| From : | trialeti <trialeti@trialeti.ge> |
| To : | ggakharia@gov.ge; ttsulukiani@justice.gov.ge; igaribashvili@mod.gov.ge; mchkhenkeli@mes.gov.ge; i.matchavariani@mof.ge; m.tskitishvili@mrdi.gov.ge; nturnava@moesd.gov.ge; etikaradze@moh.gov.ge; Levan.Davitashvili@mepa.gov.ge; Levan Davitashvili <davitashvili@gmail.com> |
| Subject : | |
| Received On : | 27.04.2020 21:34 |
| Attachments : |
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე თანამდებობას პირადი შურისძიებისთვის იყენებს!
მაშინ,
როდესაც ქვეყანაში კოვიდ-19 ვირუსის პანდემიის ფონზე, "თრიალეთის"
ჟურნალისტებს და სხვა თანამშრომლებს, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად და
შემოსავლების საერთოდ შეჩერების გამო, უხელფასოდ გვიწევს მუშაობა, ამ დროს კორონა
ვირუსის გარდა, კომუნიკაციების კომისიის ზეწოლების, გამო დიდი სტრესის გადატანა გვიწევს.
პანდემიის
დაწყებასთან ერთად, სახლში მჯდომმა კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა კახა
ბექაურმა და სხვა წევრებმა, იფიქრეს, კიდევ ერთხელ გაემწარებინათ "თრიალეთი"
და მიმდინარე წლის 27 მარტს გამოგვიგზავნეს
შეტყობინება, რომ 2 აპრილს ინტერნეტში, კომისიის სახლში მჯდომი წევრები,
გამართავდნენ "ლაივ" სხდომას, სადაც განიხილავდნენ „ტელე–რადიოკომპანია თრიალეთისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების
საკითხს.
3 აპრილს, ჩვენ კიდევ მივიღეთ ახალი
შეტყობინება, რომ საკითხის განხილვის გადატანა მოხდა 16 აპრილს.
დამატებითი სტრესისთვის, ჩვენ 14
აპრილს, კიდევ შეგვატყობინეს, რომ ჩვენი კომპანიის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების
საკითხის განხილვა გაიმართებოდა 16 აპრილს.
საკითხი ეხებოდა "სუპერ
წიგნის" ანიმაციური ფილმების, რამდენიმე ქართული ფილმის, ჩარლი ჩაპლინის და
ბასტერ კიტონის ფილმების ეთერში გასვლას. ჩვენ, ყოველი შეტყობინების მიღებისას,
ვაცნობეთ, რომ "სუპერ წიგნთან" არსებული ხელშეკრულება მანამდე გვქონდა
გაგზავნილი კომისიასთან, ქართულ ფილმებზე რეჟისორის ოჯახისგან გვქონდა ნებართვა
მიღებული, ხოლო ჩარლი ჩაპლინის და ბასტერ კიტონის ფილმები ითვლება საყოველთაო
საკუთრებად ე.წ. Publc
Domain, და ვთვლით, რომ კომისიის მიერ, ასეთი
ფილმის გამო შეტყობინების გამოგზავნა და Publc Domain-ის შესახებ არ ცოდნა, ცოტა უხერულია.
კომისიამ
მაინც აღმოაჩინა, ბასტერ კიტონის 100 წლის წინ გადაღებული, მუნჯური ფილმი, რომელიც
არ ითვლებოდა საყოველთაო საკუთრებად და გაფრთხილება გამოგვიცხადა.
ახლა
უკვე, 27 აპრილს, ჩვენ გაფრთხილების შეტყობინება მივიღეთ.
ვაცხადებთ,
რომ ამ უდროო დროს, კომისია არ უნდა ახდენდეს ზეწოლას ტელევიზიაზე, რომელიც
საგანგებო ვითარებაში მუშაობს და ცდილობს, მოსახლეობას მიაწოდოს აუცილებელი
ინფორმაცია.
მაშინ
როდესაც საგანგებო მდგომარეობის გამო, ჩვენ კომპანიაში შეწყდა ყველა სახის
შემოსავლები და ვერ ვიხდით გადასახადებს, ვერ ვიხდით ბანკის დავალიანებას, ვერ
ვიხდით ელექტროენერგიის საფასურს, ვერ ვიხდით თავად კომისიის გადასახადს, ვერ
ვიღებთ ხელფასებს, და ამ დროს, კომისიის თვეში 20 ათასი ლარის ხელფასის მქონე
წევრები, სახლიდან, ინტერნეტში ატარებენ სპექტაკლ-სხდომას და ისედაც, გაჭირებულ,
პრობლემებში ჩავარდნილ ტელევიზიას და მის თანამშრომლებს ტერორის ქვეშ ამყოფებენ!
ვფიქრობთ,
ამ დროს კომისია ხელს კი არ უნდა უშლიდეს, არამედ
ხელს უნდა უწყობდეს კოვიდ -19 ვირუსის პანდემიის პირობებში მომუშავე
ტელევიზიას, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივიდეს მოსალებასთან, თუ როგორ გაუფრთხილდნენ
ვირუსის გავრცელებას და როგორ დაიცვან თავი.
