| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | PHC key milestones and dates |
| Cc : | Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge> |
| Received On : | 28.06.2019 09:18 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა
გიგზავნით პირველადი ჯანდაცვის ცვლილებების პაკეტის დანერგვის საკვანძო ეტაპებისა და ვადების მოკლედ მონახაზს:
1. სოფლის ექიმის პროგრამაში შესატანი ცვლილებების მომზადება მ.შ. სოფლის ექიმის პროგრამის მართვა-კოორდინაციის გადაცემა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის, უქმე დღეების გათვალისწინება და ნარჩენების მენეჯმენტის საკითხები და სხვ.
სტატუსი: მიმდინარობს კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, ცვლილებების პაკეტის მომზადება დასრულდეს 4 ივლისს
სასურველი გამოსავალი: მთავრობის მომდევნო სხდომაზე ცვლილებების პაკეტის დასამტკიცებლად წარდგენა
2. დიდ ქალაქებში პჯდ სელექტიური კონტრაქტირების პირობების პროექტის შემუშავება
სტატუსი: მიმდინარეობს კონსულტაციები ჯანდაცვის დეპარტამენტთან, სოც. მომსახურების სააგენტოსთან და პჯდ მიმწოდებლებთან (თბილისში)
შუალედური კონსულტაცია მინისტრთან და მოადგილეებთან-3 ან 4 ივლისი
კრიტერიუმების წინასწარი ვერსიის განხილვა სამინისტროს პირველადი ჯანდაცვის საკოორდინაციო საბჭოზე- 5 ივლისი
საბჭოზე ასევე განიხილება სოფლის პჯდ განვითარების კონცეფციაც (იხ. პუნქტი 3)
სელექტიური კონტრაქტირების თაობაზე საკონსულტაციო-საკომუნიკაციო შეხვედრები პჯდ პროვაიდერებთან დიდ ქალაქებში -17-დან 28 ივლისამდე
მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება სელექტიური კონტრაქტირების პირობების დამტკიცებისთვის და ამოქმედებისთვის გონივრულ ვადაში (სავარაუდოდ 2020 1 იანვრიდან). -30 ივლისი
სასურველი გამოსავალი: აგვისტოში მთავრობის სხდომაზე სელექტიური კონტრაქტირების დადგენილების დამტკიცება
3. დიგიტალური ტექნოლოგიების გამოყენება პჯდ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
სტატუსი: კონსულტაციები რეკომენდებულ ექსპერტებთან (დავიწყებთ 1 ივლისის კვირაში), დონორი ორგანიზაციების (გლობალური ფონდი, ჩეხეთის სააგენტო, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი) რესურსის მობილიზება სოფლის ექიმებისთვის კომპიუტერების შეძენისა და ასევე ტელეკომუნიკაციისა და სხვა ინოვაციური დიგიტალური მოდელების დანერგვისთვის.
გამოსავალი: პროექტის მომზადებულია და დანერგვის გეგმა შემუშავებულია 26 ივლისი
4. პჯდ ახალი ობიექტებისთვის აღჭურვილობის შეძენა 2019 წლის აღჭურვა-რეაბილიტაციის პროგრამიდან. განმარტებით ბარათს ადმინისტრაციული დეპარტამენტისთვის მოამზადებს ჯანდაცვის დეპარტამენტი 3 ივლისამდე. ამას მოყვება შესყიდვების პროცედურების ინიცირება პასუხიმგებელი ერთეულის მიერ, დადგენილი წესით.
განახლებულ ინფორმაციას პროგრესის შესახებ მოგაწვდით ეტაპობრივად. ასევე მზად ვარ დაზუსტებების და თქვენი შენიშვნების გათვალისწინებისთვის ეტაპებთან/ვადებთან მიმართებაში.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister