანმიმდევრობას - პჯრ ტესტირებების შემდგომი გაფართოების გეგმას, განსაკუთრებული აქცენტით ცხელებითა და რესპირატორული ნიშნებით მიმდინარე შემთხვევებზე:

 

პირველი ეტაპზე (30 ივნისი -15 ივლისი) დასამატებელი გეგმიური ჯგუფები:

 

Ø  ცხელებითა, რესპირატორული ნიშნებით, ან კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი კლინიკური ნიშნის მქონე პაციენტების ამბულატორიული მიღება და ტესტირება, გამარტივებული ტრიაჟის საფუძველზე;

Ø  ფარმაცევტები და ქსელური მსხვილი მარკეტების/დიდი მოლებისა და ბაზრობების მომსახურე პერსონალი;

Ø  ტურიზმთან დაკავშირებით: გიდები, საბაგიროების მომსახურე პერსონალი, სასტუმროს მომსახურე პერსონალი, სამაშველო სამსახურების თანამშრომლები;

Ø  საზოგადოებრივ ტრანსპროტში დასაქმებულები (მეტროპოლიტენი, საქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი, ტაქსები);

ზემოაღნიშნული ჯგუფებში ტესტირებების სავარაუდო რაოდენობა შეადგენს 50-60 ათას ტესტს, რაც ტესტირებების საშუალო დღიურ რაოდენობას გაზრდის 3,500-3,700 ერთეულამდე;

მეორე ეტაპზე (16 ივლისი -31 ივლისი) დასამატებელი გეგმიური ჯგუფები:

 

Ø  სტომატოლოგები;

Ø  იუსტიციის სახლების პერსონალი;

Ø  წყალმომარაგებისა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებში დასაქმებულები;

Ø  ბანკები - ფრონტლაინზე დასაქმებულები;

Ø  ეკონომიკური აქტივობის სხვადასხვა სუბუექტი.

ზემოაღნიშნული ჯგუფებში ტესტირებების სავარაუდო რაოდენობა თვეში შეადგენს 16-20 ათას ტესტს, რაც ტესტირებების საშუალო დდღიურ რაოდენობას გაზრდის  600-700 ერთეულით და დღეში გვექნება 4,200-4,500 ტესტირება, რასაც ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა სრულად ეყოფა და ეპიდემიოლოგიური სურათის შენარჩუნების შემთხვევაში საკმარისი იქნება სექტემბერ-ოქტომბრის თვემდე.

 

პარალელურად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ლაბორატორიული სიმძლავრეების თანდათანობით გაფართოებაზე და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ტესტირებების საშუალოდღიური მოცულობის 8-10 ათასამდე გაზრდაზე, რომლის საინვესტიციო გეგმის მონახაზი ცდღეს დილით წარმოგიდგინეთ ეპიდბიულეტენთან ერთად.

 

ასევე, განსახილველი იქნება ზემოაღნიშნული ზოგიერთი რისკ-ჯგუფის (ფარმაცევტები და ქსელური მსხვილი მარკეტების/დიდი მოლებისა და ბაზრობების მომსახურე პერსონალი; სტომატოლოგები; ბანკები - ფრონტლაინზე დასაქმებულები; სასტუმროს მომსახურე პერსონალი, გიდები და სხვა ეკონომიკური აქტივობის სუბიექტები) ტესტირების დაფინანსების (დამსაქმებელი, სახელმწიფო, თუ ორივეს თანამონაწილეობა) საკითხები.

 

თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, განიხილოთ წინამდებარე ცვლილებები ჩვენს მიერ 4 ივნისს N06/2521 წერილით წარმოდგენილი მთავრობის დადგენილების პროექტში ასახვის მიზნით.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

Description: NCDC logo3