| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | Perinatal Care Report 2018 |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| Received On : | 30.06.2019 09:22 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა,
მოგესალმებით! მინდა გაგიზიაროთ პერინატალური სერვისების 2018 წლის ანგარიშს, რომელიც წარდგენილ იქნა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პოლიტიკის საბჭოზე 31 მაისს.
ძალიან მოკლედ მთავარი ტენდენციები ასეთია:
დადებითი დინამიკა:
• ნეონატალური სიკვდილობის მაჩვენებელი შემცირდა 2017 წელს 1000 ახალშობილზე 6.6 დან 2018 წელს 4.9-მდე
• მაღალი წონის ახალშობილთა მკვდრადშობადობა საერთო სიკვდილობაში მცირდება: 2016-60,6%, 2017-57%, 2018-52%
გამოწვევები:
· კლების ტენდენციის მიუხედავად (3.7% ით კლება გასულ წელთან შედარებით), მაღალია პირველადი საკეისრო კვეთების წილი- 49.4% (საქართველოზე მაღალი აქვს მხოლოდ თურქეთს, მაგ. ბალტიისპირეთში არის ამის ნახევარი).
· მაღალია 39 კვირამდე საკეისრო კვეთების რიცხვი შეადგენს 52%
· მაღალია შიდა ნეონატალური რეფერალი-ამასთან დაკავშირებული ხარჯი 2018 წელს 44,321,409 ლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მშობიარობების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 2155-ით ერთეულით შემცირდა, ინტენსიური ნეონატალური რეფერალის ხარჯი 2017 წელთან შედარებით 2.4 მილიონი ლარით გაიზარდა.
საბჭოს რეკომენდაციებში (თანდართულ ფაილში) ასახულია ამ პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზები. კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე ჯანდაცვის დეპარტამენტი მუშაობს, რასაც გაგიზიარებთ დამატებით.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister