| From : | tinatin khardziani <tikhardziani@gmail.com> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | |
| Received On : | 20.07.2019 09:28 |
წინა წლებთან შედარებით მიმდინარე სამოქმედო გეგმაში აღარ არის გათვალისწინებული ბინების რეაბილიტაციაა, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კარკასული შენობების რესურსები ამოიწურა. ასევე გათვალისწინება მოხდა რეაბილიტაციის ხარჯებისა და რეაბილიტირებული შენობების ექსპლუატაციის ვადის. 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმაში აქცენტი კეთდება მშენებლობებზე და გრძელვადიანი განსახლების სხვა პროგრამებზე. სამოქმედო გეგმაში გაზრდილია სოფლად სახლის პროგრამის დაფინანსება.
2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილებულია 636 განაცხადი ( 8,5 მილიონი ლარის ღიებულებით), ა/წ-ის ბოლომდე სამინისტროს აქვს აღებული ვალდებულება 650-განაცხადის დაკმაყოფილებაზე, აქედან 500 განაცხადი ექვემდებარება უახლოეს კომისიაზე გატანას. (სასურველი აქ ბესომ ჩაამატოს დეტალები ბიუჯეტის დეფიციიტურობისა და ხარჯების შესახებ )
სამოქმედო გეგმა წარმოადგენს განახლებულ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროექტებს, რომელთა განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დევნილთა მიერ ნებაყოფლობით და ინფორმირებულ გადაწყვეტილებების მიღებას და თავისუფალ არჩევანს, დევნილებთან დიალოგსა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში,
მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აიღო დევნილების ბინით უზრუნველყოფის ვალდებულება, მათი დიდი ნაწილი ისევ ცხოვრობს სიღარიბეში, რეგულარული საარსებო წყაროს გარეშე, არადამაკმაყოფილებელ საცხოვრებელ პირობებში ძალიან მცირე იმედით, რომ დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში. საარსებო მინიმუმის არქონის გამო, სახელმწიფოს მიერ გადაცემულ საცხოვრებელ ფართებს ყიდიან, იპოთეკური სესხით ტვირტავენ და კვლავ უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას. ამ ფონზე აუცილებელია გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება დევნილების შესახებ და სამინისტროს მიაჩნია ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული მთლიანად სახელმწიფო, კომპლექსური მიდგომებით. მუნიციპალურმა ხელისუფლებამ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გამოუყოს მათ მიწის ნაკვეთები, რათა შემცირდეს მათი დამოკიდებულება სახელმწიფო დახმარებებისადმი. ამას გარდა, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს და გაატაროს მხარდაჭერის პოლიტიკა მიკროსაფინანსო დახმარების კუთხით, განსაკუთრებით დევნილებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, მცირე ბიზნესის ხელშეწყობით, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის განვითარებით, დასაქმების ხელშეწყობით, დევნილებს გაუჩნდეთ მყარი სამუშაო ადგილისა და შემოსავლების მიღების საშუალება, საქართველოში სოფლების დაცარიელება მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მიუხედავად ბევრი ხელშემწყობი პროგრამის არსებობისა, მაინც ვერ ხერხდება მოქალაქეთა ურბანულ ცენტრებში გადაბარგების შეჩერება. სოფლები გაუკაცრიელდა და დედაქალაქი ძალიან გადაიტვირთა. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მიგვაჩნია კარგი იქნება რაჭის რეგიონში მოხდეს თანამედროვე ტიპის სოფლად სახლის გაშენება, და ამისათვის, საჭიროა მოხდეს დევნილების ამ რეგიონით დაინტერესება, სასურველია ჩართული იყოს ამ პროექტში სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო, რათა კომპლექსური ჩართულობით შევძლოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხელშემწყობი პირობის შექმნა, მოქალაქეებისათვის სოფლად დაბრუნების სურვილის გაჩენის მიზნით.
საერთაშორისო კვლევების თანახმად შიდა მიგრაციული პოლიტიკის არარსებობა ქვეყანაში, სერიოზული განსჯის საგანია. როგორც ცნობილია, შემოსავლები სოფლის მეურნეობაში დასაქმებიდან ძალიან დაბალია და თავიდან რომ იქნას აცილებული ახალგაზრდობის გადინება ქალაქებში, სოფლის მეურნეობის რენტაბელურობა უნდა გაიზარდოს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ფერმერთათვის იაფი კრედიტის გამოყოფის, ბაზრებზე გასვლის გაადვილების გზით. გარდა ამისა, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას სოფლად. დიდი ყურადღება მიექცეს ტურიზმს, საერთოდ, სახელმწიფოს რეგიონალური პოლიტიკა გადაჯაჭვული უნდა იყოს დასაქმების პოლიტიკასთან, მუშახელის მომზადებისა და გადამზადების ჩათვლით.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მთავარი მიზანი უნდა გახდეს ეფექტური მექანიზმების შექმნა მიგრაციული ნაკადების მართვისა და მონიტორინგისათვის, რათა მოხდეს დაცარიელებული სოფლების გაცოცხლება, (მაგ. ისე, როგორც სვანეთის რეგიონში, ტურიზმის განვითარების შემდგომ ძალიან ბევრი წამოსული ოჯახი დაუბრუნდა სოფელს). სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი იდეა.
იმედი მაქვს ამ წამოწყებაში თქვენი მხარდაჭერის, თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაავალოთ ყველა სამინისტროს თავთავიანთ სფეროში წარმოადგინონ სოფლად სახლის განვითარებისთვის ხელშემწყობი ხედვების და პროექტების მომზადება.
პატივისცემით,