საბჭოს პატივცემულო წევრებო,
გაცნობებთ, რომ ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს განახლების პროცესის ფარგლებში მსმ და ტრანს თემის მიერ საბჭოში წარმოდგენილია წევრობის შემდეგი კანდიდატი:
ნიკოლო ღვინიაშვილი, „თანასწორობის მოძრაობა“, პროექტის: „აივ ინფექცია/შიდსის პრევენცია და შემთხვევების გამოვლენა ლგბტ თემში“ (გლობალური ფონდი) ასისტენტი; ხოლო ალტერნატიულ წევრად ლგბტ აქტივისტი, ბექა გაბადაძე.
სააპლიკაციო მასალა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.dropbox.com/transfer/AAAAANO12aL8mJnzKBgo4T3QqVwphR9rc6kb4xBAEreTkexBZkNW1sE
გთხოვთ გაეცნოთ მოწოდებულ მასალას და გამოთქვათ მხოლოდ საწინააღმდეგო მოსაზრება ნიკოლო ღვინიაშვილის საბჭოში გაწევრიანების თაობაზე, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში არაუაგვინეს მიმდინარე წლის 7 აპრილის, 18:00 საათისა.
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ საკითხი დამტკიცებულად ჩაითვლება საბჭოს მიერ.
კანდიდატთან კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ სამდივნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: admin@georgia-ccm.ge; secretary@georgia-ccm.ge და ჩვენ მოვახდენთ კანდიდატთან მყისიერ კომუნიკაციას და უკუგებას.
პატივისცემით,
სამდივნო