ასევე,
ვაცხადებთ, რომ კომისია არ იქცევა კანონიერად. კომისიის მხრიდან ადგილი აქვს
შერჩევით სამართალს. მათთვის შერჩევითია,
თუ რომელ კომპანიაზე მოახდინონ ზეწოლა და რომელზე არა, თუ რომელ ტელევიზიას
მოსთხოვონ პასუხი და რომელზე თვალი დახუჭონ. არიან ტელევიზიები, რომელსაც საერთოდ
არ აკონტროლებს კომისია, ხოლო ზოგიერთ ტელევიზიას, ბექაურის სურვილით, 10-ჯერ და
20-ჯერ, შეამოწმებს და დააჯარიმებს კიდეც. ასევე,
შერჩევითია, კომისიამ, თუ რა საკითხზე მოსთხოვოს ტელევიზიებს პასუხი და რა საკითზე
არა.
მაშინ
როდესაც კომისია ტელევიზიებს ეთერში გასული ფილმების გამო სთხოვს პასუხს, თვალს
ხუჭავს სხვადასვა სახის პროგრამების გაშვებაზე.
ჩვენ არაერთხელ მივმართეთ კომისიას, რომ თუ ფილმების საკითხს განიხილავთ,
მაშინ, ჩვენს ეთერში (და ყველა ტელევიზიის ეთერში) ლიცენზიის გარეშე გადის მუსიკა, სიმღერები, კლიპები, კონცერტები, მოდის ჩანაწერები, ინტერნეტიდან გადმოწერილი,
სხვისი გადაღებული
ბუნების, ქალაქების და სხვა კადრები,
უცხოური სატელევიზიო არხის გადაცემა Just For Laughs Gags, ფარული კამერა და სხვა,
და მოეხდინათ რეაგირება, თუმცა კომუნიკაციების "სამართლიანი" კომისია,
ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს.
მაშინ,
რა უფლება აქვს კომისიას, გადაწყვიტოს ერთი საკითხი და არ გადაწყვიტოს სხვა,
მსგავსი საკითხი? ეს არის სამართლიანობა?
ახლა
უკვე, გაფრთხილების შემდეგ, კომისიას შეუძლია, ზუსტად იმ ერთერთ საკითხზე,
რომელზეც ამჟამად თვალს ხუჭავს, წამოიწყოს ჩვენს წინააღმდეგ საკითხის განხილვა
და უკვე, რამდენიმე ათასიანი ჯარიმის
გადახდა დაგვაკისროს!
არსებობს
ეჭვი, თუ რა ინტერესი შეიძლება იყოს, რომ კომისია მხოლოდ ფილმების გამო ახდენს ტელევიზიებზე
ზეწოლას.
კომისიის
თავმჯდომარე, კახა ბექაური, რომელიც ადრეულ წლებში იყო პირველი არხის დირექტორის
მოადგილე, პარალელურად, მეგობრების დახმარებით, აწარმოებდა საკუთარ, ლიცენზირებული ფილმების შემოტანის ბიზნესს და
იმ ტელევიზიას ასყიდებდა, სადაც თავად მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. ახლა, კომისიის თავმჯდომარეობის დროს, რა შეუშლის ხელს? თუნდაც ისე, რომ თვითონ საერთოდ არ ჩანდეს და ბიზნესს მისი ძველი პარტნიორები აწარმოებდნენ. თვითონ, კი საკმარისად შეუწყობს ხელს, რომ ტელევიზიებმა ულიცენზიოდ, რაც უნდათ გაუშვან, ფილმების
გარდა.
ვაცხადებთ, რომ ეს არაა პირველი და უკანასკნელი, კომისიის მიერ ჩვენზე
ზეწოლა. კომისიის ინტერნეტსაიტზე, 2013 წლის შემდეგ, კახა ბექაურის კომისიის
თავმჯდომარეობის ორი ვადის განმავლობაში, "თრიალეთის" სახელზე 130
საკითხია შეტანილი, სადაც 30 საკითხი, "თრიალეთის" პასუხისმგებლობის
დაყენების შესახებ შეტყობინებები, თუ კომისიის სხდომაზე გატანის საკითხებია.
აღსანიშნავია,
რომ 2012 წლამდე კომისიის ხელმძღვანელებს, ქიტოშვილს და ჩიქოვანს, ერთად აღებულს,
ამდენი პრობლემა არ შეუქმნია ჩვენთვის, რასაც კახა ბექაური გვიქმნის.
კახა
ბექაური, რომელსაც პირადი ინტერესი აქვს ტელეკომაპანია "თრიალეთის"
დამფუძნებლის მიმართ, უკვე წლებია სამაგიეროს გადახდის და შურისძიების მიზნით,
სამსახურებრივ მდგომარეობას იყენებს, რასაც ჩვენ მოთმინებით ვიტანდით და არ
ვახმაურებდით, თუმცა მოთმინებასაც აქვს ზღვარი.
კახა
ბექაურს ალბათ, არ ექნება სურვილი, მის მიერ შურისძიების ინტერესების მიზეზებზე
საჯაროდ ვისაუბროთ, თუმცა ვფიქრობთ, რომ ჩვენს
წინააღმდეგ შეუჩერებელი ზეწოლები გაგრძელდება და თავდაცვის მიზნით, ისევ
მოგვიწევს განცხადებების გაკეთება, თუ კომისიის უსამართლობებზე, აქციების მოწყობა.
ჩვენ
არ ვაპირებთ, კომისიის "მუდმივი" თავმჯდომარის, კახა ბექაურის ზეწოლებზე
უკან დახევას. ჩვენ ყოველთვის ვამხელთ
კომისიის ყველა უსამართლობას, ყველა შერჩევით სამართალს და ყველა პირად ინტერესს.