| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | Mental Health Services |
| Cc : | Zaza Bokhua <zbokhua@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Mariam Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.07.2019 16:04 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკა,
მინდა საქმის კურსში ჩაგაყენოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაწესებულებების თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ. უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში სამინისტროში შემოვიდა 2 ინტერესის წერილი (1) ფსიქიკური ჯანმრთელობის სრული ინფრასტრუქტურის პრივატიზების თაობაზე და (2) განმეორებით მთავრობის ადმინისტრაციის გავლით- ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების პრივატიზების თაობაზე.
ბუნებრივია შეიძლება ამ შემოთავაზებებზე ვიმსჯელოთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით-მათი ტოტალური/ან თუნდაც ნაწილობრივი პრივატიზაცია სერიოზული რისკის შემცველია, როგორც სერვისების მდგრადობის, ასევე ფასების ესკალაციის თვალსაზრისით. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საწოლფონდის თითქმის 50% (ქუტირის საავადმყოფოს სახით) უკვე პრივატიზებულია. ამ და სხვა საკითხებზე სამსჯელოდ ხვალ 1 საათზე ვგეგმავთ შიდა შეხვედრას ბ-ენბი ზაზა, გიორგი, კახა ძიმისტარაშვილი და დავით ბილილაშვილი, მე და ქ-ნი მარინა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ბედიანში (აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი-ამჟამად იქ იმყოფება 158 ბენეფიციარი) შექმნილი უკიდურესად რთული სიტუაცია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. დეინსტიტუციონალიზაციის მიზნების გათვალისწინებით ბედიანში დიდი ზომის ინსტიტუციის შენარჩუნება და ინვესტიცია იქ არსებული შენობების რეაბილიტაციის მიზნით გაუმართლებელია და შენობა-ნაგებობები იმდენად დაზიანებულია, რომ არც ექვემდებარება აღდგენას. ბედიანის დასახლება არ არის გაზით უზრუნველყოფილი და ზამთარში გათბობა უნდა მოხდეს შეშის ღუმელით-რაც არ არის მისაღები არც ერთი და მით უფრო ამ ტიპის დაწესებულებისთვის.
აღჭურვა რეაბილიტაციის 2019 წლის პროგრამაში გათვალისწინებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრების რეაბილიტაციისთვის 600000 ლარი. ამ თანხის ნაწილით, ვფიქრობთ რუსთავში ახალი საცხოვრისის აშენებას და ცოტა ხნის წინ დავიწყეთ ტყვიავის საავადმყოფოს გარემონტების საკითხის განხილვა-სადაც 60-მდე საწოლი შეიძლება განთავსდეს, როგორც ქრონიკული, ასევე მწვავე პაციენტებისთვის. სახელმწიფო ინვესტიციით ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დრო დასჭირდება. მანამდე, მოსაძებნია დროებითი გადაწყვეტა ბედიანის ბენეფიციარებისთვის, რათა ცივი სეზონის დაწყებამდე (ოქტომბრის შუა რიცხვები) გადმოვიყვანოთ ბედიანის ბენეფციარები სათანადო გარემოში. შესაძლებელია მაგ. ფუნქციური შესაძლებლობების სტატუსის შეფასების საფუძველზე ზოგიერთი მათგანის გადაყვანა მცირე ზომის საცხოვრისებში (5-6- კაციანი, ფინანსდება სოციალური პროგრამიდან) ან შეძლებისდაგვარად მათი გადანაწილება არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკებში-ამ საკითხზე ცალ-ცალკე ვმუშაობთ ყველა კლინიკასთან.
ხვალინდელი შეხვედრის დეტალებს გაცნობებთ დამატებით.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister